1. Mana Sama
(Off)
[ 14 Sep 2013, 3:18 ]
სახელი: Fujimoto Hiroki
მეტსახელები: Juka (2002-2007) Shaura (2009-2012)
დაბადების თარიღი: 4 ოქტომბერი, 1981
დაბადების ადგილი: Yamaguchi, იაპონია
ჰობი: თევზაობა
პროფესია: მომღერალი
ჟანრები: Symphonic metal, Gothic metal, Industrial metal, Alternative metal
აქტივობის წლები: 2002-2012
ჯგუფები:
Moi dix Mois (2002-2005)
Hizaki Grace Project (2006-2007)
Node of Scherzo (2007)
Xover (2009-2010)
VII Sense (2010-2012)
Shaura ასევე ცნობილი როგორც Juka, არის იაპონელი visual kei metal მომღერალი, რომელიც ცნობილი გახდა 2002 წელს Moi dix Mois_ის ვოკალისტობით. მოგვიანებით მან დატოვა ეს ჯგუფი და 2006 წელს გახდა უკვე Hizaki Grace Project_ის ვოკალი, ამის შემდეგ კი იწყებს სოლო კარიერას, მაგრამ მალევე, 2007 წლის მიწურულს ყელის პრობლემებიდან გამომდინარე თავს ანებებს მუსიკალურ კარიერას. 2009 წელს კვლავ უბრუნდება სცენას, ოღონდ ამჯერად შეცვლილი სახელით და თუ მანამდე ერქვა Juka, აქ უკვე ირქმევს Shaura_ს. თავდაპირველად აყალიბებს ჯგუფ Xover_ს, რომელმაც წარმატება დიდად ვერ მოიპოვა, ამიტომ 2010 წელს ის იწყებს თავის ძველ პროექტ VII Sense_ზე მუშაობას, რომელიც ყელის პრობლემების გამო ჩაეშალა წინა მცდელობისას. ამგვარად 2010 წელს Distrought Overlord_ის ყოფილ გიტარისტ Erina_სთან და კიდევ 4 სხვა წევრთან ერთად აყალიბებს ახალ ჯგუფ VII Sense_ს. თუმცა 2012 წელს ეს ჯგუფიც დაიშლება და Shaura კვლავ დატოვებს მუსიკალურ სცენას, მიზეზად კი იმას დაასახელებს, რომ ის არაა ბედნიერი იმით რასაც აკეთებდა და რომ მას მობეზრდა სულ იმის კეთება, რაც ჯგუფისთვის იყო საჭირო, მაგრამ მას აყენებდა ტკივილს, ამიტომ ის ეხლა ბედნიერია, როცა აკეთებს იმას რაც უნდა და არც არავისი კრიტიკის მოსმენა არ უწევს
[Pasuxi][Cit]|