1. LILITH
[Mod] (Off)
[ 07 Oct 2013, 14:21 ]
მოგისმენიათ მეგობრის მიერ წარმოთქმული შემდეგი სიტყვები: რა უაზრო ცხოვრებაა, როგორ მოვიწყინე, ყოველი დღე ერთმანეთს გავს… ამ სიტყვებს არა მარტო ჩვენს გარშემო მყოფნი, არამედ ჩვენც ძალიან ხშირად წარმოვთქვამთ. იმაზე კი არ ვფიქრობთ, როგორ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ და გავიხალისოთ ის სხვადასხვა ქმედებით.
ძალიან ადვილია ილაპარაკო შენს გარშემო გამეფებულ უაზრობაზე და თანაც არაფერი გააკეთო მის შესაცვლელად.
როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად მთელი იმ ძალისხმევისა, რომელსაც ჩვენ მივმართავთ რაიმე მიზნების მისაღწევად, მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში, სპორტი, ბიზნესი, სამსახური, ურთიერთობები და ა.შ., შედეგები იმაზე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე შეგვეძლო მიგვეღო?
kitxvis nishani1 პროგრამები ჩვენს ქვეცნობიერში... რომლებიც განსაზღვრავენ შედეგებს ჩვენს ცხოვრებაში
მიზეზი იმ შეზღუდვებშია, რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერშია. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ცხოვრებაში ჩვენს შედეგებს. სწორედ მათ გამო ვერ ვაღწევთ იმას, რაც გვსურდა რომ მიგვეღო და შესაძლებელია ვერც ვერასდროს მივაღწიოთ მიუხედავად ნებისმიერი ძალისხმევისა.
ეს არც ჯადოქრობაა და არც მისტიკა, არამედ ცნობიერისა და ქვეცნობიერის მოქმედების უძველესი კანონებია.
დღევანდელ პოსტში ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ თუ რა არის ის შეზღუდვები და ბორკილები, რომლებიც აფერხებენ ჩვენს განვითარებას, ჩვენს წინსვლას წარმატებისკენ და როგორ უნდა გამოვავლინოთ და ვაქციოთ ისინი საშიში მოწინააღმდეგეებიდან ჩვენს საიმედო მოკავშირეებად.
როგრო ფიქრობთ, რატომ გაიზარდეთ ისეთად, როგორიც ხართ? რატომ გაქვთ ისეთი ყურები, თვალები, ტანი როგორიც გაქვთ და საერთოდ როგორ მოხდა რომ ორი მიკროსკოპული ნაწილაკების შეერთებისგან წარმოიშვა და გაიზარდა ამხელა ადამიანი ხელებით, ფეხებით, თავით, თმით, ფრჩხილებით და ა.შ.?
საქმე იმაშია, რომ ჩვენს უჯრედებში, ჩვენს დნმ–ში არის ინფორმაცია, პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორი გავიზრდებით და ადამიანი ხდება ისეთი, როგორც ეს წერია ამ პროგრამაში.
dnm პროგრამები ჩვენს ქვეცნობიერში... რომლებიც განსაზღვრავენ შედეგებს ჩვენს ცხოვრებაში
ანალოგიურად, როდესაც ვფიქრობთ, თუ რატომ ხდება, რომ ჩვენ ცხოვრებაში ვერ ვაღწევთ იმ შედეგებს, რომელიც გვსურდა რომ მიგვეღო, მიუხედავად იმ უდიდესი ძალისხმევისა, რომელსაც შეიძლება მივმართავთ ამ შედეგის მისაღებად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ, ისევე როგორც დნმ–ის შემთხვევაში, არსებობს გარკვეული ინფორმაცია, პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ყველა იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ ცხოვრებაში ვღებულობთ და რომ ეს პროგრამა ინახება ჩვენს ქვეცნობიერში.
qvecnobieri პროგრამები ჩვენს ქვეცნობიერში... რომლებიც განსაზღვრავენ შედეგებს ჩვენს ცხოვრებაში
და ისევევ როგორც ჩვენ არ შეგვიძლია ხელის ერთი დაქნევით შევცვალოთ ვთქვათ ჩვენი თვალების ფერი, ასევე რაც არ უნდა ვეცადოთ, როგორც არ უნდა დავძაბოთ ძალები ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რომლის შესაბამისი პროგრამაც არ არის ჩვენს ქვეცნობიერში.
თუ ძალიან მოვინდომებთ, შეიძლება გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ კიდევაც, მაგრამ სადმე მაინც დაგვიცდება ფეხი, ვინაიდან ქვეცნობიერი, მასში არსებული პროგრამის გავლენით, ყველანაირად ცდილობს ხელი შეგვიშალოს და მუდმივად უკან გვექაჩება.
მაშ რა არის ეს პროგრამა, უფრო სწორედ პროგრამები? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი ხელს კი არ გვიშლიდნენ, არამედ პირიქით, ხელს გვიწყობდნენ იმ შედეგების მიღებაში, რომლებიც გვსურს რომ მივიღოთ?
ეს პროგრამებია ჩვენი რწმუნებულებები, ანუ ის შეხედულებები, თუ შეხედულებების მთელი სისტემა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის, მდგომარეობის (და ა.შ.) მიმართ,
შეიძლება თქვენ გსმენიათ ამის შესახებ, მაგრამ ვერც კი აცნობიერებთ, თუ რა უზარმაზარი ძალა გააჩნიათ მათ. თუ რამდენად პრინციპულად სულ სხა შედეგები შეგიძლიათ მიიღოთ, თუ ისწავლით იმ რწმუნებულებების გამოვლენას, რომლებიც ხელს გიშლიან, ისწავლით მათ დამუშავებას და იმ ფრომაში მოყვანას, რომელშიც ისინი თქვენს მოკავშირეებად შეიძლება იქცნენ.
მოდით პირველ რიგში ვნახოთ როგორ მუშაობს ეს ცხოვრებაში.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გინდათ გახდეთ მდიდარი და ამ მიმართულებით ბევრს მუშაობთ, შეიძლება ყველაფერს სწორადაც აკეთებთ, მაგრამ რა ხდება თუ თქვენს ქვეცნობიერში არის პროგრამა, რომ „ფული–ბოროტებაა“?
შეძლება თქვენს შემთხვევაში ეს პროგრამა ასეთი სიტყვებით არ ფორმულირდება, სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევაში, მას სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს: „მდიდარი ადამიანებს არა აქვთ სუფთა სინდისი“; „მდიდრები სინამდვილეში კი არ უყვართ, უბრალოდ მათი სიმდიდრისთვის ეტანებიან“; „მდიდრებს მშვიდი ცხოვრება არა აქვთ“ და ა.შ.
მაგალითად, მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი წარმატებული, მდიდარი და ცნობილი ადამიანი, მაგრამ ამავე დროს ჩემს გონებაში ჩაბეჭდილი იყო რწმუნებულება, რომ წარმატებული, მდიდარი და ცნობილი მამაკაცი არის მუდამ დაკავებული, საქმიანი, სერიოზული, რომელსაც ყოველთვის უზადოდ, მკაცრ კონსერვატიულ სტილში აცვია და რომელიც დროსტარებაშიც, სიცილშიც და სიყვარულშიც ძალზე თავშეკავებულად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს.
მე ერთის მხრივ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი მდიდარი და ცნობილი, მაგრამ მეორეს მხრივ გულის სიღრმეში არ მომწონდა ის რომ ამ მიზნის მიღწევით უნდა დამეკარგა გარკვეული პიროვნული თავისუფლება და მიუხედავად იმისა, რომ „შეგუებული” ვიყავი ასეთი “მსხვერპლის” გაღებას, ქვეცნონბიერი ასე სულაც არ „ფიქრობდა“.
ჩვენი ტვინი მოწყობილია ისე, რომ ის ყოველთვის ცდილობს შეგვიქმნას კომფორტი და ეწინააღმდეგება ყველაფერს რაც არ მოდის შესაბამისობაში იმ პროგრამასთან, რომელიც მასში ზის და რომლის მიხედვითაც განსაზღვრავს თუ რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული.
ჩემს ქვეცნობიერში იდო პროგრამა, რომ მდიდარ და ცნობილ ადამიანად გახდომის შემთხვევაში, მე ვკარგავდი გარკვეულ პიროვნულ თავისუფლებას (მუდმივი დაძაბულობა, თავისუფალი დროის ნაკლებობა, მუდამ ოფიციალურ ფორმაში ყოფნა და ა.შ.), ამიტომ რაც არ უნდა ძლიერად მნდომოდა გამდიდრება და ცნობილ ადამიანად გახდომა, ჩემი ქვეცნობიერი, ხელმძღავნელობდა რა სწორედ იმ რწმუნებულებით, რომელიც მასში იდო, „ფიქრობდა“ რომ მე ამ მიზნის მიღწევა შემიქმნიდა დისკომფორტს და მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდა მის განხორციელებას.
ამიტომ, როცა თქვენს ცნობიერებაში არის მთელი თაიგული ასეთი რწმუნებულებებისა, თქვენთვის ძალზე ძნელი იქნება საკუთარი მოწოდების პოვნა და წარმატების მიღწევა და რომც აღმოაჩინოთ და დაიწყოთ საყვარელი საქმის კეთება, მაინც ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგებს, რადგან ის რწმუნებულებები, რომლებიც თქვენს ცნობიერშია, არ მოგცემთ საშუალებას ბოლომდე გაიხსნათ და სრულიად ნახოთ ის სურათი, რომელიც ამ სფეროშო შეგაძლებინებდათ წარმატებების მიღწევას.
ასეთ შემთხვევაში, თქვენ პერიოდულად დაგიცდებათ ფეხი და ჩამოცურდებით უკან იმ სიმაღლეებიდან, რომლებსაც დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწევთ. თანაც ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება მოხდეს ისეთი მოვლენების შედეგად, რომლებსაც გარეგნულად თითქოსდა თქვენზე არ არის დამოკიდებული.
ვთქვათ პარტნიორმა გადაგაგდოთ, ან მოხდა ინფლაცია, ბაზარზე მდგომარეობა შეიცვალა და ა.შ. მოკლედ ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას მიაღწიოთ სასურველ შედეგს.
მაშ ასე, ჩვენ განვიხილეთ რა ხდება და როგორ გვიშლიან ხელს ჩვენი რწმუნებულებები. ახლა კი მოდით განვიხილოთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რწმუნებულებები, ხელის შემშლელი ფაქტორებიდან ვაქციოთ ჩვენს დამხმარეებად წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?
ამისთვის არსებობს სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ დღეს განვიხილავთ იმ ხუთ ნაბიჯს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ჩვენში ის პროგრამები, რომლებიც ხელს გვიშლიან წარმატების მიღწევაში და შევცვალოთ ისინი იმ პროგრამებით, რომლებიც ხელს შეგვიწყობენ და ერთგავრი დამაჩქარებლების როლს შეასრულებენ ჩვენი მიზნების განხორციელების საქმეში.
ნაბიჯი 1. გამოვავლინოთ ის რწმუნებულებები, რომლებიც გვზღუდავენ
როგორ გავაკეთოთ ეს? ძალზე მარტივად. დააკვირდით იმ შედეგებს თქვენს ცხოვრებაში, რომლებითაც არ ხართ კმაყოფილი. საქმე იმაშია, რომ შედეგი არის ყველაზე ობიექტური მაჩვენებელი იმისა, რაც ხდება თქვენში საკუთარ რწმუნებულებებთან მიმართებაში. შეიძლება თქვენ ბევრი იფიქროთ, იოცნებოთ, იყოთ ილუზიებში, მაგრამ შედეგები არ იყოს შესაბამისი.
ყველა შედეგის უკან დგას გარკვეული რწმუნებულება, ანუ ყველა შედეგი, რომელიც გვაქვს, მიღებულია რომელიმე რწმუნებულების მოქმედებით.
ასეთ დროს პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის დავაკვირდეთ სად მუშაობენ ისინი.
მაგალითად, ავიღოთ ფურცელი და ჩამოვწეროთ: „სიმდიდრე ეს არის…“ და შემდეგ ჩამოვწერთ ყველაფერს უარყოფითს, რაც კი თავში მოგივათ ამასთან დაკავშირებით. ვთქვათ:
– მუდმივი დაძაბულობა;
– არასასიამოვნო ვალდებულებები;
–სტრესი;
– თავისუფალი დროის ნაკლებობა;
და ა.შ.
ნაბიჯი 2. ჩამოვწეროთ მინუსები იმ რწმუნებულებებისა, რომლებიც გამოვავლინეთ
ჩვენ უნდა გავაანალიზოთ თუ რა მინუსები აქვს იმ რწმუნებულებებს, რომლებიც ეს ეს არის აღმოვაჩინეთ ჩვენში.
მაგალითად ჩვენს შემთხვევაში ესენი შეიძლება იყოს:
– მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ყოფნა უარყოფოთად მოქმედებს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, უარესდება ჯანმრთელობა, ვითარდება სტრესები…
– არასასიამოვნო სამუშაო აფერხებს ჩემს პიროვნულ და ფიზიკურ განვითარებას;
– თითქმის არ რჩება დრო ოჯახის წევრებთან, მეგობრეთან ურთიერთობის, დასვენებისა და გართობისთვის;
და ა.შ.
ეს საჭიროა იმისთვის, რომ შევიგრძნოთ და კარგად გავაცნობიეროთ მსგავსი რწმუნებულების უარყოფითი ზეგავლენა. ის მოქმედებს როგორც ერთგვარი ამომგდები ძალა იმ ჭაობიდან, რომელშიც ამ რწმუნებულებების გამო ვიმყოფებით.
ნაბიჯი 3. ახალი, ხელშემწყობი რწმუნებულებები
აქ ჩვენ ჩამოვწერთ იმ რწმუნებულებებს, რომლებიც გვინდა რომ განვავითაროთ ჩვენში. ანუ, სრულიად საპირისპიროს იმ რწმუნებულებებისა, რომელიც გვქონდა პირველ ნაბიჯში:
მაგალითად, სიმდიდრე ეს არის:
–სასაიმოვნო საქმის კეთებით მიღწეული ფინანსური დამოუკიდებლობა;
– უამრავი თავისუფალი დრო;
და ა.შ.
ნაბიჯი 4. ჩამოვწეროთ ახალი რწმუნებულებების პლიუსები
მაგალითად:
– როცა ვაკეთებ იმას რაც სიამოვნებას მანიჭებს, მე მემატება ენერგია; ვიზრდები პიროვნულად; ვაღწევ მაღალ შედეგებს და მინდა კიდევ უფრო მეტი.
– როცა წარმატებული და მდიდარი ვარ, მე მაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა დავეხმარო ადამიანებს მიაღწიონ იგივეს;
და ა.შ.
თუ მინუსების შემთხვევაში, ეს იყო ერთგვარი ამომგდები ძალა, ამ შემთხვევაში, პლიუსების გააზრება მოქმედებს როგორც მაგნიტი, რომელიც სულ უფრო და უფრო გიზიდავს თავისკენ.
ნაბიჯი 5. ახალი რწმუნებულებების დანერგვა.
აქ ხდება ახალი რწმუნებულებების თანდათანობით დანერგვა ჩვენს ცნობიერებაში.
პირველი: როცა ჩვენ შეგნებულად ვახდენთ მუდმივ კონცენტრაციას ამ რწმუნებულებზე, ჩვენ სულ უფრო ხშირად დავიწყებთ ჩვენს გარშემო მისი დამადასტურებელი მოვლენების შემჩნევას.
მაგალითად: თქვენ გაიგონებთ რამე ისტორიას კოლეგებისგან რომელიც იქნება დადასტურება ახალი რწმუნებულებისა, ან წაიკითხავთ წიგნს, სადაც გადააწყდებით ასეთ დადასტურებას, ან სადმე ტელეგადაცემაში ნახავთ და მოისმენთ ისეთ რამეს, რაც გაგიმყარებთ რწმენას, რომ სწორ გზაზე დგახართ.
ეს ხდება იმიტომ, რომ აქ მოქმედებს მიზიდულობის კანონი. ანუ, როცა თქვენი გონება შეგნებულად დაიწყებს რაიმეზე მუდმივად და თანმიმდევრულად კონცენტრირებას, თქვენი ქვეცნობიერება მაშინვე იწყებს სამყაროში ანალოგიური ინფორმაციის მოძიებას და მოზიდვას თქვენს ცხოვრებაში…
და რაც უფრო მიზანდასახულად ცდილობთ ახალი რწმუნებულების დამკვიდრებას, მით უფრო ძლიერ მოქმედებს ეს კანონი.
მეორე: თქვენ იწყებთ მოქმედებას ახალი რწმუნებულების შესაბამისად.
მაგალითად, თქვენ აკვირდებით თქვენს ამჟამინდელ საქმიანობას და ცდილობთ გამოავლინოთ მასში დადებითი მომენტები. ანუ, თუ დავუშვათ საქმიანობა მთლიანობაში არ მოგწონთ, თქვენ მაინც დაიწყებთ მასში სასარგებლო და სასიამოვნო ელემენტების მოძებნას, გამოყოფას და მათზე ფოკუსირებას.
ანდა შეგიძლიათ აიღოთ და აქციოთ თქვენი საქმიანობა ერთგვარ ტრენაჟორად.
მაგალითად, თქვენ ეკითხებით საკუთარ თავს: „რა ცოდნა და გამოცდილება შემიძლია შევიძინო ჩემი საქმიანობისგან, რა შეიძლება მან მომცეს პიროვნული ზრდის თვალსაზრისით.
ვთქვათ, უნდა გააკეთოთ თქვენი კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია კლიენტებისთვის. თქვენ ფიქრობთ: „მოდი განვავითარებ ჩემში ხალხის წინაშე გამოსვლის, პროდუქტის, მომსახურების, თუნდაც საკუთარი თავის პრეზენტაციის, წარდგენის ნიჭს“ და იწყებთ შესაბამისი ლიტერატურის მოძიებას, ტრენინგებზე სიარულს, საკუთარ თავზე მუშაობას და ა.შ.
შედეგად როცა თქვენ მიდიხართ პრეზენტაციაზე, უკვე იმას კი არ ფიქრობთ, რომ გიწევთ მორიგი სტანდარტული სავალდებულო პროცედურის ჩატარება, არამედ მიდიხართ ერთგვარი სპორტული ინტერესით – აბა როგორ იმუშავებს ჩემი ახალი მეთოდი, დღეს რომელი გამოვიყენო და ა.შ.
ასე თანდათანობით თქვენ ანხორციელებთ ახალი რწმუნებულების დამკვიდრებას თქვენს ცნობიერებაში.
რა თქმა უნდა ხანდახან თქვენ შეიძლება შეფერხდეთ, დაბრუნდეთ ძველ რელსებზე, შემდეგ ისევ წინ წახვიდეთ, მერე ისევ გადაუხვიოთ და ა.შ. მაგრამ არ დანებდეთ, იქონიეთ მოთმინება, იყავით თანმიმდევრული და დისციპლინირებული და თანდათანობით ახალი რწმუნებულებები დაიწყებენ თქვენც ცნობიერებაში დამკვიდრებას და თქვენს სასარგებლოდ მუშაობას.
და ასეთ შემთხვაში თქვენ დაიწყებთ იმის გაცნობიერებას, თუ სინამდვილეში რა განიჭებთ სიამოვნებას. ეს კი თავის მხრივ დაგეხმარებათ იმ სფეროს განსაზღვრაში, რომელიც უკეთესად შესაბამება თქვენს მისწრაფებებს, შეძლებთ დაკავდეთ იმ საქმიანობით, რომელიც განიჭებთ ჭეშმარიტ სიამოვნებას და შეძლებთ გახდეთ ბედნიერი, წარმატებული, მდიდარი ადამიანი.
სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
პროფესიონალი ფსიქოლოგის მეთოდი მეტი პოზიტივის მისაღებად
http://www.4motivi.com/2012...blog-post_05.html
[Pasuxi][Cit]|