Rogori fexburteli iyo ronaldo?
Umagresi: 60%
Araushavda: 20%
Kargi: 20%
Cudi: 0%
გამოკითხულია: 5
გზავნილი
1. G (Off)
[ 15 Sep 2013, 22:05 ]

"კიჭა" დღემდე უდიდეს
მოთამაშედ ითვლება
თანამედროვე ფეხბურთის
ისტორიაში. ბრაზილიელი
ლეგენდა ყველა დროის
საუკეთესო ფეხბურთელთა
სიაში ერთ–ერთ მოწინავე
ადგილს იკავებს.

ლუის ნაზარიო დე ლიმა
რონალდო რიო დე ჟანეიროს
ღატაკ ოჯახში დაიბადა.
ფეხბურთელს მეგობრები
დაბალი სოციალური ფენის
გამო არ ჰყავდა. მისი
ერთადერთი და განუყოფელი
მეგობარი 4 წლის ასაკში
მამისგან საჩუქრად მიღებული
ტყავის ბურთი იყო, რომელსაც
არასდროს იშორებდა.
რონალდო მთელ დროს ბურთის
თამაშს უთმობდა.
ყოველდღიურად საოცარი
მონდომებით ვარჯიშობდა –
პასებს, დარტყმებს ამუშავებდა.
თავს არ ზოგავდა. მისგან
რაკეტასავით სწრაფი,
ნებისმიერი ეზოს გუნდისთვის
სასურველი ფეხბურთელი
დადგა.
პროფესიონლურ ფეხბურთში
მისი პირველი ნაბიჯები 1988
წელს ბრაზილიურ კლუბ
"ვალკუერეში"
მოხდა. მომავალი
ფენომენი მთელი მონდომებით
ცდილობდა საკუთარი ნიჭი
ეჩვენებინა ყველასთვის. მისმა
მონდომებამ შედეგი მალე ჰპოვა
და სრულიად ახალგაზრდა 17–
წლამდელებთა ნაკრებში

მიიწვიეს. ეს კიდევ არაფერი
იყო, რონალდო 1994 წლის
მსოფლიო მუნდიალზე

წაიყვანეს სათამაშოდ. 1998
წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე
კი მსოფლიოს საუკეთესო
ფეხბურთელის ტიტული
მოიპოვა.
აქედან დაიწყო
ფენომენის დიდებული კარიერა.
მას ჰქონდა ყველაფერი:
დარტყმა, პასი, ძალა, საოცარი
ტექნიკა - სრულყოფილება.
ის მალევე გახდა შესამჩნევი და
50 000 დოლარად "კრუზერიოს"
რიგებში გადავიდა სათამაშოდ,
სადაც ერთი სეზონი დაჰყო და
ევროპული კარიერის ასაწყობად
მეორე სეზონიდან "პსვ
ეიდჰოვენის"
რიგებში ჩაირიცხა.
ეს ფეხბურთელისთვის დიდი
ნახტომი იყო. სწორედ
ჰოლანდიაში მოხდა დიდებული
ფეხბურთელის აღმოჩენა. ის
კლუბში გოლების მანქანა გახდა
და კარგი თამაშის წყალობით
მალევე ესპანური გრანდის
"ბარსელონას" ყურადღების
ქვეშაც მოიქცა. რონიმ
ჰოლანდიის ერედივიზიონი 30
გატანილი გოლით დატოვა და
საუკეთესო ბომბარდირის
ტიტულიც მოიპოვა.
"ბარსელონაში" ახალგაზრდა
ფეხბურთელი სასწაულებს
სჩადიოდა. ესპანური კარიერის
დროს ყველა ამბობდა, რომ
ბრაზილიაში ახალი პელე
დაიბადაო და ეს სინამდვილეს
შეეფერებოდა კიდეც. ის მთელს
ენერგიას დებდა ფეხბურთში და
უფასდებოდა კიდეც შრომა.
"ბარსას" მაისურით" 34 გოლის
გატანა მოახერხა და აქაც
საუკეთესო ბომბარდირის
ტიტულიც დაიმსახურა.
შემდეგი გაჩერება იტალია და
მილანის "ინტერია". მთელი
იტალია ხარობდა
"დადადოს" (ასე და–ძმა
მიმართავს)
მათთან
ასპარეზობით. ის კი იმედს არ
უცრუებდა გულშემატკივარს და
თავისი დიდებული თამაშით
ყველას გულს უხარებდა.
თითქოსდა ყველაფერი რიგზე
იყო, მაგრამ ამქვეყნად
სრულყოფილი არაფერია და
არც რონალდოსთვის აღმოჩნდა
ასე. 1999 წელს რონიმ მარჯვენა
მუხლიოს მყესი გაიწყვიტა და
მთელი ნახევარი წლით
ჩამოშორდა მოედანს. აქედან
დაიწყო დიდებული
ფეხბურთელის უიღბლო
დღეები. ბრაზილიელი დღეს და
ღამეს ასწორებდა იმისთვის,
რომ მალე დაბრუნებოდა
მინდორს. მისი შრომა ამაო არ
გამოდგა და შეძლო "ლაციოს"
წინააღმდეგ მატჩში სასტარტო
ყოფილიყო. თამაში 2 წუთის
დაწყებული არც იყო, რომ
საშინელი ტრაგედია დაატყდა
თავს, მას იმავე ფეხზე
ახალშეხორცებული მყესი
ხელმეორედ გაუწყდა. ეს
საშინელება იყო
ფეხბურთელისთვის, რომელსაც
ფეხბურთის თამაში სწყუროდა.
თითქოს ყველაფერი
დასრულდა, რადგან ექიმებმა
მას ურჩიეს თამაშისთვის თავი
დაენებებინა.
რონის კი ამის
გაგონებაც არ სურდა და ძალას
არ იშურებდა, რაც შეიძლება
სწრაფად დაბრუნებოდა
საყვარელ საქმეს. 1 წელი
მუხლჩაუხრელად შრომობდა და
სასურველ მიზანს მიაღწია. ის
მოედანზე დაბრუნდა.
მიუხედავად გადატანილი დიდი
ტკივილისა, მან მაინც
შეინარჩუნა საუკეთესო
ფეხბურთელის სტატუსი,
რისთვისაც "ინტერის" ფანებმა
მას "ფენომენი" შეარქვეს.
იტალიურ კლუბში მრავალი
ჯილდო მოიპოვა, მათ შორის
იყო "ოქროს ბუცი", "ოქროს
ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო
ფეხბურთელის ტიტული და სხვა.

2002 წელს "რეალში"
გადასვლით ესპანურ გრანდში
დიდი გალაქტიკო შეიკრიბა.
მადრიდულ კლუბში ისეთი
ფეხბურთელები ასპარეზობდნენ,
როგორებიც არიან: რაული,
კარლოსი, ფიგუ, ბექჰემი, ზიდანი
და თავად რონალდო.

ფენომენის პირველი
მადრიდული სეზონი
შთამბეჭდავი გამოდგა და მან
გააგრძელა 2002 წლის
წარმატება. "რეალთან" ერთად,
ბრაზილიელმა ლა ლიგა მოიგო
და ჩემპიონატის საუკეთესო
ბომბადირი გახდა.
მართლაც
სასწაულია ის ფაქტი, რომ მას
შემდეგ, რაც ექიმებმა მას
ფეხბურთის თამაში აუკრძალეს,
დაბრუნდა, გახდა მსოფლიოს
ჩემპიონი,
გაიტანა 8 გოლი
მუნდიალზე, დაასახელეს 2002
წლის მსოფლიოს საუკეთესო
ფეხბურთელად,
2003 წელს კი
მეორე ადგილი დაიკავა.
ბრაზილიელმა ფენომენმა ყველა
დროის რეკორდი
დაამყარამსოფლიო
ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი
გატანილი გოლებით – 15. ის
დღემდე ინარჩუნებს საუკეთესო
ბომბარდირის ტიტულს. მან
"რეალში" დიდებული წლები
განვლო, მაგრამ მისი
საფეხბურთო კარიერა
თანდათან უკან იხევდა და
საბოლოოდ მაინც მოუწია
მადრიდული კლუბის დატოვება.
Wyaro:geosports.ge
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 15 Sep 2013, 22:47; sul 1 -jer
2. G (Off)
[ 15 Sep 2013, 22:18 ]
7,5 მილიონად "მილანში" 2007
წელს გადავიდა. მიუხედავად
ასაკისა, რონალდოს მაინც
გაჰქონდა გოლები და
ეხმარებოდა მილანურ გრანდს.
ყველაფერი ნორმალურად
მიდიოდა, მაგრამ უიღბლობა
მუდმივად თან სდევდა მას და
აქაც არ მიუტოვებია. "მილანში"
ფენომენმა მესამედ გაიწყვიტა
მყესი.
ეს უკვე
ფეხბურთელისთვის დასასრულს
ნიშნავდა...
ასე არ მოხდა, მან განაცხადა,
რომ სურდა კიდევ ერთ
მუნდიალზე ეასპარეზა, რათა
აქაც დაემყარებინა რეკორდი.
ფენომენი ყველაფერს აკეთებდა
იმისთვის, რომ ოცნება
აესრულებინა. ის დაუბრუნდა
მოედანს, ამჯერად სამშობლოში,
მაგრამ ოცნება მაინც ვერ
აიხდინა 2010 წელს
მსოფლიოზე ვერ ითამაშა. ეს
ბოლო წვეთი იყო, თანაც
ფეხბურთელს კიდევ ერთი
დაავადება აღმოაჩნდა, რასაც
ჭარბი წონაც
დაემატა, ამან კი
ფეხბურთელს გადაწყვეტილება
მიაღებინა – მან საბოლოოდ
გადაწყვიტა ფეხბურთს
ჩამოშორებოდა...
''ოთხი წლის წინ, როდესაც მე
''მილანში'' ვიყავი აღმოვაჩინე,
რომ დაავადებული ვიყავი
ჰიპერტიროიდიზმით, რამაც
გამოიწვია შენელებული
მეტაბოლიზმი და შედეგად
წარმოიშვა ჭარბი წონა.
მკურნალობისთვის უნდა
მიმეღო ჰორმონები, მაგრამ მე
არ შემეძლო ამის გაკეთება,
რადგანაც ეს ფეხბურთში
დოპინგად ითვლება. ბევრი
ჟურნალისტი ხუმრობდა ჩემს
წონაზე, მაგრამ მე ეს არ მწყინს",
– ამბობს ბრაზილიელი.

რონალდოს წასვლამ დიდი
ფეხბურთიდან ყველას გული
დაწყვიტა. ფეხბურთს
დიდებული მოთამაშე,
ლეგენდარული ფეხბურთელი
ჩამოშორდა...
რიო ფერდინანდი: ''რონალდო
წავიდა ფეხბურთიდან... ერთ-
ერთი საუკეთესო მათ შორის,
რომლებიც ოდესმე
თამაშობდნენ... მხოლოდ
ტრავმებმა შეუშალა მას ხელი
გამხდარიყო საუკეთესო".
რონალდინიო: ''ძალიან
ვწუხვარ, რომ მან კარიერა
დაასრულა, ასეთი
ფეხბურთელები საუკუნეში
ერთხელ იბადებიან. დავურეკე
და ვცადე მისი მხარდაჭერა.
ტირილამდე აღარაფერი
აკლდა".
ზლატან იბრაჰიმოვიჩი:
''რონალდო - ყველა დროის
ერთ-ერთი საუკეთესო
ფეხბურთელი".
კაკა: ''რონალდო, მადლობა
ყველაფრისთვის, რაც შენ
ფეხბურთისთვის,
სპორტისთვის, ბრაზილიისთვის
და მილიონობით
გულშემატკივრისთვის გააკეთე''.
ასე შეაფასეს მოქმედმა
ფეხბურთელებმა რონის
ფეხბურთიდან წასვლის
გადაწყვეტილება. მთელი
საფეხბურთო სამყარო დიდ
მადლობას უხდის რონალდოს,
რადგან მან ფეხბურთი სულ
სხვა დონზე აიყვანა. ის
გამორჩეული მოვლენა იყო,
ასეთები ათასში ერთხელ
იბადებიან..

wyaro: geosports.ge

[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 15 Sep 2013, 22:35; sul 2 -jer
3. Dstori (Off)
[ 15 Sep 2013, 22:22 ]
თავი ქონდა მაგარი, კარგი ფეხბურთელი იყო
[Pasuxi][Cit]|
4. G (Off)
[ 15 Sep 2013, 22:25 ]
ციტატა: Dstori tavi ra pontshi?
[Pasuxi][Cit]|
5. Dstori (Off)
[ 15 Sep 2013, 22:32 ]
ციტატა: G ertadertia visac golebi ziritadad tavit gahqonda
[Pasuxi][Cit]|
6. G (Off)
[ 15 Sep 2013, 22:32 ]
Ai roni
[Pasuxi][Cit]|
7. Dstori (Off)
[ 15 Sep 2013, 22:32 ]
ციტატა: G ertadertia visac golebi ziritadad tavit gahqonda
[Pasuxi][Cit]|
8. G (Off)
[ 15 Sep 2013, 22:33 ]
ციტატა: Dstori raaa:-D.araa dzma.piriqit.dzn ishvatad gaqonda tavit.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას