1. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 26 Sep 2013, 19:14 ]
ნაციზმი
თქვენ 2 ძროხა გყავთ
სახელმწიფო გართმევს ორივეს, ხოლო თქვენ გხვრეტენ.
სოციალიზმი
თქვენ 2 ძროხა გყავთ
აქედან ერთს თქვენს მეზობელს აძლევთ.
კომუნიზმი
თქვენ 2 ძროხა გყავთ
სახელმწიფო გართმევთ ორივეს და სანაცვლოდ გაძლევთ ცოტა რძეს.
ფაშიზმი
თქვენ 2 ძროხა გყავთ
სახელმწიფო გართმევთ ორივეს და მოგყიდით ცოტა რძეს.
ტრადიციული კაპიტალიზმი
თქვენ 2 ძროხა გყავთ
ყიდით ერთს და ყიდულობთ ბუღას
თქვენი საქონელი მრავლდება, ეკონომიკა – ვითარდება
ყიდით ძროხებს და შემოსავლით აგრძელებთ ცხოვრებას.
RBS – შოტლანდიის როიალ ბანკი – VENTURE CAPITALISM
თქვენ 2 ძროხა გყავთ
ყიდით მათგან სამს თქვენივე კომპანიაზე საკუთარი სიძის მეშვეობით, შემდეგ იბრუნებთ 4 ძროხას უკან, ხოლო მეხუთეზე გადასახადისგან თავისუფლდებით. 6 ძროხის ნაწველი რძე გადაეცემა კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებულ შუამავალ კომპანიას, რომელიც უკან მიყიდის შვიდივე ძროხას თავდაპირველ კომპანიას.
ქირაობთ აუდიტორულ კომპანიას და უკვე წლიური ანგარიში იუწყება, რომ კომპანიას 8 ძროხა ჰყავს.
წლიური ბალანსი პრეს-რელიზს თან არ ახლავს.
მოსახლეობა ყიდულობს თქვენგან არარსებულ ხარს.
ამერიკული კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ
ყიდით ერთს, მეორეს კი აიძულებთ 4 ძროხის ოდენობის რძე მოიწველოს
მოგვიანებით, ქირაობთ კონსულტანტს, რომელმაც უნდა დაადგინოს, რატომ დაეცა თქვენი მეორე ძროხა უსულოდ, მოულოდნელად.
ბერძნული კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ
სესხად იღებთ ბევრ ევროს ფერმის ასაშენებლად, რძის საწველი აპარატურის, თივის, საჭმლის შესანახი ფარდულების, მაცივრების, ყველის დასამზადებელი და შესაფუთი მოწყობილობების შესაძენად. ძროხა ისევ 2 გყავთ.
ფრანგული კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ
თქვენ გაფიცვაზე გადიხართ, აწყობთ ამბოხებას, ბლოკავთ ქუჩებს, რადგან 3 ძროხა გინდათ!
იაპონური კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ
აკეთებთ მათ რედიზაინს, ისე, რომ ზომაში ათჯერ დაპატარავდნენ და ოცჯერ მეტი რძე მოიწველონ.
შემდეგ იგონებთ ძროხის მულტიფლიკაციურ პერსონაჟს სახელად ქაუკიმონა, რომელიც მსოფლიო ბაზარს იპყრობს.
იტალიური კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ სად არიან ისინი.
გადიხართ ლანჩის საჭმელად.
შვეიცარიული კორპორაცია
თქვენ 5000 ძროხა გყავთ. აქედან არცერთი არ არის თქვენი.
მესაკუთრეები ფულს გიხდიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ძროხები.
ჩინური კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ
თქვენ გყავთ 300 ადამიანი მათ მოსაწველად
თქვენ ამბობთ, რომ დასაქმების 100%იანი მაჩვენებელი გაქვთ, ხოლო საქონლის პროდუქტიულობა – მაღალი.
იჭერთ ჟურნალისტს, რომელმაც რეალური მდგომარეობის შესახებ დაწერა გაზეთში.
ინდური კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ
და აღმერთებთ მათ.
ბრიტანული კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ
ორივე აფრენს.
ერაყული კორპორაცია
ყველა ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან ბევრი ძროხა გყავთ
თქვენ პასუხობთ, რომ არცერთი.
არავინ გიჯერებთ, გბომბავენ და იპყრობენ თქვენს ქვეყანას.
თქვენ ისევ არცერთი ძროხა არ გყავთ, მაგრამ სამაგიეროდ ახლა უკვე გაქვთ დემოკრატია.
ავსტრალიური კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ
თქვენი ბიზნესი მშვენივრად მიდის
ხურავთ ოფისს და მიდიხართ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე ბოთლი ლუდით აღნიშნოთ.
ახალ ზელანდიური კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ
მარცხენა ძროხა რაღაც ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება wink.gif
ებრაული კორპორაცია
თქვენ 2 ძროხა გყავთ
გაასესხებთ ორივე ძროხას, მთელი წელი ძროხებისგან მოწველილი რძე მოაქვთ მსესხებლებს პროცენტის სახით.
წლის ბოლოს გიბრუნებენ ორივე ძროხას.
თუ დააგვიანდათ 1 კვირა გიბრუნებენ 4 ძროხას, თუ 2 კვირა 6-ს და ასე შემდეგ...
სიურეალიზმი
თქვენ 2 ჟირაფი გყავთ
მთავრობა გთხოვთ ჰარმონიის გაკვეთილების ჩატარებას.
რუსული ბიზნესი
თქვენ გყავთ 2 ძროხა. ყიდით ერთს და ყიდულობთ ბევრ "ვოდკას". მეორე ძროხის დედაც.
ქართული ბიზნესი
გყავთ 2 ძროხა.
ყიდით ორივე ძროხას, ყიდულობთ iPhones.
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 26 Sep 2013, 19:22; sul 2 -jer
5. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 26 Sep 2013, 19:28 ]
ეს ვნახე კიდევ
მოიფიქრეთ თქვენი ვარიანტებიც და დაწერეთ
სომხური კორპორაცია:
თქვენ ორი ძროხა გყავთ. ზუსტად იცით, რომ ადრე ასორმოცდაათი გყავდათ და მსოფლიო ძროხების 95% მათი შთამომავალია, დანარჩენი 5% კი ბერწია.
აზერული კორპორაცია:
თქვენ ორი ძროხა გყავდათ, ერთს სომხებმა ბარკალი მოაჭრეს. მეორემ უცებ ბენზინის წველა დაიწყო. ბენზინს ყიდით და იმ ასორმოცდაათ ძროხას ყიდულობთ, სომხების რომ იყო ადრე. მერე ასორმოცდაათივეს ჩუმად წილში უჯდებით, რძის დიდი უმეტესობა ოფშორში გაგაქვთ და საბოლოო ჯამში ქვეყანას მაინც ორი ძროხის რძე რჩება.
თურქული კორპორაცია:
თქვენ ორი ძროხა გყავთ. ბევრს მუშაობთ, მდიდრდებით და ათამდე აგყავთ. მერე ათივეს ყიდით, გერმანიაში გადასახლდებით, ორ ძროხას ყიდულობთ, რძეს წველით და ისევ თურქეთში აგზავნით.
ჩეჩნური კორპორაცია:
თქვენ 2 ძროხა გყავდათ. ორივე ავადაა ჯილეხით და მათი ხორცი და რძე არ იჭმევა. რუსეთს სთხოვთ, ყოველ თვე ორ-ორი ძროხის ხორცი და რძე გიხადონ. ეუბნებით, რომ თუ არ გადაგიხდიან, ჯილეხიან ძროხებს რუსეთის საძოვრებზე გაუშვებთ.
მეგრული კორპორაცია:
თქვენ ორი ძროხა გყავთ. ერთი იწველება და მეორე არა, მაგრამ ეს მეორე ბევრად ჯობია პირველს, იმიტომ რომ ნამდვილად კვარაცხელიას ჯიშისაა.
იმერული კორპორაცია:
თქვენ ორი ძროხა გყავთ. მეზობლებმა სამი იციან, ნათესავებმა - ექვსი, ნაცნობებმა - თორმეტი, უცნობებს კი ეუბნებით, რომ ას ოცი გყავთ - ოღონდ საძოვარზე არიან და ამიტომ არ გაქვთ სახლში რძე, თვარა ისთე იქანა რძეს მიაქ ყორიფელი.
რაჭული კორპორაცია:
თქვენ ორი ძროხა გყავთ. ჯერ კიდევ გგონიათ, რომ მათი დედა მაკედაა.
გურული კორპორაცია:
თქვენ ორი ძროხა გყავთ. ჯერ არ მოგიწველიათ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ კარაქი, ყველი, პიტნაში გადაზელილი სულგუნი, ხაჭაპური, ადესა და შოვის პუწიოვკა სადღაც უკვე გაქვთ - უბრალოდ არ გახსოვთ, სად დადეთ.
კახური კორპორაცია:
თქვენ ორი ძროხა გყავთ. მოდის სეტყვა და ძროხებს კოპები აჯდებათ. ბიძინა გაძლევთ სამ ტონა ორლარიანებს კოპებზე დასადებად. თქვენ მერსედესს ყიდულობთ - მინიმუმ ცხრა წლისას.
ქართლური კორპორაცია:
თქვენ ორი ძროხა გყავთ. რაი?
სვანური კორპორაცია:
თქვენ ორი ძროხა გყავთ. ცოტას იწველიან და წონაშიც კარგავენ. ვეტერინარი გეუბნებათ, რომ ეს ძროხები მამლები არიან, მაგრამ არ უჯერებთ, რადგან სვანი არაა.
[Pasuxi][Cit]|