1. Lasha
(Off)
[ 25 Sep 2013, 20:09 ]
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მოწყობასთან დაკავშირებით „პროპაგანდისტული ისტერიკის“ ატეხვაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ ამ საკითხზე „პოლიტიკურ სპეკულაციას“ სერიოზული შედეგები მოყვება.
სამინისტროს თქმით, ეს საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა 23 სექტემბერს სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
„სპეციალური წარმომადგენლის ყურადღება იქნა მიპყრობილი თბილისის გაძლიერებულ პროვოკაციულ აქტიურობაზე სამხრეთ ოსეთთან საზღვრის მიდამოებში. ცხინვალის ხელისუფლების აბსოლუტურად მართლზომიერი ქმედებების მიმართ, რომელიც მისი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის გაძლიერებისკენ არის მიმართული, პროპაგანდისტული ისტერიის ატეხვა ხდება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„განზრახ ვრცელდება მცდარი განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოსდა საზღვრის გადმოწევა ხდება ქართული ტერიტორიის სიღრმეში. საქართველოს პოლიცია პირდაპირა არის ჩართული „ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციების“ ორგანიზებაში, რასაც თან სდევს მათი ტენდენციური გაშუქება მედიაში, როგორც ეს მაგალითად მოხდა 17 სექტემბერს სოფელ დიცის მახლობლად. ბოლო დღეებში ხმაურია ატეხილი სოფელ დვანის მახლობლად მიმდინარე ღონისძიებების გარშემო“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ნათელია, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მოწყობის პროცესი თბილისის წინააღმდეგობას იწვევს, რომელიც „არ არის მზად აღიაროს სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურის შედეგების შეუქცევადობა“.
„მაგრამ მიუღებელია ემოციების განზრახ დაძაბვა და პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემის გარშემო“, – ნათქვამია განცხადებაში, „ამას რეგიონალური სტაბილურობისთვის სერიოული შედეგები მოყვება“.
„რუსულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შეაკავებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან უპასუხისმგებლო ნაბიჯები არ გადადგას სასაზღვრო რაიონებში, განსაკუთრებით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაში“, – განაცხადა სამინისტრომ და დასძინა, რომ ეს საკითხი „კონსტრუქციულად და მშვიდად“ უნდა იქნას განხილული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.
24 სექტემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში – რომელიც უკვე მეორეა ამ თემაზე ერთი კვირის განმავლობაში – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის გმობს „რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებებს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რითაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს“ და რაც უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
წყარო civil.ge
[Pasuxi][Cit]|
8. angel of death
(Off)
[ 25 Sep 2013, 20:47 ]
Ertgvari politikuri tamashia - rasac kuntebis tamashi da nacadi provokaciuli metodebi axlavs tan. Gamosavali?
Znelia aqedan gamosavlis povna.. Me vabankze wavidodi - vagiarebdi mteli rigi chrilokavkasiur avtonomiebs aneqsirebulad, + politikuri mxardachera, dgesdgeobit sakmaod gacivda urtiertoba ruset-somxets shoris - sachiroa am mxriv mushaoba, ukidures shemtxvevashi qveynis avganetizaciazec cavidodi - qveynis mtlianobastan shedarebit chemtvis meorexarisxovania didi qalaqebis simshvide , sachiroa mteli kavkasiis destabilizacia! Chrdilokavkasielebtan gia aliansi.
[Pasuxi][Cit]|