გზავნილი
1. Dstori (Off)
[ 25 Sep 2013, 21:42 ]
აქ ვსაუბრობთ, ქართულ ფეხბურთზე ზოგად თემებთან დაკავშირებით
[Pasuxi][Cit]|
2. Dstori (Off)
[ 25 Sep 2013, 21:43 ]
დღეს გაიმართა ყიფიანის თასის თამაშები:
Lokomotivi Tbilisi
0 - 3
Chikhura More info
FT Kolkheti Khobi
0 - 9
Dinamo Tbilisi More info
FT Metalurgi Rustavi
2 - 0
Kolkheti Poti More info
FT Sioni
1 - 0
Zestafoni View events More info
FT Dila
1 - 0
Dinamo Batumi More info
FT Guria
1 - 2
Merani Martvili More info
FT Torpedo Kutaisi
2 - 2
Spartaki Tskhinvali
[Pasuxi][Cit]|
3. Dstori (Off)
[ 26 Sep 2013, 13:28 ]
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე დღეს მერვედფინალური ეტაპის 7 მატჩი გაიმართა (მერვე მატჩი ქობულეთის "შუქურასა" და თბილისის "ვიტ ჯორჯიას" შორის ხვალ შედგება).

თბილისის "დინამომ" ხობის "კოლხეთი" ფოთში 9:0 გაანადგურა, საჩხერის "ჩიხურამ" კი "მცხეთა პარკზე" თბილისის "ლოკომოტივს" 3:0 სძლია და შეიძლება ითქვას, ამ ორმა გუნდმა მეოთხედფინალის საგზური უკვე გაინაღდა. დანარჩენ წყვილებში კი, ჯერ ყველაფერი გასარკვევია.

სიონი (ბოლნისი) _ ზესტაფონი 1:0 (0:0)

დილა (გორი) _ დინამო (ბათუმი) 1:0 (0:0)

გურია (ლანჩხუთი) _ მერანი (მარტვილი) 1:2 (0:1)

კოლხეთი (ხობი) _ დინამო (თბილისი) 0:9 (0:6)

ლოკომოტივი (თბილისი) _ ჩიხურა (საჩხერე) 0:3 (0:1)

მეტალურგი (რუსთავი) _ კოლხეთი (ფოთი) 2:0 (1:0)

ტორპედო (ქუთაისი) _ სპარტაკი (ცხინვალი) 2:2 (0:1)

მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 30 სექტემბერს ჩატარდება.
[Pasuxi][Cit]|
4. Dstori (Off)
[ 26 Sep 2013, 21:33 ]
Tasze dges shukuram 1-0 mougo wit Georgias
[Pasuxi][Cit]|
5. Dstori (Off)
[ 03 Oct 2013, 18:23 ]
ხვალიდან, 4 ოქტომბრიდან, უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს საქართველოს ნაკრები (1997 წელს დაბადებულები). გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, ნაკრები შესარჩევისწინა დასკვნით შეკრებას ზუგდიდში, „ბაიას“ საწვრთნელ ბაზაზე გაივლის. შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“), სანდრო ბენდიანიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

მცველები: რატი კაკიაშვილი, გიორგი აბელაშვილი, ცოტნე ნადარაია, დემურ ჩომახიძე (ყველა„საბურთალო“), ვასილ კაციტაძე („დინამო“ თბილისი), ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), თორნიკე გაფრინდაშვილი, გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა), ამირან გოგიაშვილი („დილა“, გორი), ნიკა კევლიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: ანდრო ნემსაძე ( „დინამო“ თბილისი), ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩიშვილი („საბურთალო“), ნიკა ლაშხია („ზესტაფონი“), ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე „შუქურა“, ქობულეთი), გიორგი ბერიძე („დილა 2“, გორი), გიორგი კიკნაძე, ირაკლი კამლაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკა ქორიძე („რეჯინა“, იტალია)

თავდამსხმელები: გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), გიორგი წივილაშვილი („საბურთალო“), საბა ცინცქილაძე („შუქურა“, ქობულეთი)

შეკრების ფარგლებში, 17-წლამდელები ტესტ-მატჩს ითამაშებენ „ზესტაფონის“ დუბლებთან. გუნდი თბილისში 15 ოქტომბერს დაბრუნდება. 17 ოქტომბრიდან კი, უკვე შესარჩევის მატჩები იწყება.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ტურნირს საქართველო მასპინძლობს. 17-წლამდელები მე-11 ჯგუფში იასპარეზებენ და მეტოქეებად ფარერების, ჰოლანდიისა და სან მარინოს 17-წლამდე ნაკრებები ეყოლებათ. ტურნირის კალენდარი ასეთია:

17 ოქტომბერი

ჰოლანდია - ფარერები („დინამო არენა“. 14:00 საათი), საქართველო - სან მარინო („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი)

19 ოქტომბერი

სან მარინო - ჰოლანდია (გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“. 14:00 საათი), საქართველო - ფარერები („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი)

22 ოქტომბერი

ჰოლანდია - საქართველო („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი), ფარერები - სან მარინო (გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“. 14:00 საათი)

შესარჩევი ჯგუფიდან კი, ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის.
[Pasuxi][Cit]|
6. Dstori (Off)
[ 05 Oct 2013, 10:37 ]
თბილისის “დინამოს” სლოვაკი ნახევარმცველი პეტერ გრაიციარი, რომელმაც ჯვარედინ იოგებზე ოპერაცია გაიკეთა, თბილისში დაბრუნდა.

მან მძიმე ტრავმა ზაფხულში მოსკოვის “დინამოსთან” ამხანაგურ მატჩი მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.

“დინამოს” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში გრაიციარმა განაცხადა, რომ იმედი აქვს იანვრიდან დაიწყებს ვარჯიშს.

პეტერ გრაიციარი: “წინა ჯვარედინი იოგის ოპერაცია გავიკეთე. ერთი კვირა კლინიკაში გავატარე. ამჟამად, თავს კარგად ვგრძნობ. ვატყობ, ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უმჯობესდება. ამ ეტაპზე ყავარჯნების გარეშე დავდივარ, რაც ძალიან მახარებს. ჩემი გამოჯანმრთელების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი გუნდის ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი და ფიზმომზადების მწვრთნელი მიხალ რუკავიჩკა, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით ძალიან მეხმარებიან. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, იმედი მაქვს, გუნდთან ერთად ვარჯიშს იანვრიდან დავიწყებ”.
[Pasuxi][Cit]|
7. Dstori (Off)
[ 07 Oct 2013, 16:05 ]
ოქტომბრის ბოლოს ჩვენს ქვეყანაში “ფეხბურთის მეფედ” წოდებული ლეგენდარული ბრაზილიელი მოთამაშე ედსონ არანტეს დო ნასიმენტო, იგივე პელე ჩამოვა.

გამთენიისას თბილისში ფიფას აგენტი პედრო კაბრალ და სილვა ჩამოვიდა, რომელმაც 72 წლის პელეს ვიზიტი დაადასტურა. ის ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს და “ფეხბურთის მეფის” ვიზიტის დეტალებს შეათანხმებს.

ლეგენდარული ბრაზილიელი თბილისსა და ქუთაისში საერთაშორისო ტურნირს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინის და უნგრეთის ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ. ტურნირი 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება და ის მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართული ფეხბურთის 110 წლიან იუბილეს მიეძღვნება.
[Pasuxi][Cit]|
8. G (Off)
[ 14 Oct 2013, 14:55 ]
Saqartvel-shotlandia 21 wlamde iwyeba
.holandiastan gavnadgurdit da dges unda movigot.vnaxot chanturiam unda ulideros gunds
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას