გზავნილი
1. M.Jaiani (Off)
[ 25 Aug 2013, 10:47 ]










წყარო: forum.ge
[Pasuxi][Cit]|
2. M.Jaiani (Off)
[ 25 Aug 2013, 10:59 ]
პრემიერლიგის მე-2 ტურში ფულემთან გამარჯვების შემდეგ 3-1 არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა წარუმატებელი სტარტის შემდეგ ითამაშა, როგორც ნამდვილმა გუნდმა.

"მოხარული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ვითამაშეთ, როგორც ნამდვილმა გუნდმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პასუხი გაგვეცა ყველა კრიტიკოსისთვის დღევანდელი გამარჯვებით. ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ ორი გამარჯვება ერთი თურქეთში ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მატჩში ფენერბახჩეს წინაარმდეგ და მეორე დღეს ფულემთან."

"მოხარული ვარ, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს დიდი ფეხბურთელები. ჩვენი გუნდში არიან ბრიტანელი ფეხბურთელები, რომლებიც დარწმუნებული ვარ მიიღებენ თავიანთ შანსს."

"ხალხის აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ ჩვენ ვინმეს ვიყიდით სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები." - განაცხადა ვენგერმა.
[Pasuxi][Cit]|
3. M.Jaiani (Off)
[ 25 Aug 2013, 10:59 ]
დიდი ამბავი, ფულემს მოუგე. :დ
[Pasuxi][Cit]|
4. DiGiTaL [Mod] (Off)
[ 29 Aug 2013, 23:31 ]

არსენალი დაარსდა 1886 წელს ლონდონის უბან ჰოლოვეიში მუშათა მიერ. თავდაპირველად გუნდს ეწოდა Dial Square, მოგვიანებით როიალ არსენალი. 1891-ში გუნდმა გადადგა პირველი ნაბიჯი პროფესიონალობისკენ და დაირქვა ახალი სახელი - ვულვიჩ არსენალი. იმავე წელს ვულვიჩ არსენალი დაბრუნდა მეინორ გრაუნდზე. ეს იყო მათი პირველი სტადიონი, შემდეგ ეს სტადიონი იყო ცნობილი Spion Kop-ის სახელით. პირველი სერიოზული ლიგის თამაში გაიმართა ამა წლის 2 სექტემბერს. ეს თამაში გაიმართა მეინორ გრაუნდზე და დამთავრდა 2-2.
ფრედ ბეარდსლის დახმარებით კლუბმა შეიძინა წითელი მაისურები.მცირე ბიუჯეტის გამო კლუბი ცდილობდა რომ შეეძინა იაფი ფორმები.ეს ორიგინალური ფორმა იყო მუქი წითელი გრძელი მკლავებითა.ეს ფორმა გუნდს თითქმის ეცვა 1913 წლამდე.არსენალის მოდას შემდეგ უკვე ბევრი გუნდი გაყვა. 1950 წლის შემდეგ უკვე არსენალს მეორე ფორმა ქონდა.
1982 წელს JVC პირველი სპონსორი გახდა.რომელიც შეცვალა SEGA-მ. სამი წლის შემდეგ გუნდის სპონსორი გახდა O2.
2006-07 წლის სეზონის შემდეგ გუნდის სპონსორი Fly Emirates გახდა რვა წლის მანძილზე. ჰერბერტ ჩაპმანი მწვრთნელად 1925 წლის ზაფხულში დაინიშნა.ეს ნორისის თაოსნობით მოხდა. ის არსენალს ჰადერსფილდ თაუნიდან შეუერთდა, მან სეზონი წარმატებულად დაიწყო. მისი თაოსნობით მეთოფეები პირველ დივიზიონში მე-2 ადგილზე გავიდნენ, ხოლო 1927 წელს გუნდი ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა, მაგრამ დამარცხდა კარდიფთან 1-0. მან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გადმოიყვანა არსენალში როგორებიც იყვნენ დევიდ ჯეკი, ალექს ჯეიმსი და ყველაზე წარმატებული ტრანსფერი კლიფ ბასტინის გადმოყვანა, რომელმაც გუნდში 178 გოლი გაიტანა და ეს რეკორდი მხოლოდ 1998 წელს დაემხო იან ვრაითის მიერ. ამ ტრანსფერების წყალობით არსენალი ერთ-ერთი საშიში გუნდი გახდა.ჩაპმანის პირველი ჯილდო 1930 წელს მოვიდა მან თავისი ყოფილი გუნდი ჰადერსფილდი დაამარცხა 2-0 და მოიპოვა ასოციაციის თასი

30-იანი წლები არსენალის იყო.ჩაპმანის სიკვდილის შემდეგ თავკაცი ჯორჯ ალისონი გახდა, რომელმაც წარმატებით გააგრძელა თავისი საქმე. 1933-34 წლების სეზონში ალისონმა არსენალს 3 ტიტული მოაგებინა. ხოლო 1934-35 წლების სეზონში არსენალმა ყველას გადაუარა.ლესტერი და მიდლსბრო დაამარცხა 8-0 ლივერპული 8-1 ვულვერჰემპტონი 7-0 ტოტენჰემი 6-0 განადგურდა. დრეიკმა იმ სეზონში 42 გოლი გაიტანა და ამ რეკორდის დამხობა ვერავინ შეძლო. ჰაიბერის აღმოსავლეთ ფასადი ყველაზე ისტორიული მნიშვნელობის იყო და დღესაც არაა დანგრეული იმის მიუხედავად რომ გუნდი ემირეითზეა ხელმძღვანელობის თხოვნით ეს ისტორიული სტენდი არ დაანგრია სამშენებლო კომპანიამ.

მეორე მსოფლიო ომი ცუდათ დაეტყო არსენალს და მთელ ინგლისურ ფეხბურთს. ინგლისის ჩემპიონატის მაგივრად რაიონული ტურნირები დაიწყო. არსენალი იქაც წარმატებებს აღწევდა.ტოტენჰემი დროებით ჰაიბერის იყენებდა თავისი საშინაო მატჩების ჩასატარებლად, რადგან მათი სტადიონის ახლომდებარე ქუჩები დაიბომბა და ცოტა სტადიონიც დაზარალდა. შემდეგ კი უკვე არსენალი და ტოტენჰემი ტოტენჰემის არენას იყენებდნენ საშინაო მატჩებისთვის რადგან ჰაიბერი თვითმფრინავების დასაფრენ ბილიკად ითხოვეს. ამიტომ ჰაიბერიც ვერ გადაურჩა დაბომბვას და ორი ჯარისკაცი შეეწირა ამას. ომის დასრულების შემდეგ არსენალი იგივე შემადგენლებითა და ხელმძღვანელობით იყო.
მეტიც 1950 წელს ლივერპული დაამარცხა ასოციაციის თასის ფინალში. ჰერბერტ ჩაპმანის მიერ შექმნილი მონახაზით არსენალმა ალისონის მეთაურობით მეორე მსოფლიო ომსაც გაუძლო. 1945 წელს კონფლიქტის დასრულების შემდეგ განახლდა პროფესიონალური თამაშები ფეხბურთში. ალისონი წავიდა და მის ადგილზე უაიტაკერი მოვიდა.უაიტაკერმა შესანიშნავად დაიწყო ასპარეზობა. გუნდს ლიდერი რონი რუკი გახდა მან 33 გოლი გაიტანა და არც ერთი თამაში არ გამოუტოვებია. ბერტი მი მწვრთნელად 1966 წელს დაინიშნა და კარგად დაიწყო მოღვაწეობა. მან გუნდში დიდი დისციპლინა დაამყარა.არსენალს მის მოსვლამდე ტიტულების ბრძოლის ჟინი დაკარგული ქონდა. მაგრამ ბერტის მოსვლამ ყველაფერი შეცვალა. მან გუნდი ორჯერ გაიყვანა ინგლისის ლიგის თასის ფინალში. მართალია ორივე თამაში წააგო მაგრამ არსენალი ისევ მებრძოლი გუნდი გახდა. 1970 წელს მან როგორც იქნა ტიტული მოიპოვა არსენალმა ანდრელეხტი დაამარცხა ევროპის თასის ფინალში ორი მატჩის ანგარიშით 4-3.
1971 წელს კი ინგლისის ჩემპიონი გახდა ჩემპიონობა კი მოსისხლე მტერ ტოტენჰემთან გაინაღდეს ანგარიშით 1-0 და ამავე წელს ლივერპული დაამარცხა ასოციაციის თასის ფინალში 2-1. მი 2001 წელს გარდაიცვალა 82 წლის
მისი ადგილი ყოველთვის იქნება არსენალის ისტორიაში.

ჯორჯ გრემი მწვრთნელად ინიშნება. ვენგერმა არსენალს ოქროს ერა შეუქმნა მაგრამ გრემიც არ ჩამოუვარდებოდა. გრემიც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე მუშაობდა მან ისეთი ტალანტები გაზარდა როგორებიც იყვნენ დევიდ როკასტელი, ტონი ადამსი, მაიკლ ტომასი, ნაიჯოლ ვინტერბურნი, სტივ ბოულდი. მან მეორევე წელს მოიპოვა ტიტული.გრემმა ასევე მეკარე დევიდ სიმენი გადმოიბირა რომელიც საბოლოოდ საუკეთესო მეკარე გახდა.მან ასევე იან რაითიც გადმოიბირა გრემმა გუნდთან ერთად უეფას თასიც მოიგო როცა პარმა დაამარცხა1-0.ფანებისთვის ის არსენალის ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელია.


დაუვიწყარი ღამე ენფილდზე
"ტომასი გაარღვია ნახევარდაცვა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.... ტომასი სწორად იქცევა ბოლოში გოლი" ეს სიტყვები თითქმის 20 წლის წინ ითქვა არსენალის ფანებს ისეთი დრამატული თამაში არ
ახსოვთ როგორიც ენფილდზე იმ დაუვიწყარ საღამოს გაიმართა. იმ წელს არსენალს სასტიკი ბრძოლა ქონდა ლივერპულთან ჩემპიონობისთვის. გრემის ახალგაზრდა ბიჭები კი ლომებივით იბრძოდნენ და არაფერს თმობდნენ.ბოლო ტური იყო ლივერპულს ფრეც აწყობდა არსენალს კი ლივერპულზე გამარჯვება ორი გოლით სჭირდებოდა. აღსანიშნავი იყო ის ფაქტი რომ ლივერპული-არსენალი იყო სეზონის ბოლო თამაში. ლივერპულის ფანები დასცინოდნენ არსენალის ფანებს თქვენ წესიერი ფეხბურთელიც არ გყაავთო. მეორე ტაიმის შემდეგ ანგარიში 1-0 იყო ალან სმიტის გოლის წყალობით.არსენალს შანსები ეკარგებოდა მატჩი მთავრდებოდა. მაგრამ ტომასმა ბოლოს თავისი სიტყვა თქვა 2-0 და არსენალი ჩემპიონი გახდა. 18 წლიანი ლოდინის შემდეგ არსენალი ინგლისურ მწვერვალებს დაუბრუნდა.

1996-ში როდესაც ვენგერი ჰაიბერიზე მოვიდა არსენალის ფანებმა საერთოდ არ იცოდნენ ვინ იყო ან რას წარმოადგენდა. ახლა კი არავისში გაცვლიან.ფეხბურთელები მიხვდნენ რომ სხვანაირ მწვრთნელთან ქონდათ საქმე.
ის იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ემირეითის დაგეგმარებისას.მან ორი დუბლი შეასრულა 1998-ში და 2002-ში. მისი თაოსნობით არსენალმა ზედიზედ 49 თამაში წაუგებლად ჩაატარა.მაგრამ ვენგერის მიღწევები ამით არ შემოიფარგლება. მან ვიეირა, პეტი, ანელკა, ლიუნგბერგი, ანრი და ფაბრეგასი აღმოაჩინა.დღეს უკვე ვენგერს ლეგენდალურ ჰერბერტ ჩაპმანს ადარებენ. როდესაც იან რაიტი ჰაიბერიზე მოვიდა მაშინვე დაიწყო გოლების გატანა.
როდესაც1997-98 წლების სეზონი დაიწყო იანის ანგარიშზე 174 გოლი იყო ოთხი გოლი აკლდა რეკორდამდე მან 2 თამაშში 3 გოლი გაიტანა 1 გოლი აკლდა იანს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მან სამი თამაში უგოლოდ ჩაატარა. ნაკრებებიდან დაბრუნების შემდეგ როცა ბოლტონი არსენალს ესტუმრა ჩრდილოეთ ლონდონში იანმა საბოლოოდ მოხსნა ბასტინის რეკორდი.არავის ეგონა რომ ეს რეკორდი დაახლოებით 8 წელიწადში მოიხსნებოდა მაგრამ 2006 წელს ანრიმ პრაღას დუბლი შეუსრულა და რეკორდიც დაამყარა.

ზედიზედ 49 წაუგებელი თამაში
49 თამაში 36 მოგება 13 ფრე არც ერთი წაგება.ეს რეკორდი ინგლისურ ფეხბურთში ჯერჯერობით დაუმარცხებელია. ამ რეკორდს საფრთხე რეალურად მაშინ შეექმნა როდესაც 90 წუთზე ნისტერლოიმ პენალტი დაარტყა,
მაგრამ ვერ გამოიყენა.მეთოფეებმა ტიტული ტოტენჰემთან გაინაღდეს თანაც სტუმრად. მატჩი 2-2 დამთავრდა და არსენალს ვეღარავინ დაეწეოდა.ეს წაუგებელი სერია გაგრძელდა 2004 წლის ოქტომბრამდე
და საბოლოოდ 49-ს მიაღწია და შეჩერდა მანჩესტერის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერმა 2-0 მოიგო მაგრამ ეს შესანიშნავი რეკორდი იყო რადგან მხოლოდ პრესტონს ქონდა ესეთი რეკორდი თანაც უფრო ცოტა 42 თამაშიანი და ეს მეცხრამეტე საუკუნეში მოხდა.
13 წუთი და ჩემპიონთა ლიგა ჩვენი იქნებოდა. 13 წუთი გვაშორებდა ისტორიულ გამარჯვებას. არსენალი პარიზში როდესაც ჩავიდა ლემანს ზედიზედ 10 თამაში გოლი არ გაუშვია. აიაქსი თუნი და სპარტა პრაღა შეგხვდნენ ჯგუფში რაც დიდი დაბრკოლება არ იყო, მაგრამ მერვედ ფინალში რეალი და მეოთხედ ფინალში ივენტუსი გამოაგდო. ვენგერის ახალგაზრდა გუნდმა განსაკუთრებით ახალგაზრდა თინეიჯერი ფაბრეგასი თამაშობდა კარგად. მან ჯერ ანრის საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო შემდეგ როლები გაცვალეს და ანრიმ სესკს გაატანინა. ვილიარეალთან მატჩის გმირი ლემანი გამოდგა, რომელმაც ბოლო წუთზე პენალტი აიღო ის გოლი რომ გასულიყო ძალიან გაგვიჭირდებოდა.ფინალიც დაიწყო და მეჩვდიმეტე წუთზე ლემანი გააგდეს მის ნაცვლად ალმუნია შემოვიდა. 37 წუთზე კი ებუესთან უხეშობისთვის ჯარიმა დაინიშნა და ანრის ჩაწოდებით კემბელმა გოლი გაიტანა 10 კაციანი არსენალი 73-ე წუთამდე მედგრად იდგა მაგრამ ახალგაზრდა გუნდი მაინც გატყდა და ორი გოლი გაუშვა. და ევროპული ოცნებაც დასრულდა

2006 წლის 6 მაისი 93 წლიანი ასპარეზობის შემდეგ კლუბი ჰაიბერის ტოვებს.ბოლო მატჩი არსენალი-ვიგანი იყო პრემიერ ლიგა არსენალს მოგება სჭირდებოდა რადგან თუ ტოტენჰემი მოიგებდა და არსენალი წააგებდა მეოთხე ადგილზე ტოტენჰემი გადიოდა მაგრა საბედნიეროდ ვესტ ჰემმა მოუგო.კაპიტანი ანრის ჰეთ-რიქით და პირესის გოლით არსენალმა 4-2 მოიგო ჰაიბერი ძალიან ლამაზი იყო ყველა ფანს წითელი და თეთრი მაისური ეცვა.ანრიმ გოლის შემდეგ მიწას აკოცა ჟურნალისტებმა კი მიზეზი რომ კითხეს განაცხადა.
"მე ამ კოცნით სტადიონ გამოვემშვიდობე".ეს სიტყვა არსენალის ფანების მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაჯდა.
[Pasuxi][Cit]|
5. DiGiTaL [Mod] (Off)
[ 29 Aug 2013, 23:32 ]
ფლამინი დაუბრუნდა არსენალს და თქვა რო ლიგის ფინალი მოსაგები დამრჩა ამ გუნდშიო :)
[Pasuxi][Cit]|
6. AC MILAN (Off)
[ 29 Aug 2013, 23:53 ]
arsenali urtules jgupshi moxvda!dzalian gauchirdeba
[Pasuxi][Cit]|
7. DiGiTaL [Mod] (Off)
[ 29 Aug 2013, 23:56 ]
AC MILAN, რაც მთავარია გავალთ ჯგუფიდან :)
[Pasuxi][Cit]|
8. AC MILAN (Off)
[ 30 Aug 2013, 0:11 ]
DiGiTaL, eg jer kidev sakitxavia!penerbaxchesnairebi ar arian jgupshi,bevrad upro dzlierebi arian.
Chemi azrit am jgupidan ver gava marseli da arsenali
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3,4,5,6,7,8,9

Gverdi:


პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას