1. me
(Off)
[ 29 Sep 2013, 22:18 ]
გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჰაინრიხ ფიოდორ ბიოლი კიოლნში დაიბადა, კათოლიკურ ოჯახში. ვილჰელმ კაიზერის გიმნაზიის დასრულების შემდგომ ჯერ დურგლად მუშაობდა, მერე-წიგნების მაღაზიაში. ლექსებსა და მოთხრობებს სკოლაშივე წერდა. 1939წელს კიოლნის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, შემოდგომაზე კი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ჯერ საფრანგეთშI იბრძოდა, მერე უკრაინის ფრონტზეც. ომის დროს 1942წელს, იქორწინა ანა-მარია ჩეხზე, რომელთანაც 2ვაჟი შეეძინა. 1945წლის აპრილში ამერიკელებს ტყვედ ჩაბარდა. დურგლობა ტყვეობის შემდეგაც გაიხსენა, თუმცა კი მალე კიოლნის უნივერსიტეტს დაუბრუნდა.
მისი ნაწარმოებები 1947წლიდან იბეჭდება და ამ დროიდანვე პოპულარული ხდება. წლების განმავლობაში დასავლეთ ევროპის მწერალთა გაერთიანების - პენკლუბის თავმჯდომარე იყო. მეორე მსოფლიო ომგამოვლილი თავგამოდებით აკრიტიკებდა ვიეტნამის ომს და საზოგადოდ ყოველგვარ ძალადობას, განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა დევნილთა პრობლემებს. საჯაროდ აცხადებდა, ჩვენ მწერლები ასეთებად გავჩნდით, ყველაფერში უნდა ჩავერიოთო.
საქართველოს ორჯერ ესტუმრა - 1966 და 1972 წლებში. მეგობრობდა ქართველ გერმანისტებთან.
მასზე წერდნენ, ქართველი რომ ყოფილიყო, ალბათ ერის სულიერ მამას უწოდებდნენო.
თუ წაგიკითხავთ მისი ნაწარმოებები, და რომელი მოგეწონათ განსაკუთრებით?
[Pasuxi][Cit]|
2. me
(Off)
[ 29 Sep 2013, 22:23 ]
ახლახანს წავიკითხე "კლოუნის თვალთახედვა" და მომეწონა საკმაოდ. წიგნი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამბავზეა, ფსევდომორწმუნეებზე და ა.შ.
არცერთგან არაა დამღლელი და შემაწუხებელი მონოლოგები საკუთარ უიღბლობაზე.
ერთი სიტყვით, მთავარი პერსონაჟი არ მოგაბეზრებთ თავს წუწუნით
გირჩევთ წაიკითხოთ
[Pasuxi][Cit]|
5. heretique
(Off)
[ 09 Oct 2013, 19:04 ]
vika, imitom rom mosawyenia, ertferovani, ushinaarso da damgleli. magalitad ukaco saxli. ra tqma unda, es chemi subieqtri azria da shegidzlia ar gaitvvaliswino.
[Pasuxi][Cit]|
8. crawl
(Off)
[ 09 Oct 2013, 19:12 ]
კლოუნის თვასლთახედვა არის წიგნი, რომელიც არ მომბეზრდება არასდროს )
რაც შეეხება ბიოლის სხვა ნაწარმოებებს, თუნდაც "ჩემს ნაღვლიან სახეს" ან და "უკაცო სახლს" სრულიად ვეთანხმები წინა პოსტს, უშინაარსო, ერთფეროვანი და უინტერესოა მეტად.
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 09 Oct 2013, 22:24; sul 1 -jer