გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 21 Sep 2013, 18:18 ]
პლანეტა: მარსი/პლუტონი.

სიმბოლო: მორიელი, არწივი, სიკვდილისნიშანი, ლამპარი, პირამიდა.

ფერები: ყვითელი, მუქიწითელი, ალისფერი, ჟოლოსფერი.

ლითონი: რკინა, ფოლადი.

ქვები: აქვამარინი, მარჯანი, ბივრილი, ლალი, მთვარისქვა, ტოპასი, მალაქიტი.

ყვავილები: მიხაკი, იორდასალამი, ქრიზანთემა,

თილისმა: ხოჭო, მორიელი, სიკვდილისნიშანი.

იღბლიანიდღე: სამშაბათი.

უიღბლოდღე: ორშაბათი, პარასკევი.

იღბლიანირიცხვები: 4, 5, 8, 9, 10, 11, 21, 100, 666.





symb-plutosymb-mars

ტემპერამენტი და ხასიათი



მორიელი – სიყვარულისა და სიკვდილის ნიშანია, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს სხვებზე. წყლის ნიშანი -ქალური, მუდმივი, გააფთრებული, ღამის, მდუმარე, მოხერხებული, ნაყოფიერი. დევიზი: “სიყვარულის სიმღერა ბრძოლის ველზე”. მარსის მიერ მართვადი მორიელი ყველაზე ახალი პლანეტის პლუტონის გავლენის ქვეშ იმყოფება. მორიელის წყალი დუნეა, თევზების (ოკეანე), კირჩხიბის (წყარო) წყლისგან განსხვავებით. მორიელს ცუდი რეპუტაცია აქვს, მას მერვე სახლს – სიკვდილის სახლს უკავშირებენ და ავიწყდებათ, რომ მთლიანად სახლი არის სიმდიდრე, მემკვიდრეობა. მუდმივ თუ ცვალებად მორიელს უზარმაზარი წინააღმდეგობა გააჩნია და ფენიქსივით შეუძლია აღსდგეს. მორიელზე ბატონობს მარსის ორი თვისება: ეროტიზმი და აგრესიულობა. ეს ტიპი მთელი ძალით ცხოვრობს წარმატებებისა და წარუმატებლობის მონაცვლეობით, მშრალი და გვალვიანი მარსი მორიელს სიჯიუტეს და სიფიცხეს ანიჭებს, მას მებრძოლის თვისებები აქვს. მორიელის ენერგია საშიშია, ისევე როგორც ვერძისა. მორიელი სიყვარულისა და სიკვდილის გაორება, ენერგია, დრამა, ვნება, საიდუმლოება, ინდივიდუალიზმი, ბუნტია. პლუტონი სულის სიღრმის, ეშმაკისეული სახის განსახიერებას ახდენს, მორიელი განისაზღვრება ფარული სიცხოველით და თავს დამაჯერებლად და უცილობლად იმკვიდრებს. ეს ვლინდება ხელშეუხებლობასა და მოუწესრიგე¬ბლობაში, ცხოვრებისეული სწრაფვების შეკავებში, შიდა კონფლიქტებში, და იწვევს ჰაერის უკმარისობას და ნერვოზს (სასტიკი პლუტონი ხსნის არსებობის ღრმა შინაარსს). ძალაუფლების მოყვარული, გააფთრებული, ინსტინქტური ხასიათის მქონე შეუწყნარებელია მაშინაც კი, როდესაც ცეცხლი ინფანტილურობით არის შენიღბული. მორიელი ძლიერი ვნებების მატარებელია, მთვლემარე, მაგრამ არა უსიცოცხლო, ეს ხასიათი არ იცვლება. კმაყოფილია თავისი თავით, მიუხედავად გარეგნული თვისებებისა. მან იცის თუ რა სურს. მისი ბუნების არსი გადაწყვეტილების მიღებაშია, უშრეტია სიცოცხლის წყურვილი. ვერ ეგუება ვერანაირ ძალდატანებას. ანარქიზმამდე დაუმორჩილებელია თუ მას ეწინააღმდეგებიან. ინდივიდუალისტია, არ უწევს ანგარიშს საზოგადოებრივ აზრსა და წეს-ჩვევებს. არაჰარმონიული ცის ქვეშ არის დაბადებული. მისი გადაწყვეტილებები უცვლელია. ცხოვრებისთვის შეიარღებულს აქვს თავდაცვის უნარი. არ ეშინია თავდასხმის, ძლიერი ნებისა და სიმტკიცის წყალობით. დიდია მორიელის გავლენა სხვა ნიშნებზე. ის ერთი შეხედვიდან აღწევს სხვის სულში: თავად უნდობელი, შეუღწევადი და მიუწვდომელია. ის არ ცდილობს ვინმეს მოხიბვლას, მაგრამ აქვს ძლიერი და მომთხოვნი მგრძნობელობა. სურვილების განხორციელება ამოუცნობი გზით ათავისუფლებს, ამაღლებს და ამშვიდებს მას. არ არის მოლაყბე და ექპანსიური, შრომის მოყვარეა და მეტ-ნაკლებად სადო-მაზოხისტი. აგრესია და ეროტიზმი ყველაზე დამღუპველი და ნაყოფიერი ნიშანია. ქალი მორიელი შესანიშნავი კულინარია, ფიზიკურად საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი, ძლიერი კიდურებით და დიდი შრომისუნარიოანობით. მთლიანობაში აქტიური, ამაყი, თავშეკავებული, მომთხოვნი, ცნობისმოყვარე, მიზეზიანი, ჩაფიქრებულია. მკვლევარები და დამკვირვებლები არიან, შურიანები, ირონიულები და წინააღმდეგობრივი. მათი აღელვება ადვილია. აქვთ სიკეთის უნარი, მიდრეკილება მაგნეტიზმისა და ძლიერი სექსულობისაკენ; რეფორმისტები არიან, ზოგჯერ ნათელმხილეველები, შეუძლიათ მოზომონ თავიანთი ქიმერული გეგმები და კონსტრუქციულად გამოიყენონ თავიანთი ნება. უყვართ ბრძოლა, არასოდეს არ ეცემიან სულით სიძნელეების გადალახვისას. ჰყავთ ბევრი შვილი, მათ შორის შეიძლება შეგვხვდეს საბედისწერო ქალის ტიპი.



პროფესიები



მათგან გამოდიან ქირურგები, მეზღვაურები, ქიმიკოსები, მეშახტეები, მექანიკოსები, თუ ცუდი ხმა არა აქვთ, კარგი საესტრადო ან საოპერო მომღერლის კარიერა ელოდებათ. მორიელში შესანიშნავად არის ბალანსირებული გონიერება და ემოციები და თუ ის მაღალი ინტელექტის მქონეა შეუძლია იყოს ფილოსოფოსი და ეძიოს ცხოვრების აზრი.



სიყვარული



მორიელი მგრძნობიარე ბუნებისაა, აქვს მისწრაფება სიუხვისაკენ, მათ შორის სიყვარულშიც. ის თითქოს ამისთვის არის შექმნილი, ამისკენ მიისწრაფის მთელი თავისი არსებით, მორიელი არ უშვებს მარცხს, იცის საკუთარი მომხიბლელობის ფასი. თუ ხდება ისე, რომ ქორწინება შეუძლებელია, მორიელს თავისი რჩეული კიდევ უფრო ძლიერ და ნაზად ეყვარება, ვიდრე კანონიერი ცოლი ან ქმარი. ის მხოლოდ საკუთარ გულს უგდებს ყურს, მამაკაცი მორიელი არ ავლენს ხალხში საკუთარ გრძნობებს, ხალხში ის უხეში, უყურადღებო და მკაცრია, განმარტოებით კი აღიარებს ჭეშმარიტ დამოკიდებულებას. ძალიან ეჭვიანია, ქალი მორიელი, ნაწილობრივ, ჯადოქარია. ის მეექვსე გრძნობით ერთი შეხედვით ცნობს მის მომავალ რჩეულს, რომელსაც სხვა გზა არ რჩება თუ არა დაემორჩილოს მის ჯადოსნურ გრძნებებს. ქალი მორიელი უჩვეულოდ ვნებიანი ბუნებისაა. მათთვის ვნებიანობას მხოლოდ სასიყვარულო სიამესთან აქვს კავშირი. ის მსგავს გრძნობებს განიცდის ირგვლივ ყველაფრისადმი: მას ან დაჟინებით უყვარს ან სიგიჟემდე სძულს. ქალი მორიელი საშინლად ეჭვიანია, არ უყვარს როდესაც მასზე ეჭვიანობენ, ხოლო ამისგან თავის შეკავება ძალზე ძნელია, ვინაიდან ის მეტისმეტად იქცევს ყურადღებას.


წყარო geoastro.ge



[Pasuxi][Cit]|
2. Eichmann (Off)
[ 24 Sep 2013, 15:07 ]
95 % ჩემზე სიმართლეა.
[Pasuxi][Cit]|
3. echo (Off)
[ 30 Sep 2013, 0:59 ]
ციტატა: LILITH ანა იცი რა მაინტერესებს? ეს მაღლა რომ ფერები, ლითონი და ყვავილებია ჩამოთვლილი ეგ რას ნიშნავს? ვერ მივხვდ, ანუ ლითონიდან რკინა უყვართ, ფერებიდან ყვითელი, მუქი წითელი და ჟოლოსფერი? :) არადა ეგ ფერები ყველაზე მეტად არ მიყვარს.
[Pasuxi][Cit]|
4. LILITH [Mod] (Off)
[ 30 Sep 2013, 1:02 ]
ციტატა: echo კი არ უყვართ,მათი მფარველი ფერები და თილისმებია)
[Pasuxi][Cit]|
5. echo (Off)
[ 30 Sep 2013, 1:08 ]
ციტატა: LILITH :D უი. მეც არ ვიფიქრე რა უაზრობაა მეთქი, ბარემ მანქანები და ფეხბურთის კლუბებიც ეწეროს მეთქი. :D ისე რიცხვებში ეს 666 ყველაზე მეტად მაშფოთებს. .mda.
[Pasuxi][Cit]|
6. Nikusha (Off)
[ 30 Sep 2013, 1:33 ]
უამრავი რამე ემთხვევა :)
[Pasuxi][Cit]|
7. AC MILAN (Off)
[ 30 Sep 2013, 6:50 ]
ar mjera msgavsi ragaceebis
[Pasuxi][Cit]|
8. AC MILAN (Off)
[ 30 Sep 2013, 6:51 ]
ar mjera msgavsi ragaceebis
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას