1. Sergi
(Off)
[ 06 Oct 2013, 0:04 ]
მართლმადიდებლობა — (ძვ.ბრძნ ορθός, „მართალი, სწორხაზოვანი“ δόξα „თაყვანისცემა“ δοκείν „რწმენა“, ეწოდება ქრისტიანობის იმ მიმართულებას, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას, როგორც ის ჩამოყალიბდა მწვალებლებთან ბრძოლაში შვიდ მსოფლიო კრებაზე (325-787), სადაც მიიღეს ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები.
მართლმადიდებლობა, ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა, თვითშეფასებით, დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მრთელად ინახავს მას. ამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიად, რაზედაც მრწამსშია ნათქვამი: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია". რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არა აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად, (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.
წმინდა გადმოცემა
მართლმადიდებლური ტრადიციით, წმინდა გადმოცემა – ესაა რწმენა და ცოდნა(პრაქტიკა), რომელიც მოციქულებმა თავად იესო ქრისტესგან მიიღეს და მოციქულთა დროიდან მოყოლებული ეკლესიაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.წმინდა გადმოცემის უმთავრეს ნაწილს ბიბლია წარმოადგენს . წმინდა გადმოცემაში ამგვარი ავტორიტეტული ადგილი უკავია მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებსაც. წმინდა გადმოცემის ნაწილია ასევე წმინდა მამათა ნაშრომები, საეკლესიო კანონები და ლიტურგიკული წიგნები.[1]
გადმოცემა, როგორც სულიწმინდის მარადიული და უცვლელი ყოფნა ეკლესიაში, არის ყველაზე უფრო ღრმა საფუძველი მისი ყოფიერებისა, ამიტომ გადმოცემა მოიცავს ეკლესიის მთელ ცხოვრებას იმდენად, რომ თვით წმინდა წერილი გვევლინება მიერ ერთ–ერთ ფორმად. თუ ეკლესია დაკარგავს თავის გადმოცემებს, იგი შეწყვეტს იმად ყოფნას, როგორიც არის, რამეთუ სამსახური ახალი აღთქმისა არის სამსახური სულისა "დაწერილი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისათა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ხორციელისათა".[2]
თუ წარმოვიდგენთ, რომ რაიმე მიზეზის გამო ეკლესია დაკარგავს ყველა თავის წიგნს, ე.ი. ძველ და ახლა აღთქმას, წმინდა მამათა თხზულებებს, ღვთისმსახურების წიგნებს, გადმოცემები აღადგენს წიგნებს, არა სიტყვასიტყვით, არამედ სხვა ენით, მაგარმ ეს იქნება "ერთ გზის მოცემული წმინდა სარწმუნოებისა"[3], გამოვლინებუი იგივე ერთიანი სულით, რომელიც უცვლელად მოქმედებს ეკლესიაში. წმინდა წერიი არ არის უფრო ღრმა და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წმინდა გადმოცემები, არამედ ის მისი ერთ–ერთი ფორმაა.[4] ეს ფორმა უფრო ძვირფასი და მოსახერხებელია შესანახად, ასევე გამოსაყენებლად, მაგრამ თუ წმინდა წერილს ამოვიღებთ წმინდა გადმოცემების ნაკადიდან, იგი ვერ იქნება გაგებული სწორად ვერავიტარი მეცნიერული გამოკვლევებით.წმინდა წერილი კი არ არის ეკესიის წყარო, არამედ წმინდა გადმოცემები. თავისი ისტორიის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიას ახალი აღთქმის წერილი არ ჰქონდა და მხოლოდ გადმოცემით ცხოვრობდა, რომლის დასაცავად მოწოდებუნი იყვნენ მორწმუნენი პავლე მოციქულის ეპისტოლეში " ამიერიდან, ძმანო, მტკიცედ ჰსდექით და შეიკრძალეთ მოძღვრება ესე, რომეიც გისწავიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩვენითა".[5]
მართლმადიდებლური სწავლებით, წმინდა გადმოცემა არ არის მექანიკური, პასიური და ავტომატური პროცესი რამე სიბრძნის გადაცემისა, დაკავშირებული შორეულ წარსულთან. იმისათვის რომ იცხოვრო გადმოცემაში, საკმარისი არაა სარწმუნოებრივი სწავლების ინტელექტუალური აღიარება, რადგან გადმოცემა რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალო კრებული აბსტრაქტული დებულებებისა. ეს ცხოვრებაა, შეხვედრაა ქრისტესთან სულიწმინდაში. გადმოცემა არა მხოლოდ ინახება ეკლესიაში, არამედ ის ცოცხლობს ეკლესიაში, გადმოცემა ესაა ცხოვრება სულიწმინდისა ეკლესიაში.
წმინდა წერილი
მთავარი სტატია : ბიბლია.
ბიბლია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს (ταβιβλια). შედგება 66 წიგნისაგან – 39 ძველი აღთქმის, 27 – ახლისა. იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული.
გარდა ამისა, ბერძნული ბიბლიის სამოცდაათისეულ თარგმანში – სეპტუაგინტაში[7] – შესულია ძველი აღთქმის ზოგიერთი წიგნი (აპოკრიფები), რომელთაც ეკლესია არ აღიარებს კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სასარგებლოდ.
ბიბლიაში აღწერილი თავდაპირველი ამბები წინაისტორიულ ხანას შეეხებიან, როდესაც დამწერლობა ჯერ არ არსებობდა. უზენაესი ღმერთი – ყოვლადწმიდა სამება – ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას.ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1500-2000 წელი) ბიბლიის ცალკეული ნაწილები სხვადასხვა ადამიანების მიერ იწერებოდა. ეს მრავალრიცხოვანი ნაწილები მოგვიანებით ერთ წიგნად გააერთიანეს.
რაც შეეხება ახალ აღთქმას, იესო ნაზარეველი ორი ათასი წლის წინ დაიბადა, როდესაც ძველი აღთქმის წიგნები უკვე დიდი ხნის წინათ იყო დაწერილი. თავდაპირველად უწყება მის შესახებ აგრეთვე ზეპირად ვრცელდებოდა. მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ ოთხი სახარება იესოს ცხოვრების მოწმობებზე დაყრდნობით დაწერეს, რომლების თვითმხილველთა მიერ იყო დატოვებული. სახარებაში აღწერილი ამბები – ბეთლემში იესოს შობის, მისი ცხოვრების და სასწაულების შესახებ ქ.შ. 100 წლამდე დაიწერა. როგორც ჩანს, ოთხივე სახარება იესოს ცხოვრებისა და მოძღვრების აღწერისას ერთიდაიგივე ზეპირ გადმოცემებს ეყრდნობა.
ბიბლიის წიგნთა თავებად და მუხლებად დაყოფა შედარებით გვიანდელი მოვლენაა და კონკორდანსის ანუ სასურველ ადგილთა ადვილად მოძიების საშუალებათა შექმნის იდეამ, ზოგადად, - კითხვისა და აღქმის პროცესის გაიოლებისათვის ზრუნვამ განაპირობა. ცალკეული წიგნები ჯერ თავებად დაიყო, შემდეგ მუხლებად (მოცემული თავის ფარგლებში). მუხლობრივი დაყოფის ის სისტემა, რითაც დღეს ვსარგებლობთ, XVI ს-ში დასავლეთ ევროპაში შეიმუშავეს.
Wyaro: Wikipedia.Org
[Pasuxi][Cit]|
8. Nodar Sikharulidze
(Off)
[ 10 Oct 2013, 16:35 ]
ციტატა: AC MILAN შეენ შეეხე ჩვენს მრწამს როცა სამებაზე თქვი არ წერია ბიბლიაშიო!
აი თუ არ წერია!
„პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ - ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი რაჲ იქმნა“ (ინ. 1,1-3);
„დიდ არს ღმრთისმსახურებისა საიდუმლოჲ: ღმერთი გამოჩნდა ხორცითა“ (I ტიმ. 3,16).
„ხოლო ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა, ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (I ინ. 5,20);
„ქრისტე ჴორციელად, რომელი იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე, ამინ“ (რომ. 9,5);
„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ - თომა მოციქულის შეძახილი (ინ. 20,28).
„ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა“ (საქმ. 20,28);
„სიწმიდით და სამართლით და ღმრთისმსახურებით ვცხოვნდებოდით, ამას სოფელსა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა“ (ტიტ. 2,12-13). წოდება „დიდისა ღმრთისა“ რომ იესო ქრისტეს ეკუთვნის, შეიძლება დაერწმუნდეთ ბერძნულ ენაზე აგებული წინადადებიდან (საერთო წევრი τού სიტყვებისადმი „ღმერთი და მაცხოვარი“ - θεού και σωτηρος) და მოცემული თავის შინაარსიდან.
2. მხოლოდშობილად იწოდება:
„და სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისა მამისა მიერ...“ (ინ. 1,14);
„რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნო“ (ინ. 3,16).
მაგალითები მამისა და ძის თანადიდებულების შესახებ:
„მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ“ (ინ. 5,17);
„რავდენსა იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს“ (ინ. 5,19);
„რამეთუ ვითარცა იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთა ჰნებავს, აცხოვნებს“ (ინ. 5,21);
„რაჲთა ყოველი პატივს-სცემდნენ ძესა, ვითარცა იგი პატივს-სცვმენ მამასა...“ (ინ. 5,23);
„რამეთუ, ვითარცა იგი მამასა აქუს ცხორებაი თავსა თვსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თაჳსა თჳსისა თანა“ (ინ. 5,26);
მამისა და ძის ერთარსობის შესახებ:
„მე და მამაჲ ერთ ვართ“ (εν εσμεσ) (ინ. 10,30);
„მე მამისა თანა ვარ და მამაჲ ჩემ თანა არს“ (ინ. 14,11; 10,38);
„და ჩემი ყოველი შენი არს და შენი ჩემი არს...“ (ინ. 17,10);
საღვთო წერილი, აგრეთვე, ძე ღვთისას დაუსაბამობაზე მიანიშნებს: „მე ვარ ანი და ჵ, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოც. 1,8);
„და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელ მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (ინ. 17,5);
ძის ყველგანმყოფობის შესახებ:
„და არავინ აღხდა ზეცად, გარნა რომელი იგი გარდმოვიდა ზეცით - ძე კაცისაა, რომელი არს ზეცათა შინა“ (ინ. 3,13);
„რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მთ. 18,20);
მასზედ, რომ ძე ღვთისა სამყაროს შემოქმედია:
„ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი რაჲ იქმნა“ (ინ, 1,3);
„რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არახილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა. და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა“ (კოლ. 1,16-17).
წმიდა წერილი ასევე ლაპარაკობს უფალ იესო ქრისტეს სხვა საღვთო თვისებათა შესახებაც.
რაც შეეხება წმიდა გადმოცემას, იგი სავსებით ნათლად ამტკიცებს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებში უფალ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი ღმრთისადმი რწმენას საყოველთაო ხასიათი ჰქონდა. ეს ჩანს:
ა. ჯერ კიდევ ნიკეის კრებამდე თითოეული ადგილობრივი ეკლესიის მიერ მიღებულ მრწამსის სიმბოლოდან;
ბ. კრებათა ან მათი სახელით ეკლესიის მწყემსთა მიერ IV საუკუნემდე შედგენილ სარწმუნოების აღსარებებიდან;
გ. მოციქულთა მოწაფეთა და პირველი საუკუნეების ეკლესიის მასწავლებელთა ნაწერებიდან;
დ. იმ პირთა წერილობით დოკუმენტებიდან, რომელთათვისაც ქრისტიანობა მიუღებელი იყო. მათი ნაწერებიდან ვიგებთ, რომ ქრისტიანები თაყვანს სცემდნენ „ქრისტეს, ვითარცა ღმერთს“ (მაგ., პლინიუს უმცროსის წერილი იმპერატორ ტრაიანესადმი; ქრისტიანთა მტრის, მწერალ ცელსიუსისა და სხვათა მოწმობანი).
მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმიდის ერთარსობა, თანასწორობა და თანადიდებულება
ძველი ეკლესიის ისტორიაში ერეტიკოსთა მხრიდან ძე ღვთისას საღვთო ღირსებათა დაკნინებას ჩვეულებრივ თან სდევდა სულიწმიდის ღირსებათა დამცირებაც.
II საუკუნის ცრუმასწავლებელი, ერეტიკოსი ვალენტინი სულიწმიდაზე ამბობდა, რომ მისი ბუნება ანგელოზთა ბუნებისაგან არ განსხვავდება. ამგვარადვე ფიქრობდნენ არიანელებიც. სულიწმიდაზე სწავლების დამამახინჯებელ ერეტიკოსთა სათავეში იდგა IV საუკუნეში კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსის კათედრის მპყრობელი მაკედონიუსი. მას მიმდევრები ყოფილ არიანელთა და ნახევრად არიანელთა შორის გამოუჩნდნენ. მაკედონიუსი სულიწმიდას ძის ქმნილებად - და მამისა და ძის ქვეშევრდომად მიიჩნევდა. ეს ერესი ამხილეს ისეთმა წმიდა მამებმა, როგორებიც იყვნენ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ათანასე დიდი, გრიგოლ ნოსელი, ამბროსი მედიოლანელი, ამფილოქე იკონიელი, დიოდორე ტარსელი და ერეტიკოსთა მამხილებელი თხზულებების სხვა ავტორები. მაკედონიუსის ცრუსწავლება უკუგდებულ იქნა ჯერ ადგილობრივ, ბოლოს კი, კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებებზე. მართლმადიდებლობის დასაცავად II მსოფლიო კრებამ (381 წელი) მრწამსის ნიკეის სიმბოლო შემდეგი სიტყვებით შეავსო: „და სულიწმიდა, უფალი და ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ“. ამასთან ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს მომდევნო წევრებიც დაამატა.
წმიდა წერილში სულიწმიდის შესახებ მრავალრიცხოვან მოწმობათაგან განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ადგილები, რომლებიც:
ა. ადასტურებენ ეკლესიის სწავლებას, რომ სულიწმიდა უპიროვნო ღვთიური ძალა კი არა, ყოვლადწმიდა სამების პირია;
ბ. ამტკიცებენ მის ერთარსობასა და თანასწორობას ყოვლადწმიდა სამების პირველ და მეორე პირთან.
პირველი სახის მაგალითებს (რომ სულიწმიდა პიროვნული საწყისის მატარებელია) განეკუთვნება მაცხოვრის მიერ მოწაფეებთან გამოსათხოვარი საუბრის დროს წარმოთქმული სიტყვები, სადაც უფალი სულიწმიდას ნუგეშინისმცემელს უწოდებს, რომელიც „მოვა“, „ასწავლის“, „ამხელს“: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“ (ინ. 15,26) ,,...და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის; ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ; ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ და არღარა მხედვიდეთ მე; ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს“ (ინ. 16,8-11).
სულიწმიდაზე, როგორც პირზე, ნათლად ლაპარაკობს პავლე მოციქული, როდესაც მსჯელობს მისგან მიღებული სიბრძნის, რწმენის, კურნების, სასწაულქმედების, ენათა გარჩევისა თუ განმარტებისა და სხვა ნიჭებზე. იგი ასკვნის: „ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს“ (I კორ. 12,11).
სულიწმიდაზე, როგორც ღმერთზე, საუბრობს პეტრე მოციქული, როდესაც თავისი მამულის საფასურის დამმალავ ანანიას მიმართავს: „რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა... არა ეცრუვე შენ კაცსა, არამედ ღმერთსა“ (საქმ. 5,3-4).
სულის, მამისა და ძისა ერთარსობასა და თანადიდებულებაზე მიუთითებს შემდეგი ადგილები:
„...ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა, და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა“ (მთ. 28,19);
„მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა თქუენ ყოველთა თანა“ (2 კორ. 13,13).
ამ მაგალითებში ერთდროულად სახელდება ყოვლადწმიდა სამების სამივე პირი. თავად მაცხოვარმა სულიწმიდის საღვთო ღირსება შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მთ. 12,32).
წაკითხული მაინც თუ გაქვს ბიბლია სამების მნიშვნელობა გეცოდინე ბა, და ისიც გეცოდინება რომ სამებაზე მილიონჯერ არის მითითებული ბიბლიაში
[Pasuxi][Cit]|