1. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 17 Sep 2013, 1:02 ]
იტალიის დროშა:
დედაქალაქი: რომი (ასევე უდიდესი ქალაქი)
ოფიციალური ენა: იტალიური
რელიგია: კათოლიციზმი.
ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ალპები, აპენინები, პოს ველი.
უმაღლესი მწვერვალები (მ) — გრან-პარადიზო 4 061, მონბლანი 4 807 (საფრანგეთთან ერთად);
უდიდესი მდინარეები (კმ) — პო 652, ადიჯე 410, ტევერე 405;
უდიდესი ტბები (კმ²) — გარდა 370, ლაგო-მაჯორე 170 (სულ 212), კომო 146, ტრაზიმენო 128;
უდიდესი კუნძულები (კმ²) — სიცილია 25 426 სარდინია 23 813, ელბა 223
კლიმატი — ხმელთაშუაზღვიური, კონტინენტური, ალპური.
ბუნებრივი რესურსები — ვერცხლისწყალი, მარმარილო, გოგირდი, ბუნებრივი აირის და ნავთობის მცირე რეზერვები, თევზი, ქვანახშირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
მთავრობა: საპარლამენტო რესპუბლიკა
ფართობი:
- სულ 301 230 კმ2 (71-ე)
- წყალი (%) - 2,4
ვალუტა: ევრო (EUR)
ქვეყნის კოდი: ITA
დომენი: .it
სატელეფონო კოდი: 39
იტალია, ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს იტალია შვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატით. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.
იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომები — ლანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.
თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში. იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლით. წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს და ევროზონის ნაწილს. იტალია ასევე არის დიდი რვიანის, დიდი ოციანისა და ნატოს წევრი. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესი მაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ, და მეექვსე უდიდესი სახელმწიფო ბიუჯეტი.ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დასავლეთ ევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდეს თავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი.
იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.
იტალიის პირველი დონის ქვედანაყოფი რეგიონია. იტალიის შემადგენლობაში შედის 20 რეგიონი (Regione): აპულია, აბრუცი, ბაზილიკატა, ემილია-რომანია, ვენეტო, კალაბრია, კამპანია, ლაციო, ლიგურია, ლომბარდია, მარკე, მოლიზე, პიემონტი, ტოსკანა, უმბრია, ვალე-დ-აოსტა, სარდინია, სიცილია, ტრენტინო-ალტო-ადიჯე, ფრიული-ვენეცია-ჯულია. უკანასკნელ ხუთ რეგიონს ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად იყოფა. 2010 წლის მონაცემებით ქვეყანაში სულ 110 პროვინციაა. პროვინციებზე დაბალი დონის ქვედანაყოფია კომუნა, იგივე მუნიციპალიტეტი. იტალიაში 8 101 კომუნაა.
წყარო:wikipedia.org
[Pasuxi][Cit]|