1. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 15 Sep 2013, 22:12 ]
თემა იხსნება Gelaodzeli_ს თხოვნით, რადგან მას სურს ფორუმელებს გააცნოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვაკანსიები. რომ იქნებ ვინმეს გამოადგეს და დასაქმდეს.
ისტორიული წყაროების მიხედვით სტატისტიკური ცნობების მოპოვება საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება. 1254-1258 წლებში მონღოლმა ნოინმა არღუნმა აღწერა საქართველოს მოსახლეობა და მათი ქონება. 1689 წლიდან, ერეკლე I-ის მეფობის ხანაში, საქართველოს სადროშოების სარდლები შვიდ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ თავიანთ სადროშოებში ხალხის აღწერას. ჩვენს დრომდეა მოღწეული XVII-XVIII სს. დავთრები, რომლებშიც ჰქონდათ აღწერის შედეგად მოპოვებული ცნობები.
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა. შესაბამისად, სტატისტიკურ საქმიანობას აღნიშნული თარიღიდან 2009 წლის 11 დეკემბრამდე ახორციელებდა როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება– სტატისტიკის დეპარტამენტი.
1998 წლიდან 2009 წლის დეკემბრამდე მოქმედებდა 1997 წელს მიღებული კანონი “სტატისტიკის შესახებ”.
დღეს საქართველოში სტატისტიკურ საქმიანობას დამოუკიდებელი სტრუქტურა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს. მისი ფუნქციონირების სამართლებრივ ბაზას 2009 წლის 11 დეკემბრიდან წარმოადგენს საქართველოს კანონი “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”.
საქსტატის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ დაწესებულებას, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. სამსახური შექმნილია “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონის საფუძველზე.
ამავე დროს, საქსტატის საქმიანობა ეფუძნება ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს.
პროფესიული დამოუკიდებლობა - სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური ან/და დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;
ობიექტურობა - სტატისტიკის წარმოებისას და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იქნეს სისტემატურობა, საიმედოობა და მიუკერძოებლობა, რაც გულისხმობს სტატისტიკის წარმოებას პროფესიული და ეთიკური სტანდარტების საფუძველზე, აგრეთვე განხორციელებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გამჭვირვალობას, ყველა მომხმარებლისათვის სტატისტიკური მონაცემების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
სანდოობა - სტატისტიკის წარმოება უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანამიმდევრულად, რაც გულისხმობს სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და რესურსების შესარჩევად სამეცნიერო კრიტერიუმების გამოყენებას, აგრეთვე სტატისტიკის წარმოებისათვის გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის საჯაროობას;
სტატისტიკური მონაცემების კონფიდენციალურობა - დაცული უნდა იქნეს დაკვირვების ერთეულთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვდა სტატისტიკური მიზნით, ადმინისტრაციული თუ სხვა წყაროებიდან. აკრძალულია ამ ინფორმაციის არასტატისტიკური მიზნით გამოყენება ან მისი უკანონოდ გავრცელება;
ეფექტიანობა - სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო დანახარჯი უნდა იყოს შედეგის მნიშვნელობისა და მიღებული სარგებლის პროპორციული.
პრინციპების გათვალისწინებით, ოფიციალური სტატისტიკის ეფექტიანი წარმოებისათვის საქსტატი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
საქსტატის ძირითადი ფუნქციებია:
1.სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
2.სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შემუშავება;
3.სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა წარმოება, რომელიც მოიცავს:
>სტატისტიკური კვლევების ჩატარებას;
>ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით;
>დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას;
>სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას;
>გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
>საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას;
4.მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;
5.ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
6.სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა.
საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავ დროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე. მას საქსტატის საბჭოს წარდგინებით საბჭოს წევრთაგან 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს არანაკლებ ერთი მოადგილისა, რომელიც ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
წყარო:geostat.ge
[Pasuxi][Cit]|
2. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 15 Sep 2013, 22:16 ]
ვაკანსიები:
ამჟამად არის შემდეგი ვაკანსიები:
>თბილისის სტატისტიკის ბიუროს მთავარი სპეციალისტი
>თბილისის სტატისტიკის ბიუროს უფროსი სპეციალისტი
>თბილისის სტატისტიკის ბიუროს სპეციალისტი
>ქ. თბილისის რეგისტრატორი საქართველოს მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში
>აღმასრულებელი დირექტორის აპარატის მთავარი მრჩეველი საერთაშორისო პროექტების კოორდინაციის საკითხებში
>აღმასრულებელი დირექტორის აპარატის მთავარი მრჩეველი მეთოდოლოგიის საკითხებში
>აღმასრულებელი დირექტორის აპარატის მრჩეველი (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში)
>აღმასრულებელი დირექტორის აპარატის მრჩეველი (შიდა კომუნიკაციის საკითხებში)
>აღმასრულებელი დირექტორის აპარატის მრჩეველი (სტატისტიკური პუბლიკაციების დამუშავებისა და გამოქვეყნების საკითხებში)
ვინც კომპიუტერით არის შეუძლია თავად ნახოს აქ
http://www.geostat.ge/?acti...d=43&lang=geo
ვინც არა მათთვის კი რამდენიმე ვაკანსიას განვიხილავ აქ და გავაცნობ პირობებს.
[Pasuxi][Cit]|
3. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 15 Sep 2013, 22:22 ]
ქ. თბილისის რეგისტრატორი საქართველოს მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში
ხელფასი: 250 ლარიდან - 300 ლარამდე
ადგილების რაოდენობა:732
ადგილმდებარეობა : თბილისი
სამუშაოს აღწერა
რეგისტრატორის ძირითადი ფუნქციები იქნება:
• ქ. თბილისში შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენის განსახორციელებლად წინასწარ დაგეგმილ სწავლებაზე დასწრება და დოკუმენტაციასთან მუშაობის შესწავლა;
• ლოკალურ ზედამხედველთან ერთად საკუთარი სამოქმედო ტერიტორიის საზღვრების დაზუსტება;
• სამოქმედო ტერიტორიის შემოვლის გზით, ინსტრუქციის წესების დაცვით, მოსახლეობის გამოკითხვა და შესაბამის დოკუმენტაციაში ინფორმაციის შეტანა;
• ინსტრუქციის წესების დაცვით, სამოქმედო ტერიტორიის სქემატურ გეგმაში ცვლილებების განხორციელება;
• სიასა და სქემატურ გეგმას შორის შესაბამისობის მკაცრად დაცვა;
• საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ შევსებული სიების და სქემატური გეგმების ლოკალური ზედამხედველისთვის ჩაბარება სამუშაოს დასრულებიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართიდაბა წყნეთი, გურამიშვილის ქ. N39
საკონტაქტო ტელეფონები2 36 72 10 (104)
დამატებითი მოთხოვნები
მოთხოვნები:
• აუცილებელია ქ. თბილისის რაიონების, ქუჩების და ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული დასახლებების განლაგების საბაზისო ცოდნა;
• სქემატური გეგმის წაკითხვისა და გარკვევის უნარი;
• სუფთად წერის უნარი;
• სასურველია სტატისტიკურ, სოციოლოგიურ კვლევებში და მოსახლეობის აღწერებში მონაწილეობის გამოცდილება;
• ქართული ენის თავისუფლად ფლობა; სასურველია რუსული და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
პერსონალური უნარები:
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება;
• ორგანიზებულობა;
• კომუნიკაბელურობა;
• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
http://hr.gov.ge/index.php?...000-9744167hr200k
[Pasuxi][Cit]|