1. bZzziki
(Off)
[ 14 Sep 2013, 0:10 ]
-მშვენიერია ცხოვრება.....
-ცხოვრება მშვენიერია.
რამდენჯერ გითქვამს? რა მნიშვნელობა აქვს. ერთხელ მაინც გითქვამს.
მეც მითქვამს და მჯერა,კიდევ ბევრჯერ ვიტყვი. და არასდროს!! დაკვირვებიხარ? არასდროს ვამბობთ,ბედნიერების ჟამს:
-რატომ მაინცდამაინც მე?!
მაგრამ ყველას ცხოვრებაში, თუნდაც-ერთხელ,დგება წუთი და ვსაყვედურობთ ვიღაცას(სხვადასხვა ადრესატს) რაღაცას,რაც იქნებ სულაც არაა მისი ბრალი.
ასეა ეს.
მოკვდავნი ვართ და გვეპატიება.
იქნებ არც... მაგრამ ჩვენ ხომ ვ
პატიობთ საკუთარ თავებს.
ძალიან ძნელია,ვაღიაროთ საკუთარი დანაშაული,ჩადენილი ნებით თუ უნებლიეთ,და ისიც,რომ მოვლენილი განსაცდელი საზღაურია შენი დანაშაულისა.
და დავიღვრებით ცრემლად და ვსაყვედურობთ დაუსრულებლად . ისევ ვიღაცას ან რაღაცას.
მთელს ცხოვრებას!მთელს შეგნებულ ცხოვრებას ასე ატარებს ადამიანი და მერე,ბოლო ჟამს ხვდება სიმართლეს. მერე კი...
მერე არავინ იცის,რა ხდება.
-შენ? შენ იცი?!
[Pasuxi][Cit]|