გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 26 Sep 2013, 1:17 ]
მასალა:

ტყემალი 1 ჩაის ჭიქა.
წყალი 1 ჩაის ჭიქა.
ნიგოზი ნახევარი ჩაის ჭიქა.
ნიორი 2 კბილი.
ქინძი 2 ძირი.
წიწაკა, მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ტყემალს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და ვადუღოთ 10 წუთი, მერე გადავიტანოთ საწურზე და დავტოვოთ, სანამ სითხისგან არ დაიწრიტება. ტყემალი არ გავხეხოთ, იგი სხვა რამისთვის გამოვიყენოთ.
დანაყილ ნიგოზს, ნიორს, ქინძს, წიწაკას, მარილს დავასხათ ტყემლის წვენი სასურველ სისქემდე და კარგად ავურიოთ




[Pasuxi][Cit]|
[ like 1 ]
2. VampirE (Off)
[ 24 Oct 2013, 0:06 ]
გამაჟრიალა ისე მომინდა :( მემჟავება თან...მნიამ...

ახლავე უნდა გავაკეთო მე ეს :D
[Pasuxi][Cit]|
3. Aristokratka (Off)
[ 24 Oct 2013, 0:13 ]
Tyemlis sacebeli maq ,ro sheurio nigozi mojna?
Vcado. .dum.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას