გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 20 Sep 2013, 22:22 ]
ნატვრის ხე — თენგიზ აბულაძის 1976 წელს შექმნილი მხატვრული ტრილოგიის მეორე ფილმი გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით. დადგმული კინოსტუდიაში "ქართული ფილმი". ხანგრძლივობა — 87 წთ. სცენარის ავტორი რევაზ ინანიშვილი და თენგიზ აბულაძე. ტრილოგიის დანარჩენი ფილმებია "ვედრება" და "მონანიება"


ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი, რომელთაგანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი "ნატვრის თვალს" დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს.



თავარი პრიზი და დიპლომი რიგის X საკავშირო კინოფესტივალზე, 1977; ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი" საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1977); ჩეხოსლოვაკია-სსრკ მეგობრობის საზოგადოების პრემია, პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1978; პრემია დონატელოს "დავითი" იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე, 1979; რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1979; კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი" კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1983).






http://www.tvali.eu/index.p...atch&v=120114
[Pasuxi][Cit]|
2. VampirE (Off)
[ 20 Sep 2013, 22:27 ]
ძალიან მძიმე ფილმია ჩემთვის, სიამოვნებას არ მანიჭებს ყურება...
[Pasuxi][Cit]|
3. DaDa (Off)
[ 20 Sep 2013, 23:24 ]
Ver vitan mzaravs.ise ki lika qavjaradze ganumeorebelia
[Pasuxi][Cit]|
4. Lasha (Off)
[ 21 Sep 2013, 0:30 ]
კარგი ნამუშევარია.
პირველად რომ ვუყურე ძაან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის
[Pasuxi][Cit]|
5. x.z. (Off)
[ 24 Sep 2013, 12:36 ]
Chemi yvelaze sayvareli qartuli filmi
[Pasuxi][Cit]|
6. ***MaLeNa*** (Off)
[ 24 Sep 2013, 12:48 ]
დამთრგუნველია :|
[Pasuxi][Cit]|
7. AC MILAN (Off)
[ 24 Sep 2013, 12:50 ]
seriozuli pilmia,mand politkikac ari religiac mokled pilmi dzalian magari!

-gaulawune sheni chirime! .lolz.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას