24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე დაბადებულები ვენერის გავლენით – ნაზი, კეთილმოსურნე, მეოცნებენი არიან.
3-დან 13 ოქტომბრამდე დაბადებულები სატურნის გავლენით კეთილგონიერნი არიან , ფუფუნებისა და პატივმოყვარეობის გარეშე ცხოვრობენ.
14-დან 23 ოქტომბრამდე დაბადებულებს იუპიტერის გავლენით – უყვართ გემრიელად ჭამა, მგრძნობიარენი არიან, აქვთ მიდრეკილება ლიტერატურისკენ, უყვართ ცერემონიები.
symb-venus
ტემპერამენტი და ხასიათი
ტემპერამენტიანია, მერყეობს ბალანსის, შესაფერისი მომენტის, საჭირო სიტყვის მოძებნისას. არცერთ ნიშანს არ ჰყავს უფრო მეტი მანიაკალურ-დეპრესიული და არც გმირი ადამიანები, არც ერთ ნიშანს უკეთ არ აქვს გამოხატული დროის შეგრძნება. სასწორი ხაზს უსვამს ცოდნის როლს, უყვარს ფაქტების დაგროვება, აფასებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ინფორმაციის დამალვას ბოროტმოქმედებად თვლის. ჰაერივით თავისუფალი ცირკულირება სურთ, სძულთ სიბნელე, ცუდად განათებული ოთახები, სჭირდებათ ირგვლივ ადამიანების ყოფნა, იციან როგორ დაიპყრონ ისინი: შარმით, ალერსით, მლიქვნელობით, სტუმართმოყვარეობით, გულუხვობით, დიდსულოვნებით, ხალისიანი მომსახურებით, სხვა ადამიათა შეხედულებების გაგებით. მამაკა-ცებიც და ქალებიც მთელი ცხოვრების მანძილზე პირფერობენ, საპასუხოდ ქების, სიყვარულის, აღფრთოვანების მოლოდინში. არ შეუძლიათ არ იგრძნონ თავი პოპულარულ, ყველასთვის საყვარელ ადამიანებად, მოტყუებულად გრძნობენ თავს თუ ხედავენ, რომ ისინი არ უყვართ. გარე სამყაროზე დამოკლიდებულება ხელს უშლის მათ ორიგინალობას, ისინი უკეთ მუშაობენ სხვების იდეებზე და აუმჯობესებენ მათ. მდიდარი ზრახვებით, კეთილი ნებით აღსავსენი არიან, არ გამოირჩევიან ნებისყოფით. ტენდენცია პასუხისმგებობაზე თავის არიდება. ისინი უკეთ დაიძინებენ, ვიდრე იბრძოლებენ. ვერავის და ვერაფერს ეტყვიან უარს. ცდუნებებს შორის არჩევანის გაკეთებისას ირყევა მათი ნება, ამან შეიძლება მათი გულგრილობა, კომპრომისი, არასაკმარისი ვალდებულება, ზოგჯერ რაღაც სიძნელე, საბოლოოდ კი დანაშაულის კომპლექსი გამოიწვიოს. სასწორი ზომისა და ზომიერების ნიშანია, ისინი გაზომვის წინააღმდეგ არ არიან, მაგრამ არ სურთ შუამავლობა, მათი ისტორია შეხედულებათა სიმრავლეა, ისინი ამჯობინებენ იდეის დაკარგვას, მაგრამ იხსნიან სიცოცხლეს. სასწორმა უნდა ისწავლოს გრძნობების გამოყენება გადაწყვეტილების მისაღებად და ზეპასიურობის და საძლევად. ქალი-სასწორი ტანსაცმლის საუკეთესო მოდელებს ქმნის, ის ელეგანტურობის მწვერვალზეა. ფრთხილია, რადგან უყვარს მოთაფვლა, კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. ყურადღებას აქცევს საკუთარი ტანსაცმლის შეკერილობას, მაგრამ ყოველთვის არ არის თავდაჯერებული ფერის შერჩევაში. მამაკაცები ძალიან შეწუხებულები არიან მოდით, ზოგჯერ სნობიზმამდე, ჩაცმაში ხანდახან ქალებს ემგვანებიან.
პროფესიები
ახალგაზრდობაში, რამოდენიმე შესაძლებლობის ბალანსირებას ახდენენ. მათ სჭირდებათ დახმარება და რამოდენიმე შეთავაზების გაკეთება, არ უნდა ააჩქაროთ, არ უნდა უბიძგოთ რამისკენ, უმჯობესია რამოდენიმე მცდელობის გაკეთება. ხარჯავენ რა ბევრ დროსა და ენერგიას ისინი ადვილად იღლებიან. სამსახურში კარგად ეწყობიან სხვებს, აქვთ კოლექტივიზმის შესანიშნავი გრძნობა, მსუბუქად და ძალდაუტანებლად იძლევიან ბრძანებებს, პირველი წინააღმდეგობისთანავე შეუძლიათ განზე გადგომა და უკან დახევა, თუ ხელს მოკიდებენ სამუშაოს კარგად შეასრულებენ მას. ყველაზე კარგად მათ გამოუდით დამასრულებელი შტრიხები. ძვირფასია მათი დროისა და საჭირო მომენტის შეგრძნების ზებუნებრივი უნარი, ის ვერ აქცევს მათ შემთანხმებებლებად. არსებობს დილეტანტობის საფრთხე. საუკეთესო გამოყენება ყველაფერი რაც დაკავშირებულია მოდასთან და გართობასთან: მოდელიერი, დეკორატორი, ხელოვნების ნიმუშების, ანტიკვარების გამყიდველები, წიგნის გაყიდვის აგენტები, თეატრალური აგენტები, იურისტები, მოსამართლეები.
ხშირად ერიდებათ მოითხოვონ ის, რაც მათ ეკუთვნის, აკრიბონ ვალები, არ ამოწმებენ ანგარიშებს და არასოდეს არ ხდებიან ფულისა და საკუთრების მონები, მაგრამ იციან საკუთარი ბიუჯეტის განკარგვა.
სიყვარული
სასწორს განაგებს ქორწინება, მათ სხვა ნიშნებზე მეტად სჭირდებათ კავშირი პარტნიორთან, რათა თავი სრულყოფილად იგრძნონ. სასწორი _ გონიერებით მართვად ქალწულსა და სურვილებით მართვად მორიელს შორის გადებული ხიდია. ხიდი დაკიდული და მერყევია, აღნიშნავს აგრეთვე კაცობრიობის დასასრულს, რაც ნიშნავს შეზღუდულ ენერგიას, მოკლე სუნთქვას, ფიზიკური ძალების უკმარისობას. მათ არ უყვარდებათ ერთი შეხედვით, არ არიან შეპყრობილი გრძნობებით. სასწორისთვის ვენერა დამატებით სიყვარულს ნიშნავს, სასწორის ინდივიდუალური და სოციალური პორტრეტის დასრულებისას უნდა აღინიშნოს, რომ მის ძირითად თვისებას წარმოადგენს ადამიანებთან შეწყობის უნარი, საზოგადოებისთვის თავის მოწონება. სასწორი სენტიმენტალურია, მას არ შეუძლია არ იყოს ნაზი, მოთხოვნა საზოგადოებრივ აღიარებაში ზოგჯერ აიძულებს მას ლამაზი სახე ან მომგებიანი მდგომარეობა ამჯობინოს შინაგან სიღრმესა და შეთავსებადობას, შეუძლია დაქორწინდეს მხოლოდ ნახევარი გულის კარნახით. სასწორი დამყოლია და ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა. მის სხეულს არ ყოფნის ინსტინქტი, ამიტომ ის უნდა შეივსოს ჭარბი, ზოგჯერ პორნოგრაფიული წარმოსახვით. ის თითქმის ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დარჩეს მარტო და ჰქონდეს დიალოგი. ქალი სასწორი ნაზი და თავბრუდამხვევია, ნებისმიერ მამაკაცთან შეუძლია ადაპტირება, ზოგჯერ თავგანწირვამდე და მაზოხიზმამდეც კი. ისინი იდეალური დამხმარეებია, რომლებიც ქმრის წარმატებაში პოულობენ ბედნიერებას, მაგრამ მათაც შეუძლიათ განზე გახედვა და ბედნიერების ძებნა თუ არ გრძნობენ თავს საყვარელ ადამინად. სწრაფად მშვიდდებიან. მამკაცი სასწორი არ განასახიერებს დამპყრობელს, ის ხშირად პირველ ნაბიჯს ქალისგან ელოდება. თუ ქალი არ გადადგამს პირველ ნაბიჯს, თავს არასაჭიროდ და უარყოფილად გრძნობენ, ნებდებიან და სხვაგან ეძებენ წარმატებას. აქვთ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ვინმესთან მლიქვნელობის მისწრაფება. თუ სასწორი დარწმუნებულია, რომ ის სასურველია და რჩეულის ყურადღების ცენტრს წარმოადგენს არ არსებობს პარტიონირი მასზე თავბრუდამხვევი, დიდსულოვანი და დამყოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში სასწორი მოღუშული და ცივი ხდება, ადვილია მასზე ზემოქმედება. მას ქალების იმედი აქვთ წარმატების და მიზნის მიღწევაში.
2. B I B I(Off) [ 24 Sep 2013, 14:41 ]
aha pirvelad vigrdzeni tavi damnashaved imis gamo rom sasworis nishans warmovadgen. Sad naxet es yvelafer [Pasuxi][Cit]|
3. LILITH
[Mod] (Off) [ 24 Sep 2013, 14:47 ] ციტატა: B I B I ეს ზოგადი დახასიათებაა მხოლოდ შენი პირადი თუ გინდა, ნატალური რუკა უნდა შეადგენინო [Pasuxi][Cit]|
4. B I B I(Off) [ 24 Sep 2013, 15:08 ]
LILITH, ar var astrologiis morwmune mimdevari asevtqvat tumcaga nebismieri adamiani agmoachens tavis nishanshi sakutar tavs, isic mxolod imitom romrame tviseba mainc daemtxva am zgva daxasiatebidan. Anu es ubralod damtxvevaa [Pasuxi][Cit]|
5. LILITH
[Mod] (Off) [ 24 Sep 2013, 15:15 ] ციტატა: B I B I ნატალური რუკა თვისებები არაა მხოლოდ და მიმდევრობაც არ უნდა,რავი [Pasuxi][Cit]|
6. B I B I(Off) [ 24 Sep 2013, 15:20 ]
LILITH, rom gadadga nabiji naturalur rukamde misasvlelad xom unda gjerodes amis, ise xom azri ar iqneba, an ratom unda gaarkvio ise ubralod.
arada vercerti ruka ver gamcems sakutar tavze uket sakutari arsis, raobis, arsebobis mizezis shesaxeb pasuxs [Pasuxi][Cit]|
7. LILITH
[Mod] (Off) [ 24 Sep 2013, 15:22 ] ციტატა: B I B I ნუ რავი,ეგ შენი საქმეა,თუმცა ნატალური რუკის მეშვეობით ბევრი რამის გაგება შეიძლება,თუ არ გჯერა მაშინ ნუ გააკეთებ [Pasuxi][Cit]|
8. Mon Ami
[Adm] (Off) [ 10 Oct 2013, 22:42 ]
ქალი სასწორი (ლინდა გუდმანი)
ყოველ ქალში მამაკაცური საწყისია და პირიქით, აღნიშნული შეფასება ყველაზე მეტად სასწორებს ეხებათ. ქალი სასწორი შეიძლება იყოს ნაზი, ისაუბროს დაბალი და რბილი ხმით, ატაროს მაქმანებიანი კაბა, მაგრამ მთელი ქალურობის, სასიამოვნო მანერებისა და მომხიბლაობის მიღმა, ასევე შესაძლებელია, გასაოცარი სიმსუბუქით მოირგოს შარვალი, სხვათაშორის, მათ ეს სტილიც ძალიან უხდებათ. მისი გონებრივი შესაძლებლობები გამყარებულია მამაკაცური ლოგიკით, ნებისმიერ დისკუსიაში კარგ პარტნიორობას გაგიწევთ. მეტიც, შესაძლოა მამაკაცსაც კი აჯობოს საუბარში, თუმცა, მისი ქალური მხარე ყოველთვის ტაქტიანია, ამიტომ ის მამაკაცზე გამარჯვებას აშკარად არასდროს უსვამს ხაზს, ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ მასზე არ იქორწინებთ, ან თაფლობის თქვეს არ დაასრულებთ. მასზე მზრუნველობის პერიოდში არასდროს მოგიგებთ ჭადრაკში, მაგრამ არც გამჭრიახ გონებას დამალავს ლოყებზე გაჩენილი ფოსოების მიღმა. ადრე თუ გვიან მის გონებრივ ძალებთან შეჯახება მოგიწევთ. ნებისმიერი საკითხი, რომელიც მის მიერ განიხილება, ყოველმხრივ შეფასებას გადის, ყოველ დადებით და უარყოფით მხარეს შეისწავლის, სავსებით მოსალოდნელია, დისკუსია მონოლოგის რეჟიმში აწარმოოს. ლოგიკის წყალობით დაგარწმუნებთ ისე, რომ თქვენ ერთადერთი რაც შეიძლება დაკარგოთ-სიამაყეა. მაგრამ არ ინანებთ აღნიშნულზე, ვინაიდან უმეტესად მართალია. მისი საბოლოო გადაწყვეტილება ხომ ზედმიწევნით გათვლილია. ახასიათებს ყველაფრის ორჯერ აწონვა, რათა დარწმუნდეს, რომ არაფერი გამორჩა ყურადღების მიღმა. ფლობს უნარს სრულად გააოცოს მამაკაცი, რომელსაც რომანტიკა, ან თანამშრომლობა ესაჭიროება. მისი გონება მიმართულია სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ. მეორე მხრივ კი, მისი აზრების უმრავლესობა დიპლომატიურად ტაქტიანია, რაც დარტყმის სიმძლავრეს ამსუბუქებს. ყოველთვის სამართლიანად ყოფნის სურვილი მას ყველაფრის აწონ-დაწონვისკენ უბიძგებს. ქალი სასწორი არ მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რასაც ფიქრობს ყოველთვის მართალი და საბოლოოა, თქვენი მოსაზრებაც იმდენსავე ყურადღებას იმსახურებს, რამდენსაც მისი, სანამ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებამდე არ მიხვალთ, რომელიც თქვენს ერთობლივ დასკვნებს ეფუძნება.
ქალი სასწორების უმრავლესობას საკუთარი კარიერა აქვს. მას ფული ესაჭიროება, რომ მისთვის სასურველი ნივთების შეძენა შეძლოს, ლამაზად ჩაცმის მოყვარულია, ძვირფასი სუნამოები მოსწონს, კლასიკური მუსიკა და რა თქმა უნდა, თქვენ უყვარხართ. ალბათ, გიკვირთ, რომ მასში რაღაც მამაკაცურიცაა, მაგრამ ვეჭვობ, გაგიჭირდებათ კაცური ჭკუის ლამაზად დავარცხნილი თმების მიღმა დანახვა. ცუდ საზოგადოებაში თავს საშინლად გრძნობს, სწორედ ამიტომ ესაშიროება მას ფულადი სახსრები, აღნიშნული მდგომარეობიდან რომ დააღწიოს თავი. თუკი არსებობს ქვეყნად, რასაც ის ყველაზე მეტად უფრთხილდება, ეს მისთვის საყვარელი მამაკაცია, რომელსაც უვლის და აფასებს. მისთვის მარტოობა მავნებელია. არც შესწევს უნარი, მარტოკამ იცხოვროს. ქალი სასწორების უმრავლესობა, რომლებიც ასტროლოგთან კონსულტაციაზე მიდიან ერთსა და იმავე კითხვას სვამენ: როდის შევხვდები იმ ერთადერთს? მისთვის ქორწინება ორი სულის ერთობაა და ისევე როგორც, სამსახურის მიმართ, ამ საკითხშიც მკაცრი წესები აქვს. თქვენ პრეზიდენტი ხართ, რომელსაც პატივისცემით ეპყრობიან, ის კი კომისიის წევრია, რომელიც შეცდომების დაშვებისგან გიცავთ. ის თანამშრომლობისთვისაა შექმნილი. თქვენს ნებისმიერ ინტერესში ჩაერთვება, თქვენი ჰობი, მისი ჰობია, ამავდროულად, ის ყოველთვის თქვენი მორჩილი იქნება, თუ კარიერის შეცვლას, ან სხვა ქალაქში გადაადგილებას განიზრახავთ, სრულიად თავისუფალი იქნებით გადაწყვეტილების მიღებაში, მისი როლი არასასიამოვნო სიტუაციების რეგულირება და იმპულსური გადაწყვეტილებებისგან თქვენი დაცვაა. გზაზე დაბრკოლებად კი არ გექცევათ, არამედ არსებული პრობლემების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. საშუალოდ განვითარებული სასწორი ქალიც კი ძალიან ინტელიგენტი და საოცარი ანალიზის უნარით დაჯილდოვებულია. იშვიათად აძლევს თავს უფლებას, გადაწყვეტილება ემოციებზე დაყრდნობით მიიღოს. თქვენს ბანკირზე უკეთეს რჩევასაც კი მოგცემთ. აღნიშნულს კი იმდენად დახვეწილად და კეთილგანწყობილად აკეთებს, შესაძლოა გაოცდეთ. მის რკინის ხელს მაქმანის ხელთათმანი იფარავს და თქვენი სწორ გზაზე დაყენებაც კი შესწევს, ისეთი გზით, თითქოს გადაწყვეტილება თქვენ გეკუთვნოდათ. ვერძებს, მორიელებს, ლომებს და კუროებს, როგორც წესი, ის პედესტალზე აჰყავთ, აღმერთებენ მას და ეს სავსებით სამართლიანია. სასწორთან ერთად ცხოვრება ერთდგვარი ჯილდოა. ის არასდროს გახსნის თქვენს ელექტრონულ ფოსტას, მას ეს უბრალოდ აზრადაც კი არ მოუვა. არ გამოიტანს თქვენს საიდუმლოებებს სააშკარაოზე, არ ჩაგაყენებთ უხერხულ სიტუაციაში თქვენს უფროსებთან. პირიქით, გასაოცარი ღიმილით მოაჯადოვებს მას. მაშინაც კი, როდესაც წონასწორობას კარგავენ, ადრე თუ გვიან, ჰარმონიაში მოდიან, გექნებათ მომენტები, როცა იფიქრებთ: ანგელოზია, თუ ეშმაკი? მაგრამ ანგელოზი უფრო ხშირად ვლინდება მასში. არ მოგაკლებთ სიყვარულის ფიზიკურ გამოხატვას, ის ხომ სენტიმენტალური და მგრძნობიარეა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ უარყოფით მხარეებს ზედმიწევნით სწვდება, მისი ღიმილი, ნაზი შეხებები, ხშირი კოცნები და მოხერხებული გონება ამ ყველაფერს ფარავს. თქვენი სახლი გლამურული ჟურნალის ყდას დაემსგავსება, უმეტესობა ქალი სასწორებისა ვერცხლს ანიჭებს უპირატესობას, მოსწონს კარგი ღვინო, სასიამოვნო მუსიკა, მრავალფეროვანი მენიუ. მისი მთავარი მოწოდება ქალად ყოფნაა.
ქალი სასწორი ერთდროულად ძლიერი და სუსტია, მსგავსი ბალანსის შენარჩუნება არც თუ ისე ბევრს შესწევს. შესაძლოა, მისი ნარნარა მანერების შემყურე, იფიქროთ, რომ დაუცველია, მაგრამ ცდებით. რთულ სიტუაციებში ის თითქოს ათობით ფოლადისგან იქნება გამოძერწილი. შესაძლოა, ვერც შენიშნეთ, მაგრამ როცა ოჯახი რთულ სიტუაციაში იმყოფება, სწორედ ისაა ადამიანი, რომელიც გემს დაღუპვისგან იხსნის. მართალია, არ მსურს თქვენი მამაკაცური ღირსების შელახვა, მაგრამ დაფიქრდით, რამდენად გესაჭიროებათ ხოლმე მისი დახმარების ხელი, მისი გააზრებული რჩევა. მისი ღირსებებიდან ერთ-ერთი ღირებული ისაა, რომ დიპლომატიურად მალავს გამჭრიახ გონებას გასაოცარი ქალურობის მიღმა.
შვილები ეყვარება და მათზე იზრუნებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თქვენ მისთვის ყოველთვის უმთავრესად დარჩებით. თუ ბავშვების განებივრებას დაიწყებთ, აღზრდის პროცესში მკაცრად ჩაერევა, მისი შვილები ხომ ყოველთვის მოვლილები და აღზრდილები არიან. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბავშვის გაჩენისა, ისევ და ისევ თქვენთვის სიამოვნების მონიჭებაა, თქვენი გაბედნიერება.
იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა უკიდურესობებში გადავარდეს. ისეთი მომენტებიც ექნება, როცა გრძელვადიან სიჩუმეს ამჯობინებს, მაგრამ აღნიშნული დიდხანს არ გასტანს, მისი პინები ხომ თავისით მოდიან წონასწორობაში, თუმცა თქვენც შეგიძლიათ თქვენი წილი დახმარების ხელი გაუწოდოთ. როცა სასწორის ერთი მხარე შესამჩნევად დაბლა დაიწევს, დაუმატეთ მას სიყვარული და აუცილებლად აიწევს, თუ მეორე მხარემ სევდისგან ჩამოიწია, თანაგრძნობითა და გაგებით შეუმსუბუქეთ ის.
სხვა რომელ ქალს შესწევს უნარი, გამოიყურებოდეს პრინცესასავით, როცა ბალზე მიდიხართ, ან სრული გარდასახვა განიცადოს და გამოგეცხადოთ მძიმე ბათინკებში, ქურთუკზე ელვა შეკრული და ხეების ჩეხვაში დაგეხმაროთ? თუ ამ ქალზე ჯერ კიდევ არ დაწერილა სიმღერა, შექმენით საკუთარი მელოდია, ვალსის რითმში და თქვენს სასწორს მიუძღვენით! [Pasuxi][Cit]|