rogor nigbebs anichebt upiratesobas?
aftiaqshi shedzenils.: 0%
saxlis pirobebshi damzadebuls.: 33%
saertod ar viyeneb nigbebs.: 66%
გამოკითხულია: 3
გზავნილი
1. nucii (Off)
[ 05 Oct 2013, 23:14 ]
Mandilosnebis 90%-stvis saxis kanis movla da misi janmrteli ieri ufro pirvel adgilzea, vidre sxva ram mat garegnobashi. Amitom tavs uflebas vadzlev da am temas mxolod saxis movlis sashualebebs davutmob .meala.
ადამიანი ახალგაზრდობისა და
სილამაზის შენარჩუნებაზე უძველესი დროიდან ზრუნავდა და ამისთვის მცენარეულ ექსტრაქტებსა თუ
ელექსირებთან ერთად რძესაც იყენებდა. სახის კანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კვების, ძილისა და დასვენების რეჟიმს.
თვით კანის კვებაც ისევე
აუცილებელია, როგორც
გასუფთავება. ეს ყოველდღიური
პროცედურაა, რომლისთვისაც
მკვებავ მალამოებსა და ნიღბებს იყენებენ. სხვადასხვა ტიპის
კანისთვის უამრავი ნიღაბი არსებობს.
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 05 Oct 2013, 23:37; sul 1 -jer
2. nucii (Off)
[ 05 Oct 2013, 23:20 ]
სახის კანის ტიპები

სანამ სახის მოვლას დავიწყებდეთ, საჭიროა,
გავარკვიოთ, როგორი ტიპის კანი გვაქვს: ნორმალური, მშრალი თუ ცხიმიანი. ამის დასადგენად დილით, პირის დაბანამდე, სახეზე სუფთა ხელსახოცს იფარებენ. თუ მას
ცხიმის ლაქები აჰყვა, ე.ი.
ცხიმიანი კანი გაქვთ. თუ ლაქებს მხოლოდ შუბლის, ცხვირისა და
ნიკაპის არეში შენიშნავთ, კომბინირებულ ტიპს
განეკუთვნებით. ხოლო თუ ხელსახოცი მშრალი დარჩება, იმის მანიშნებელია, რომ
მშრალი კანი გაქვთ.

ზოგ ქალბატონს ასეთი
ექსპერიმენტით დასკვნის გამოტანა უჭირს. ამიტომ მათ
დასახმარებლად ყველა ტიპის კანის აღწერას შევეცადეთ. ეს დაგეხმარებათ შემდგომში სახის მოვლის სწორედ ის წესი
აირჩიოთ, რომელიც თქვენს სახეს მოუხდება. მაშ ასე:

ნორმალური კანი
- ასეთი კანი უმეტესად
ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ. ნორმალური კანი
ხავერდოვანია, არ ჩანს ფორები და ფერისმჭამელები. ნაკლებია თმიანობა. 30 წლამდე არ ჩნდება ნაოჭები. კანი ადვილად
იტანს ცუდ კლიმატურ
პირობებს.

მშრალი კანი
- მშრალი კანი უმეტესად თეთრი ფერის ადამიანებს აქვთ და
ძალიან ლამაზია, რადგან არ ჩანს ფორები, ფერისმჭამელები
და არ პრიალებს. ასაკში
შესვლისას, მშრალი კანისთვის დამახასიათებელია ბადისებრი დანაოჭება. ძნელად ეგუება კლიმატურ პირობებს.

ცხიმიანი კანი
- ასეთი ტიპის კანს
მონაცრისფრო-მოყვითალო ფერი დაჰკრავს. მისთვის
დამახასიათებელია მკვეთრი სიპრიალე. დატვირთულია
გახსნილი ფორებით.
მიდრეკილია შავი
ფერისმჭამელებისკენ. ადვილად იტანს სიცივეს და რაც მთავარია
- გვიან ბერდება.
[Pasuxi][Cit]|
3. nucii (Off)
[ 05 Oct 2013, 23:26 ]
როცა უკვე გარკვეული გაქვთ თქვენი სახის კანის ტიპი, შეგიძლიათ მის მოვლაზე ზრუნვაც დაიწყოთ. მოვლა კი
მხოლოდ კრემის წასმას არ გულისხმობს. წესად აქციეთ, რომ სახეს დილითაც დაუთმოთ
დრო და საღამოსაც.

თუ ნორმალური კანი გაქვთ

დილით:
1. სახე გაიწმინდეთ შესაფერისი კოსმეტიკური რძით ან
ლოსიონით;
2. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ სასურველია გადაივლოთ გვირილის ნაყენი;
3. წაისვით მკვებავი კრემი და გაიჩერეთ 20 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ აუცილებლად შეიმშრალეთ ჰიგიენური ხელსაწმენდით;
4. წაისვით დამატენიანებელი
კრემი და გაიჩერეთ 30 წთ-ით. შემდეგ შეიმშრალეთ ხელსაწმენდით.
5. წაისვით დამცავი კრემი მაკიაჟის გაკეთებამდე 15 წთ-ით
ადრე.


ღამით:
1. კოსმეტიკური საშუალებით მოიცილეთ მაკიაჟი;
2. სახე ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით;
3. გადაივლეთ გრილი წყალი ან რაიმე ბალახის (მაგალითად, გვირილის, ოხრახუშის, ნიახურის ან კამის) ნაყენი;
4. შემდეგ წაისვით ტონიკი. სახე არ უნდა შევიმშრალოთ და არც
ჩამოვიბანოთ, ტონიკი სახეზე უნდა შეშრეს.
5. როცა შეგაშრებათ, წაისვით მკვებავი 20 წთ-ით. შემდეგ კი შეიმშრალეთ ხელსახოცით;
[Pasuxi][Cit]|
4. nucii (Off)
[ 05 Oct 2013, 23:29 ]
თუ მშრალი კანი გაქვთ

დილით:
1. სახე რძით ან ლოსიონით
გაისუფთავეთ;
2. ჩამოიბანეთ თბილი წყლით;
3. შეისხით ოთახის
ტემპერატურის წყალი;
4. წაისვით მკვებავი კრემი;
5. წაისვით დამატენიანებელი
კრემი;
6. წაისვით დღის დამცავი კრემი;


საღამოს:
1. მაკიაჟი მოიცილეთ
სპეციალური კოსმეტიკური
საშუალებით. სასურველია
ნუშის რძით. მშრალ კანზე
ლოსიონის გამოყენებას არ
გირჩევთ;
2. ჩამოიბანეთ თბილი წყლით;
3. გადაივლეთ სოდიანი წყალი
(1 ლიტრ წყალზე 1 ჩ/კ სოდა);
4. წაისვით შესაფერისი ტონიკი;
5. წაისვით ღამის მკვებავი;
6. წაისვით დამატენიანებელი
კრემი;
[Pasuxi][Cit]|
5. nucii (Off)
[ 05 Oct 2013, 23:31 ]
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ

დილით:
1. სახე გაიწმინდეთ ლოსიონით;
2. ჩამოიბანეთ ცხელი წყლით;
3. გადაივლეთ სახეზე მჟავის
შემცველი საშუალებები;
4. სახეზე შეისხით გრილი
წყალი;
5. წაისვით ტონიკი;
6. წაისვით მკვებავი კრემი;
7. წაისვით დამცავი კრემი.

საღამოს:
1. მოიცილეთ მაკიაჟი რძით,
საპნით ან ლოსიონით.
2. სახე დაიბანეთ თბილი
წყლით;
3. გადაივლეთ ძმარი ან ძმრიანი ცივი წყალი;
4. სახეზე შეისხით ცივი წყალი;
5. წაისვით ტონიკი;
6. წაისვით ღამის მკვებავი
კრემი.
[Pasuxi][Cit]|
6. nucii (Off)
[ 06 Oct 2013, 9:18 ]
ნიღბები ნორმალური და
მშრალი კანისთვის

1. შავი პურის ნიღაბი

შავი პურის ნატეხი დაალბეთ თბილ რძეში, ფაფად აქციეთ და წაისვით სახეზე სამასაჟო
ხაზების მიხედვით. დაიტოვეთ 15 წუთს. ჩამოიბანეთ ბამბის
ტამპონითა და ნელთბილი წყლით. წაისვით მკვებავი კრემი.

2. კომბოსტოს ნიღაბი

კომბოსტრო წრიულად
დაჭერით, მოხარშეთ რძეში და აქციეთ ფაფად. ეს მასა წაისვით სახეზე, კისერსა და გულმკერდზე. გაიჩერეთ 20 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

3. ხაჭოს ნიღაბი

აიღეთ 2 ჩაის კოვზი ხაჭო და 2 ჩაის კოვზი თბილი თაფლის სანთელი, აურიეთ ერთმანეთში
და წაისვით სახეზე,
განსაკუთრებით - თვალის კუთხეებში. დაიტოვეთ 20 წუთს,
ჩამოიბანეთ ჯერ თბილი რძით, შემდეგ კი ოთახის
ტემპერატურის წყლით. ეს ნიღაბი აახალგაზრდავებს და
წმენდს კანს.

4. თაფლისა და ნაღების
დამატენიანებელი ნიღაბი

1 ჩაის კოვზ თაფლს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ნაღები. დაუმატეთ
რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე. დაიტოვეთ 30 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

5. Nigabi ludis safuarit

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ლუდის საფუარი და შეურიეთ მაწონს ან კეფირს ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მასა დაიდეთ სახის ყველა ცხიმიან ადგილას და ნარევი
გააშრეთ. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით.
[Pasuxi][Cit]|
7. nucii (Off)
[ 06 Oct 2013, 9:24 ]
ნიღბები ყველა ტიპის კანისთვის

1. აიღეთ 2 სუფრის კოვზი ხაჭო, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. გასრისეთ ხაჭო და თაფლი, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და
ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული მასა დაიდეთ სახესა და კისერზე, დაიტოვეთ 10 წუთით, ჩამოიბანეთ ჯერ
თბილი, შემდეგ გრილი წყლით. ნიღაბი ტონუსს მატებს და კვებავს კანს, აცხრობს ანთებას.

2. აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ხაჭო, 2 სუფრის კოვზი გახეხილი გოგრა და 1 ჩაის კოვზი კიტრის წვენი. აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით.
ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი ტონუსს მატებს,
აახალგაზრდავებს და
ატენიანებს ნებისმიერი ტიპის
კანს.

3. გახეხეთ 1 სუფრის კოვზი მწიფე გარგარის რბილობი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო (ცხიმიანი კანისთვის) ან 1 ჩაის კოვზი ნაღები (მშრალი კანისთვის) და ერთმანეთში კარგად აურიეთ. ნიღაბი 15-20 წუთით წაისვით სახესა და კისერზე, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
[Pasuxi][Cit]|
8. nucii (Off)
[ 06 Oct 2013, 9:28 ]
სახის გასათეთრებლად

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და ამდენივე თაფლი. კარგად
აურიეთ ერთმანეთში (უნდა
მიიღოთ ერთგვაროვანი მასა) და 30 წუთით წაისვით სახეზე.
ნიღაბი გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თაფლზე
ალერგია არ გაქვთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, სახე გაიწმინდეთ ყინულის ნატეხით (სასურველია, ყინული ცაცხვის ყვავილის ნაყენისა იყოს) და წაისვით მკვებავი კრემი.


გატეხეთ კვერცხი, ცილა ჩაასხით მომცრო ჭურჭელში და თქვიფეთ, ვიდრე არ
გამკვრივდება (როგორც
ტორტისთვის). დაუმატეთ 10
წვეთი წყალბადის ზეჟანგი.
წაისვით სახეზე და 15 წუთის
შემდეგ თბილი წყლით
ჩამოიბანეთ.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას