გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 03 Oct 2013, 14:18 ]
ხიზილალა — თევზის ქვირითის დამუშავებით მიღებული საკვები პროდუქტი. ამზადებენ ზუთხისებრთა (სვია, ზუთხი, ტარაღანა, ფორეჯი), ორაგულისებრთა (კეტა, ღურკანა, ნერკა, ჩავიჩა, კიჟუჩი, გოჯი), წმინდა ბადის თევზებისა (კობრი, ფარგა, ქარიყლაპია, ნაფოტა) და ზღვის ზღარბის ქვირითისაგან. ხიზილალის დასამზადებლად ცოცხალ თევზს გაკვეთენ და ამოიღებენ ქვირითს, რომელსაც ამუშვებენ დამარილებით (ზოგჯერ პასტერიზაციასთან შეხამებით), აპოხტებითა და დაწნეხით.

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას და მნიშვნელოვან საკვებად მიიჩნევს. ის შეიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ ბევრ ვიტამინსა და სხვა ნივთიერებას - პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შეუცვლელია სისხლძარღვებისა და ზოგადად, ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის, რადგან ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს.

ხიზილალა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც მეტად ღირებული ვიტამინია ბავშვებისთვის, D, E და A ვიტამინებს.
A ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უწყობს აქტიურ ზრდას და ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებას, განსაკუთრებით სასარგებლოა არა მარტო ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის, არამედ კანისა და ლორწოვანი გარსებისთვის.

E ვიტამინი ხელს უწყობს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ათვისებას, ხოლო D ვიტამინი - კალციუმის.
წითელი ხიზილალა მდიდარია იოდით, ფოსფორით, რკინით, კალიუმით, მიკრო და მაკროელემენტებით, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმის პროცესებს, ძვლების გამაგრებას, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას, აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმს უნარჩუნებს ახალგაზრდობას.
წითელი ხიზილალის შემცველი ლეციტინი ანეიტრალებს ქოლესტეროლს. წითელი ხიზილალა მაღალკალორიულია, 100 გ - 200-250 კალორია, იმავე რაოდენობის ხორცი და რძე კი 120-70 კალორიაა.

წითელი ხიზილალა შეიცავს 32%-მდე ადვილად ასათვისებელ ცილას, რომელიც მოზარდის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წითელი ხიზილალის ცილას უფრო სწრაფად და ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე ხორცისა და რძის პროდუქტებში შემავალ ცილებს. ასე რომ, ხიზილალა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვების რაციონში.


შავი ხიზილალა, ოდესღაც ითვლებოდა, როგორც ყველაზე რუსული ბრენდი, ახლა კი საერთაშორისო საქონელია.
დღესდღეობით ისრაელის კომპანიები მასიურად აწარმოებენ შავ ხიზილალას დ ა ახორციელებენ მის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ში, ეგვიპტეში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რუსეთშიც კი…


ისრაელში პირველი ხიზილალა რუსეთიდან ჩავიდა, იგი იგალ ბე-ცვიმ ჩაიტანა და 1992 წელს საწარმოებიც გააკეთა.

ახლა ამ საწარმოებში 70 000-ზე მეტი ზუთხია, რომლისგანაც ქვირითს იღებენ შემდეგ ამუშავებენ დ ა ყიდიან. ამ ზუთხების უმეტესობა 12 წელზე მეტი ხნისაა, როველი ზუთხისგან იღებენ დაახლოებით 2,5 – 3 კილოგრამ ქვირითს.

ზუთხების უმეტესობა მიყავთ ასტრახნიდან და სხვა კასპიისზღვისპირეთის ქალაქებიდან.




[Pasuxi][Cit]|
2. echo (Off)
[ 03 Oct 2013, 14:20 ]
უმაგრესი რამ არის. :) ორჯერ მექნება ნაჭამი, მაგრამ გემო ეხლაც კი მახსოვს. ))
[Pasuxi][Cit]|
3. LILITH [Mod] (Off)
[ 03 Oct 2013, 14:22 ]
ვგიჟდები ისე მიყვარს )) ბავშვობაში კილოობით ვჭამდი,ეხლა ბოდიშითო :D 1 კილო ნამდვილი შავი ხიზილალა 3600 დოლარი ღირს.
[Pasuxi][Cit]|
4. Dstori (Off)
[ 03 Oct 2013, 14:26 ]
არ ვარგა
[Pasuxi][Cit]|
5. VampirE (Off)
[ 10 Oct 2013, 19:59 ]
ფუუ
სახელზეც და სურათზე დახედვაზეც კი ცუდად ვხდები
[Pasuxi][Cit]|
6. BLEATCH (Off)
[ 10 Oct 2013, 20:05 ]
ro momisajon amis chama vrr schebzleb
[Pasuxi][Cit]|
7. x.z. (Off)
[ 10 Oct 2013, 20:11 ]
Ee magrad mevasebis xizilala :/ ogond shavi ar michamia
[Pasuxi][Cit]|
8. Aristokratka (Off)
[ 10 Oct 2013, 20:23 ]
Au magariaa. Shavi gansakutrebit. 97 - 2002 cl. Chemi mamamtili turqeti vales (axalcixis mxridan) sabajos ufrosi iyo da eksportit gadmomtanebi chuqnidnen. Umagresia. Shavi zaan magaria. Purtan da karaqtan. Citelic momcons magra. Tumca yvela qvexnidan nagdi ar shemodioda da mati amocnobis cesic arsebobs.gemoti ver gaarchev. Tan vadac sagulisxmoa zalian. Vadagasulis xelaxal gadamushavebas da gayvidvashi gatanasac bevri mimartavs.magram gadamushavebis teqnologia ertob rtulia rogorc disqaveris video masalit vixile.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას