გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 26 Sep 2013, 0:52 ]
შოკმანჟე ალბათ ის დესერტია, რომელზეც უარს არავინ ამბობს. იგი შეგიძლიათ შემდეგნაირად მოამზადოთ:
ზოგადად, შოკმანჟე კვერცხის ცალ-ცალკე ათქვეფილი ცილისა და გულისგან მზადდება, მაგრამ როგორც საკუთარი გამოცდილებიდან აღმოვაჩინე, უმჯობესია, დესერტი მხოლოდ ცილისგან მოვამზადოთ, შოკმანჟეს კვერცხის სუნი რომ არ ჰქონდეს.
მიქსერით ათქვიფეთ 6 კვერცხის ცილა სქელი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაამატეთ 3 ს/კ შაქარი და ცოტა ვანილი.
წინასწარ უნდა მოამზადოთ შოკოლადისა და კარაქის ნაზავი _ 100 გრამი კარაქი და ერთი ფილა დატეხილი, შავი შოკოლადი ჩაყარეთ თასში, შემდეგ ქვაბში ჩაასხით წყალი და თასი შიგ მოათავსეთ (ასე გაცხელებული თასი შოკოლადს არ მიიწვავს). თასს ურიეთ მანამ, სანამ მასა არ გაერთიანდება, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე. თუ შოკოლადი არ გაქვთ, კარაქში შეგიძლიათ კაკაო შეურიოთ _ დესერტი არც ასე დაკარგავს არომატსა და გემოს.
შოკოლადისა და კვერცხის მასა ერთმანეთში აურიეთ და თქვიფეთ მანამ, სანამ შოკოლადისფერ, გემრიელ კრემს არ მიიღებთ. შემდეგ გადაიღეთ პატარა შუშის ჭიქებში და შედგით საყინულეში. ათქვეფის დროს შეგიძლიათ ცოტაოდენი კონიაკი ან ლიქიორიც გაურიოთ _ განსაკუთრებულ, სასიამოვნო არომატს შესძენს დესერტს.
სუფრასთან გატანამდე მოაყარეთ მოხალული თხილი ან გახეხილი ქოქოსი.



[Pasuxi][Cit]|
[ like 2 ]
2. professor (Off)
[ 26 Sep 2013, 2:17 ]
ნერწყვები მომადგა. :( არა რა, ცოლი უნდა მოვიყვანო. :D
[Pasuxi][Cit]|
3. echo (Off)
[ 26 Sep 2013, 2:19 ]
ციტატა: LILITH manje ras nishnavs? Tu blo da shok manjebi natesavebi arian? .mda.
[Pasuxi][Cit]|
4. LILITH [Mod] (Off)
[ 26 Sep 2013, 2:20 ]
ციტატა: echo :D ფრანგული დესერტია ორივე და ნიშნავს ალბათ რამეს,არ ვიცი :D
[Pasuxi][Cit]|
5. VampirE (Off)
[ 16 Oct 2013, 22:09 ]
უზომოდ მსუყე და უზომოდ გემრიელი <3
[Pasuxi][Cit]|
6. shamani (Off)
[ 16 Oct 2013, 22:15 ]
აუ ეს ბავშვობაში მაქვს ნაჭამი და მას მერე არ შემხვედრია არსად. .user. სად იქნება კარგი, რომელ კაფეში, იცის ვინმემ?(თბილისში)
[Pasuxi][Cit]|
7. bZzziki (Off)
[ 16 Oct 2013, 22:20 ]
Chemo daqali amzadebs *_* AR vgijdebi,main damainc.

manje saxelurs nishnavs :D
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას