1. teona
(Off)
[ 16 Sep 2013, 14:05 ]
დედა, დედიკო, დე..სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.განა მარტო ადამიანი?ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია.. ანგელოზი რომელსაც უხარია თავისი ბავშვის კარგი და ტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს ,ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხართ,უხარიხართ, ზრუნავს თქვენზე და ცდილობს არაფერი მოგაკლოთ, თგვენგან კი მხოლოდ ერთს ითხოვს,იყოთ კარგები.მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია.დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია,ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის გამზიარებელი, არასდროს დაფიქრებულხართ? როცა რაიმეს იტკენთ ან როცა ძალიან ცუდად ხართ სულ გაიძახით ხოლმე ”ვაიმე დედიკო მიშველე”, ან როცა სკოლაში მიაღწევ წარმატებას სახლში სწრაფად გინდა მიხვიდე რომ კარების გაღებისთანავე დედას ”გამარჯობის” მაგივრად შენი წარმატება მიახალო, რადგანაც იცი რომ მასზე მეტად ეს არავის გაეხარდება, როცა გულის გადაშლა მოგინდებათ, მიხვალთ და დედას მოუყვებთ ყველაფერს ,არა იმიტომ რომ შენ დაქალი არ გყავს არამედ ,იმიტომ რომ მასზე უკეთ ვერავინ გირჩევს და გაგიგებს. ...
და ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ მიჩნდება კითხვა: დედა უბრალოდ ადამიანი თუ ანგელოზი?იცით ამბობენ ანგელოზები არ ტირიანო, მათ არ შეუძლიათ იგრძნონ რა არის ცრემლი, სწორედ ეს მაფიქრებს და ეჭვს მიჩენს რომ დედა უბრალოდ ადამიანია და არა ანგელოზი..უფრო მეტიც ის პიროვნებაა.. მას შეუძლია ტირილი და ტკივა კიდეც ძალიან ხშირად ჩვენს გამო. იცით რაოდენ გულის მომკვლელია დედის ცრემლი?როცა ხედავ მის ზღვისფერ თვალებს ,რომლებიც ერთ დროს ანათებდნენ უცებ ქრებიან და უსიცოცხლო თვალებს ემსგავსებიან, სწორედ ამ დროს გივლის ტანში ჯრუანტელი,პულსი თითქმის ჩერდება და შენს თვალზეც მოდის ცრემლი, ცრემლი სინანულის, გულისტკვილის ,დარდის და ბოლოს, ცრემლი საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების და საშინელი ტკივილის რადგანაც შენ დედა აატირე,მისი ცრემლი კი ყველაზე წმინდა ,სათუთი და სპეტაკია,ნუ გააკეთებთ იმას, რაც დედას ატკენს და ცრემლს დაჰბადებს მის ცეცხლის ალივით მოკაშკაშე თვალებს,იყავი კარგი, რომ შეეძლოს მას შენით ამაყობა, არ რცხვენოდეს გარეთ გასვლის და ყველგან ამბობდეს რომ შენნაერი კარგი შვილი ყავს.შვილი დედასთვის ყველაზე ძვირფასი განძია რომელიც მას ღმერთმა აჩუქა,ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ-ერთი მიზეზი ხარ.. ყველაზე კარგი,გამორჩეული, ლამაზი და ამასთანავე სათნო ქალია დედა ჩემთვის..ის ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვაა..
მხოლოდ ერთადერთს, დედას შეუძლია იცხოვროს შვილების ცხოვრებით, პასუხობდეს მათი გულის ყოველ მოძრაობას, რადგან ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად ახლობელი არსება, ვიდრე დედა...
უბრალოდ გაუფრთხილდით დედებს.. სანამ დროა მოეფერეთ მათ და ნუ ატკენთ გულს ნურაფრის გამო..
[Pasuxi][Cit]|