გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 26 Sep 2013, 1:02 ]
მასალა:

500 გრ. წყალი, 4 კოლოფი ჟელატინი, 500გრ . შაქარი, 1 კგ.არაჟანი, 1 ვანილი, 1ს.კ. კაკაო,1 პაკეტი ტორტის ფერი – წითელი ან სხვა ნებისმიერი ფერი .


მომზადების წესი :

200 გრამი წყალში 3 ცალი ჟელატინი ჩავყაროთ დავდგათ 2 საათი, მერე დაუმატოთ 400 გრ. შაქარი წამოვადუღოთ .
1კგ. არაჟანი (შეიძლება ნახევარი მაწვნითაც ) ავთქვიფოთ დავასხათ ჟელეს( წამოდუღებული ჟელატინი უნდა იყოს თბილი) დაუმატოთ ვანილი , მიღებული მასა გავყოთ შუაზე ერთში დაუმატოთ 1ს.კ. (არა სავსე ) კაკაო, გავწუროთ საცერში .
1 ფენა: ჩავასხათ ჭიქებში ყავისფერი და შევდგათ მაცივარში თუ პლასმასის ჭიქებს გამოიყენებთ საყინულეშიც შეგიძლიათ შედგათ ოღონდ არ უნდა გაიყინოს უნდა შეამოწმოთ თუ მინის ჭურჭელს გამოიყენებთ მაშინ მაცივარში უნდა შედგათ, ჟელატინი უნდა გაცივდეს და შედგეს.
2 ფენა : ზემოდან ყავისფერ ფენას დავასხათ თეთრი (ანუ არაჟნიანი) და ისიც მაცივარში უნდა შევდგათ და ისიც ისე როგორც პირველი ფენა უნდა გაცივდეს.
3 ფენა: წითელი ან რომელი ფერიც გნებავთ იმ ფერს გააკეთებთ და ფრთხილად დაასხამთ თეთრს მეორე ფენას და შედგი მაცივარში რომ გაცივდეს, ჟელატინი რომ შედგება ბლომანჟეც მზად არის.

ფერის მომზადება:

1 ცალი ჟელატინი დავალბოთ 300გრ. წყალში გაუკეთოთ 100გრ. შაქარი წამოვადუღებთ და ჩავყაროთ წითელი ფერი 1 კოლოფი ან შეგიძლიათ სხვა ფერიც.



[Pasuxi][Cit]|
[ like 1 ]
2. VampirE (Off)
[ 16 Oct 2013, 22:09 ]
ჟელატინები არ მიყვარს..ეს არც გამისინჯია.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას