1. Dstori(Off) [ 01 Oct 2013, 22:47 ]
იბერია სტარი — ფუტსალის კლუბი. დაარსდა 2003 წელს. კლუბის დამაარსებელი არის ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. დაარსებიდან დღემდე იბერია სტარი არის საქართველოს უცვლელი ჩემპიონი. ამასთანავე იბერია სტარი არის ერთადერთი კლუბი ევროპაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო უეფას ფუტსალის თასის უკლებლივ ყველა გათამაშებაში. 2010 წლამდე კლუბის სახელწოდება იყო იბერია 2003.
3. Dstori(Off) [ 02 Oct 2013, 1:35 ]
თბილისის “იბერია სტარმა” მოგებით დაიწყო უეფას ფუტსალის თასის ძირითადი რაუნდი. უნგრეთის ქალაქ დიორში ქართულმა კლუბმა 2:1 სძლია ბულგარულ “ვარნას”.
ამ ორი კლუბის გარდა, II ჯგუფში გამოდიან უნგრული “დიორი” და სერბული “სარაევო”. ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში ორი გუნდი გადის.
გაუჭირდა “იბერია სტარს” და გოლები ბოლო 10 წუთში გაიტანა, კერძოდ, ირაკლი თოდუამ და ვახტანგ ჯვარაშვილმა. მეტოქემ წუთნახევრით ადრე ერთი ბურთი გაქვითა და მალევე, გიორგი ტიკურიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა. ბოლო ერთ წუთში ძალიან დაძაბული თამაში მიმდინარეობდა.
თუმცა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო, რომ იოლად ვერ მოიგებდა: გუნდს აღარ ჰყავს ბრაზილიელი ლეგიონერები, დაუფინანსებლობამ სერიოზული დარტყმა მიაყენა კლუბს. და მაინც, გამარჯვება გამარჯვებაა - სასიხარულოა, რომ 3 ქულით დავიწყეთ.
2 ოქტომბერს, 18:30 საათზე “იბერია სტარი” “სარაევოს” შეხვდება, ხოლო ბოლო ტურში, 4 ოქტომბერს მასპინძელ “დიორთან” გაარკვევს ურთიერთობას. [Pasuxi][Cit]|
4. Dstori(Off) [ 02 Oct 2013, 1:36 ]
3ve golo bolo 9 wutshi gavida....
vnaxot axali iberia stari ulegionorod rogor gaartmevs tavs [Pasuxi][Cit]|
5. Dstori(Off) [ 02 Oct 2013, 14:38 ]
როგორც იცით, "იბერია სტარმა" უეფას ფუტსალის თასის ძირითადი რაუნდი ბულგარულ "ვარნასთან" მოგებით (2:1) დაიწყო და დღეს ბოსნიურ "სარაევოს" შეხვდება – ამ მატჩის გამარჯვების შემთხვევაში, ქართული კლუბი ელიტ-რაუნდის საგზურს გაინაღდებს. რა თქმა უნდა, "იბერია სტარს" რჩება დიდი ფინანსური პრობლემები, რომლის მოგვარებაც ვერ ხერხდება.
კლუბის პრეზიდენტმა ვატო წერეთელმა გამარჯვება ქართული სპორტის ქომაგებს მიუძღვნა, რომლებიც გუნდს მუდმივად მხარში უდგანან.
ვატო წერეთელი, "იბერია სტარის" პრეზიდენტი: "პირველ რიგში, ჩვენს ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ბულგარეთის ჩემპიონთან მოგებას. სამწუხაროდ, ლეგიონერებით მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას გამარჯვებას თუ ქართული შემადგენლობით, გუნდის პრობლემების გადაჭრაში დახმარების სურვილს მაინც ვერ ვგრძნობთ. იმედი მაქვს, განხორციელდება ბათუმის პროექტი და "იბერია სტარი" კვლავ იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. დღევანდელ გამარჯვებას კი ვუძღვნი იმ დიდ არმიას, რომელსაც ქართული სპორტის ქომაგები ჰქვია - რომ არა მათი თანადგომა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაში 51-ე მატჩს ვეღარც ჩაატარებდა". [Pasuxi][Cit]|
6. Dstori(Off) [ 03 Oct 2013, 13:53 ]
თბილისის “იბერია სტარმა” უეფას ფუტსალის თასის ძირითადი რაუნდის ჯგუფის II ტურში ფრედ, 0:0 ითამაშა სარაევოს “ტანგოსთან”. ანგარიში გასაგებია, მაგრამ ბოლო წამზე ირაკლი თოდუამ გოლი გაიტანა და მსაჯმა არ ჩათვალა - დრო ამოიწურაო. პროტესტი გამოხატეს ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა და კლუბის პრეზიდენტმა ვატო წერეთელმაც, თუმცა რაღა აზრი ჰქონდა.
8 წამი იყო დარჩენილი, როცა ქართველებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და გიორგი ალთუნაშვილმა თოდუას გადააწოდა, მისი პირველი დარტყმული მოიგერია მეკარემ, მაგრამ ეს ხეირიანად ვერ გააკეთა და ბურთი ისევ თოდუას ფეხიდან ბადეში შევარდა. აღმოჩნდა, რომ ამაოდ.
შეხვედრის მთავარი არბიტრი თურქი ოზან სოიქანი გახლდათ.
ამ ორი კლუბის გარდა, II ჯგუფში გამოდიან უნგრული “დიორი” და ბულგარული “ვარნა”. მათი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში ორი გუნდი გადის.
ბოლო ტური 4 ოქტომბერს გაიმართება: იბერია სტარი - დიორი, ტანგო - ვარნა.
7. Dstori(Off) [ 05 Oct 2013, 10:49 ]
საქართველოს ჩემპიონმა “იბერია სტარმა” ფუტსალის უეფა-ს თასის ძირითადი რაუნდის დაძლევა ვერ მოახერხა. ქართველ სპორტსმენებს მე-2 ჯგუფის მასპინძელ “დიორ ეტოსთან” დასკვნით შეხვედრაში ხელს ფრეც აძლევდათ, თუმცა, 1:3 დამარცხდნენ და ასპარეზობა მე-3 პოზიციაზე დაასრულეს, ელიტ-რაუნდის საგზურისთვის კი მოწინავე ორ გუნდს შორის მოხვედრა იყო საჭირო.
ბოლო ტურის საწყის მატჩში ბოსნიურმა “სარაევომ” ჯგუფის აუტსაიდერი ბულგარული “ვარნა” 8:4 გაანადგურა და ცნობილი გახდა, რომ “იბერია სტარს” უნგრელებთან მატჩში დამარცხების უფლება აღარ ჰქონდა.
საქართველოს წარმომადგენელი “დიორ ეტოსთან” მატჩის მე-2 ტაიმში 30-ე წუთზე ირაკლი თოდუამ დააწინაურა, რასაც ალექსანდრე ძაბირაძის ავტოგოლი მოჰყვა, დარჩენილ დროში კი ლოდიმ და ბრაზილიელმა ფაბიო აგუიარმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 3:1.
სათქმელია, რომ უნგრეთის ჩემპიონს მატჩის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდა და ეს სტატისტიკაშიც კარგად აისახა. მასპინძლებმა იბერიელთა კარის მიმართულებით 50-ჯერ დაარტყეს, სტუმართა ანალოგიური მაჩვენებელი კი 16 გახლდათ.
შედეგად, დიორელებმა 9 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, “სარაევომ” და “იბერია სტარმა” კი 4-4 ქულა მოაგროვეს, თუმცა, ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელს ბურთების უკეთესი სხვაობა აღმოაჩნდა და მომდევნო რაუნდის საგზურიც მოიპოვა.
რაც შეეხება “იბერია სტარს”, ამ გუნდისადმი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. იმ მოვლენების შემდეგ, რაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონს თავს გადახდა, კლუბმა კიდევ კარგი შედეგი აჩვენა და ელიტ-რაუნდში გასვლის შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. და ერთიც. “იბერია სტარის” ინიციატივით უნგრულ დარბაზში ბანერი იყო გამოკრული, სადაც შემდეგი ეწერა – “დვანი და დიცი საქართველოა”... [Pasuxi][Cit]|