გზავნილი
1. Dstori (Off)
[ 24 Sep 2013, 9:35 ]
ამ თემაში ვსაუბრობთ იმ წართველ კალათბურთელებზე, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ თამაშობენ
[Pasuxi][Cit]|
[ like 1 ]
2. Dstori (Off)
[ 24 Sep 2013, 9:40 ]
ესპანურმა “სარაგოსამ” გუნდის ახალწვეულების – ვიქტორ სანიკიძის და ჯონათან ტაბუს ოფიციალური პრეზენტაცია გამართა, რის შემდეგაც ქართველმა და ბელგიელმა კალათბურთელებმა არაგონული კლუბის მაისურით პირველად ივარჯიშეს.

სპეციალური პრეს-კონფერენცია სწორედ სანიკიძემ გახსნა, რომელიც ესპანურ ლიგაშიც მისთვის საყვარელი 13 ნომრით ითამაშებს. “ვიკამ” ის მიზეზები ახსნა, რის გამოც “სარაგოსაში” გადაბარგების გადაწყვეტილება მიიღო.

“სარაგოსელთა წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგანაც ვიცოდი, რომ ჩინებულ გუნდში მოვდიოდი. გასულ წელს “სარაგოსას” კარგი შედეგები ჰქონდა და თანაც, აქ უკვე ირიცხება ჩემი მეგობარი გიორგი შერმადინი. ისიც გავიგე, რომ სარაგოსაში კალათბურთი ძალიან უყვართ, ესპანური ლიგა კი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა. მოკლედ, აქ ჩამოსასვლელად არაერთი მიზეზი მქონდა”.

ვიქტორს არც იმის აღნიშვნა დავიწყნია, რომ მომავალ სეზონში გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს: “მზად ვარ, “სარაგოსას” წინსვლისთვის მაქსიმუმი გავიღო. ვეცდები, ყველა ის დავალება, რომელსაც მწვრთნელისგან მივიღებ, პირნათლად შევასრულო. კარგი იქნება, თუკი ჩემი გარჯა გუნდს სასურველი შედეგების დაფიქსირებაში შეეშველება”.

საინტერესოა, რომ 2004 წელს სანიკიძემ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე სწორედ სარაგოსაში ითამაშა. პრეს-კონფერენციაზე ქართველს იმ პერიოდის გახსენებაც სთხოვეს. “დიახ, მახსოვს, რომ სარაგოსაში უკვე ნათამაშები მაქვს. ეს ათიოდ წლის წინ იყო და ბევრი რამის მოყოლა ნამდვილად არ შემიძლია. მთავარია, რომ სარაგოსელი ქომაგები ჩემს ტრანსფერს დადებითად შეხვდნენ და “ტვიტერზე” არაერთი თბილი გამოხმაურება დამიტოვეს. აღნიშნულითაც ვმსჯელობ, რომ ამ ქალაქში კალათბურთი ძალიან უყვართ”.

ქართველ ფორვარდს გასულ ევროპის ჩემპიონატსა და სიენას “მონტეპასკიში” მიღებულ გამოცდილებაზეც დაეკითხნენ: “იმედი მაქვს, რომ “სარაგოსაშიც” ისეთივე მნიშვნელოვანი როლი დამეკისრება, როგორც ეს ეროვნულ ნაკრებშია. რაც შეეხება “მონტეპასკის”, ახალს ვერაფერს გეტყვით. ყველამ იცის, რომ სიენელებს უძლიერესი გუნდი ჰყავთ, თუმცა, ახლა მე აქ ვიმყოფები და მთავარი ესაა. იტალიური კლუბის მაისურით ევროლიგაში ვითამაშე, ამჯერად კი სარაგოსელებს ევროთასზე დავეხმარები”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდისთვის “სარაგოსა” პირველი ესპანური კლუბი არ გახლავთ. წლების წინ იგი მადრიდული “ესტუდიანტესის” ღირსებას იცავდა და პირენეებზე პირველი “ნათლობა” სწორედ მაშინ მიიღო. “აღნიშნული 7 წლის წინ იყო და ცხადია, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად გახლდათ. ახალგაზრდა ვიყავი და გუნდშიც ლიდერის როლს ნამდვილად არ ვასრულებდი. თუმცა, მაშინდელი გამოცდილება მაინც ძალიან დამეხმარება”.

და რას ფიქრობს ვიქტორი ახალ თანაგუნდელებსა და სარაგოსელთა შანსებზე? “რუდეზის, ტაბუს და ნორელის წინააღმდეგ მითამაშია და მათ ვიცნობ. აღარაფერს ვამბობ შერმადინზე, რომელთან ერთად ნაკრებში ხომ ვირჯები და გარდა ამისა, გიოს საკლუბო დონეზეც 4-ჯერ დავპირისპირებივარ. პირველ ეტაპზე 4 კალათბურთელის ცნობა, ალბათ, საკმარისია (იცინის). დარწმუნებული ვარ, ამ და სხვა ბიჭებთან ერთად საკმაოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ესპანეთის ჩემპიონატში ფლეი ოფში აუცილებლად უნდა გავიდეთ, ევროთასზე კი “ოთხთა ფინალში” გასვლისთვის ვიბრძოლებთ”, - დასძინა “ვიკამ”.

როგორც აღვნიშნეთ, პრეზენტაციის შემდეგ, სანიკიძემ და ტაბუმ არაგონელთა მაისურით პირველი ვარჯიში ჩაატარეს, თუმცა, მანამდე კალათბურთელებმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარეს. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ქართველი და ბელგიელი კალათბურთელები სრულიად ჯანმრთელნი არიან.

აღნიშნულით “სარაგოსამ” ახალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტება დაასრულა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის აბოსმა და სპორტულმა დირექტორმა ვილი ვილარმა კი ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ახალწვეულებისგან წარმატებულ თამაშს ელიან.

“სანიკიძის და ტაბუს ტრანსფერებით, შემადგენლობა საბოლოოდ დავაბალანსეთ. ეს კალათბურთელები ჩვენთან იდეალურ ასაკში მოდიან და საკმაოდ გამოცდილება და ამბიცია გააჩნიათ, რათა გუნდს დახმარება გაუწიონ. ვფიქრობ, “სარაგოსას” გულშემატკივრებს საკმარისი საფუძველი აქვთ, რომ გუნდისგან წარმატებულ სეზონს ელოდნენ”, - აღნიშნა ვილარმა.

გასული ტრანსფერებისგან ბევრს ელის არაგონელთა დამრიგებელიც. აი, რა განაცხადა აბოსმა სანიკიძის შესახებ: “ვიქტორის პოზიციაზე მოთამაშის დამატება ძალიან გვსურდა და მოხარული ვართ, რომ სანიკიძის გადაბირება მოვახერხეთ. მის თამაშს კარგა ხანია ვაკვირდებოდი და ისიც ვიცი, იტალიაში როგორ ასპარეზობდა. ქართველ კალათბურთელს გუნდისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია”.

“სარაგოსას” ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ 5 საკონტროლო მატჩი ელის, რომელთაგან უახლოესს დღეს ლოგრონიესის სპორტის სასახლეში “კლავიხოს” წინააღმდეგ გამართავს. მოსალოდნელია, რომ ახალი გუნდის რიგებში, გიორგი შერმადინის მხარდამხარ, ამ მატჩში ვიქტორ სანიკიძე პირველად ითამაშებს.
[Pasuxi][Cit]|
3. Dstori (Off)
[ 24 Sep 2013, 9:41 ]

4. Dstori (Off)
[ 24 Sep 2013, 9:43 ]
ესპანურმა “სარაგოსამ”, რომელშიც უკვე 2 ქართველი კალათბურთელი – გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ირიცხება, მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და “ესტუდიანტესთან” 81:86 დამარცხდა.

სანიკიძე, რომელიც უკვე გუნდთან ერთად იმყოფება, ამ თამაშში მოედანზე არ გამოჩენილა და ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც მისი და ბელგიელი ჯონათან ტაბუს ოფიციალური წარდგენა ორშაბათს იგეგმება.

რაც შეეხება შერმადინს, მან 12 ქულა დააგროვა და თანაგუნდელთაგან შედეგიანობის მხრივ მხოლოდ სტეფანსონს და ჯოუნსს ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო.

“სარაგოსა” მომდევნო მოსამზადებელ მატჩს 24 სექტემბერს “კლავიხოსთან” ჩაატარებს და სავარაუდოა, რომ მომავალ შეხვედრაში საქმეში სანიკიძესაც ვიხილავთ.

მარიუპოლში ალეკსანდრ სავჩუკის სახელობის მემორიალზე ითამაშა გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” და ქართველმა მცველმაც ახალი კლუბის მაისური პირველად მოირგო.

დონეცკელებმა ნახევარფინალში ვოლგოგრადის “კრასნი ოკტიაბრი” 100:92 დაამარცხეს და “ბუ” გამარჯვებულთა რიგებში ერთ-ერთ საუკეთესო იყო. მისი მონაგარი 14 ქულა გახლდათ. ფინალში “დონეცკი” “ბკ კიევთან” 77:80 დამარცხდა და ამჯერად, ცინცაძემ 8 ქულა და 5 პასი მიითვალა.
[Pasuxi][Cit]|
5. Dstori (Off)

6. Mindia [Adm] (Off)
[ 24 Sep 2013, 9:44 ]
შერმადინის მერე სარაგოსამ სანიკიძეც წარადგინა. წელს ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ, დიდი არაფერი, მაგრამ რაღაც არის... იმედი მაქვს ბურჯანაძე დამკვიდრდება ევროპაში.

ცინცაძე დონეცკში იქნება, მარკოიშვილი გალათასარაიში. მეტრეველიც არის სადღაც არ მახსოვს.
იმედია მალე მოძებნიან ევროპაში გუნდებს სხვებიც თორე საქართველოში არაფერი პერსპექტივა არ ჩანს.
[Pasuxi][Cit]|
7. Dstori (Off)
[ 24 Sep 2013, 9:51 ]
ციტატა: Mindia საქართველოში პირიქით რაც იყო ისიც დაშლის პირასაა
ყველაზე მეტად მარკოიშვილი - გალათასარაია მაგარი
[Pasuxi][Cit]|
8. Mindia [Adm] (Off)
[ 24 Sep 2013, 9:53 ]
ციტატა: Dstori ხოო, მაგრამ მარკოიშვილი ბერდება სამწუხაროდ.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას