გზავნილი
1. professor (Off)
[ 21 Sep 2013, 20:38 ]
პირველ რიგში ყველას გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ პოსტი. :)
ფორუმში ბევრი ვაპ/ვებ მასტერი ვართ, ჩვენი აქ ყოფნის მიზანია, რომ უფრო მეტი ვისწავლოთ, მეტი ადამიანი დაგვეხმაროს პროგრამირების სწავლაში.

ადრე იყვნენ ამ ფორუმში ისეთი პროგრამისტები, რომლებისგანაც ბევრს ისწავლიდით, მე ამ ფორუმმა ჩემი ცოდნის 50% მაინც მასწავლა, ეხლა ასეთი ადამიანები უფრო ცოტა შემორჩა ფორუმს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანის ინტერესებშია ის, რომ ჩვენი განყოფილება ძლიერი იყოს და მარტივად შეგვეძლოს ჩვენთვის საინტერესო საკითხების მოძიება.

ჩვენ გადავედით ახალ ფორუმზე. მისამართი და სკრიპტი კი იგივეა, მაგრამ ეს განახლება გადაწყდა იმიტომ, რომ წინა ფორუმში დაშვებული შეცდომები აქ აღარ გაგვემეორებინა და საძირკველიც ისეთი ხარისხიანი ქონოდა ფორუმს როგორიც ბოლო სართული. ამას მხოლოდ მე ვერ მოვახერხებ და მინდა ყველა ვაპ/ვებ მასტერი ჩავერთოთ ამ საქმეში, ჩვენი განყოფილება საუკეთესო უნდა იყოს. :)

ამ ფორუმში აღარ მინდა არსებობდეს "ვაპ მასტერ საუბრები". ეს თემა არის ოფტოპი ვაპ მასტერებისთვის და ბევრს არც აინტერესებს შესაბამისი თემის მოძებნა ან გახსნა, რადგან მანდ ყველა საკითხზე შეგიძლიათ საუბარი, რაც ვაპ მასტერულ საკითხს ეხება. ასე წინ ვერ წავალთ.

როცა ყველაფერი დალაგებული იქნება და დიდი საინფორმაციო ბაზა ექნება ამ განყოფილებას, მარტივად ისწავლის 10 წლის ბავშვიც ყველაფერს.



ეხლა ამ თემის არსი მინდა გითხრათ.
აქ მინდა რომ დავწეროთ პოსტები, მხოლოდ იმ თემებზე, რომლებიც გვაინტერესებს და ჩვენ არ გვაქვს მაგდენი ცოდნა რომ გავხსნათ. სხვა ვისაც შეუძლია დაეხმარება და გაუხსნის, შემდეგ იქ დასვავს დაინტერესებული მომხმარებელი თავის შეკითხვას და იქვე ვუპასუხებთ. მემგონი გაუგებრად არ დამიწერია და არ გავაოფტოპოთ.
თემების გახსნის დროს გთხოვთ გადახედოთ ამ თემას. პირველი პოსტი დაწერეთ ამომწურავად და გასაგებად, წინააღმდეგ შემთხვევაში ან დავხურავ და წავშლი ან დავარედაქტირებ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენი თემა ფორუმის ისტორიაში დარჩება და შეიძლება რომელიმე ადამიანს google-შიც ამოუგდოს, ამიტომ იცოდეთ ჩვენზეა დამოკიდებული ფორუმის ხარისხის შექმნა.

თუ დამეხმარებით, მეც დაგეხმარებით თქვენ და ვისაც სწავლა უნდა ყველას შეუძლია მომწეროს ნებისმიერ საკითხზე, თუ შემეძლება გიპასუხებთ აუცილებლად და გასწავლით რასაც შევძლებ, მაგრამ "სკრიპტი დამიყენე" "მოდული დამიწერე" და ასეთ წერილებს არ მივიღებ.

თქვენი იმედი მაქვს. :)
[Pasuxi][Cit]|
[ like 2 ]
2. professor (Off)
[ 22 Sep 2013, 14:57 ]
თემა გასუფთავდა და სათაურიც დარედაქტირდა.
აღარ იოფტოპოთ.
[Pasuxi][Cit]|
3. siamski (Off)
[ 29 Sep 2013, 22:09 ]
მოდერი სადაა გადაიწვა წაპ მასტერ განყოფილება :D :D :D
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 31 Jan 2020, 8:42; sul 1 -jer
4. professor (Off)
[ 30 Sep 2013, 14:26 ]
ციტატა: siamski კონკრეტულად გაინტერესებს რამე? თუ ზოგადად რა არის google გინდა? :D
[Pasuxi][Cit]|
5. EDO (Off)
[ 05 Oct 2013, 0:55 ]
saintereso statiaa girchevt caikitxot http://intsystem.org/768/le...about-csrf-intro/
[Pasuxi][Cit]|
6. Sergi (Off)
[ 06 Oct 2013, 19:17 ]
wapmaster saitebtan dakavshirebit gaxsenit ra tema
[Pasuxi][Cit]|
7. Bing (Off)
[ 06 Oct 2013, 19:31 ]
ციტატა: SaNta xX rashia sajiro?tu gaqvs proeqti,gaxseni shens proeqtze
[Pasuxi][Cit]|
8. Sergi (Off)
[ 06 Oct 2013, 19:33 ]
Bing, aramaqvs proeqti magram exa mchirdeba wapmaster saotebi da versad vpoulob arc vici da tema roiyos vnaxavdi
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას