1. ***MaLeNa***
(Off)
[ 12 Sep 2013, 17:20 ]
22 ნოემბერი - 21 დეკემბერი
ზოდიაქოს მე-9 ნიშანი.
ცეცხლის მე-3 ნიშანი.
მმართველი პლანეტა - იუპიტერი.
ბედნიერი რიცხვები : 3 და ყველა რიცხვი, რაც 3-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო:
კენტავრი, მოისარი - მითოლოგიური არსება, რომელსაც თავი, ხელები და სხეულის ზედა ნაწილი კაცისა აქვს, მკერდს ქვემოთ კი - ცხენისა.
ასტროლოგიური ფერები ლურჯი, მწვანე, იისფერი, მეწამული.
ასტროლოგიური თვლები:
ამეთვისტო, საფირონი, ზურმუხტი და აქატი.
მშვილდოსანი განაგებს ჰოროსკოპის მე-9 სახლს.
იუპიტერს ასტროლოგები წარმატების პლანეტას ეძახიან. მას შეუძლია თავის შვილებს წარმატება, სახელი, დიდება და კეთილდღეობა უწყალობოს. იქნებ მეტის მეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ძლევამოსილ პლანეტას ყოველივე ეს ძალუძს. იუპიტერი დასაწყისში მკაცრ გამოცდას უწყობს მშვილდოსანს, აიძულებს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიაროს იმ იდეალიზმის საპოვნელად, რომელიც, სინამდვილეში, მასშია. მაგრამ მშვილდოსანს უჭირს იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მისი შინაგანი სიმშვიდე სამყაროს მისეულ აღქმაზეა დამოკიდებული. მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ" თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ვარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ. იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც, ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცხოვრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს. მშვილდოსანს ყოველივე უცხოური ხიბლავს და ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც წავა საზღვარგარეთ და უცხოელებს დაუახლოვდება. მშვილდოსნებს სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული. როგორც მათი სიმბოლო - მოისარი კენტავრი. მშვილდოსნები პირდაპირნი არიან მანერებითა და ლაპარაკით. მათი ნათქვამი ნატყორცნი ისარივით ხვდება მიზანს. თავიანთ აზრს ისე ამბობენ, სხვისას არად აგდებენ. ისინი გამჭრიახი დამკვირვებლები არიან და თავს ვერასდროს იკავებენ, რომ თავიანთ საყვარლებს შენიშვნა არ მისცენ. ეს შენიშვნები ხშირად სასარგებლოა და არა მარტო კრიტიკული. მაგრამ მშვილდოსანმა უნდა იცოდეს, რომ ყველა მასავით ობიექტური არ არის, რომ მისი კეთილი განზრახვა ხშირად არასწორად გაიგება.მშვილდოსანი თავისი გრძნობებითა და განზრახვით ძალიან რომანტიკული და ვნებიანი, სინდისიერი და პირდაპირია, მაგრამ ხშირად ზედაპირულად, ზოგჯერ კი პირმოთნეობად უთვლიან. მშვილდოსანს არ უნდა ეწყინოს, თუ მის მიმართ უყურადღებობას ან აგდებულ დამოკიდებულებას გამოიჩენენ. გულში წყენა არ უნდა ჩაიყოლოს ხალხის წინააღმდეგ - ხალხი ხომ მისი სიხარულის ერთადერთი წყაროა. ხვალინდელი დღის რწმენა უნდა ისწავლოს. რატომაც არა! იუპიტერი ხომ მათი მძლავრი მეურვეა. გულღიაობის მიუხედავად, მშვილდოსანი ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს მისი იდეალისტურობის შედეგია. მას სიყვარული და მეგობრობა მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც დიდხანს სწამს. კვლავ და კვლავ ენდობა ხალხს და ეს არის მისი წარმატების დიადი საიდუმლოება - მათი შეურყეველი რწმენა, რომელიც ჩვეულებრივ უხვი ჯილდოთი ანაზღაურდება. მშვილდოსანი - ასტროლოგიური ნიშანია, რომელიც უდიდეს მეოცნებეებს წარმოშობს, თანამედროვე გულცივ სინამდვილეს რომ ვერ უწყობენ ფეხს.
შემოქმედება და კარიერა
მშვილდოსნის შვილები გამოირჩევიან ფილოსოფიური აზროვნებით. აქვთ მიდრეკილება მიეცნენ ოცნებებსა და ზმანებებს. სინამდვილისგან მოწყვეტილი და სამყაროს აბსტრაქტული იდეებით შეპყრობილი მშვილდოსნები კარგავენ მათთვის ბუნებით ბოძებულ ტემპერამენტს, ვარდებიან აპათიაში და უნელდებათ პრაქტიკული შემოქმედებითი შრომის უნარი. მშვილდოსნებისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი როდია ისწავლონ საკუთარი ინერტულობის დაძლევა: ამ წინააღმდეგობის გადალახვით ისინი აღწევენ მწვერვალს -ფილოსოფიურ აზროვნებაში, მუსიკაში, პოეზიასა და საბალეტო ხელოვნებაში. შემოქმედებით საქმიანობაში მშვილდოსნები ხშირად ვერ ახერხებენ გაექცნენ გარკვეულ მიმბაძველობას. ისინი ადვილად ხვდებიან ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ და ამის გამო მათ ნამოღვაწარში აშკარად შეინიშნება ორიგინალობისა და დამოუკიდებლობის უქონლობა. შემოქმდებითი მუშაობის დროს მშვილდოსნებმა არ უნდა დაკარგონ რეალურობის შეგრძნება. შეგნება იმისა, როომ მათ შემოქმედებას კონკრეტული მიმართულება და მიზანი გააჩნია და რომ შრომა უნდა დასრულდეს მკაცრად განსაზღვრულ ვადაში.
ფსიქოსექსუალური დახასიათება
რახან მშვილდოსანი ორმაგი ნიშანია, ამ ნიშნის ხალხი ორი ტიპისა არსებობს: ერთგული, იდეალისტური, რომანტიკული ტიპი, რომელიც ძნელად უხვევს სათნოების პირდაპირი და ვიწრო ბილიკიდან და სრულებით საპირისპირო ტიპი, რომელიც სრულყოფილების ძებნაში ერთი საყვარლიდან მეორეს აწყდება და გზაში ავიწყდება კიდეც, რის საძებრად გამოვიდა და ბოლოს რა უნდა იპოვოს.
უარყოფითი თვისებები
მშვილდოსნები დიდხანს ცაში ფრენას არიან მიჩვეულნი. ურჩევნიათ, უფრო პრაქტიკულნი გახდნენ და დედამიწაზე ჩამოვიდნენ. გულწრფელობისა და უხეშობის ერთმანეთისაგან გარჩევაც უნდა ისწავლონ. ზედმეტად ოპტიმისტებიც არიან, ყველაფერს თვითდინებაზე უშვებენ, სანახევროდ გაკეთებულ საქმეებს ტოვებენ და იმედი აქვთ, ყველაფერი თავისით გაკეთდება. შინაგანად სტაბილურნი არიან, მაგრამ უნდა შეიგნონ, რომ ყველა როდი იწონებს მათ სურვილს - მუდმივად იხეტიალონ.
დადებითი თვისებები
ამ ნიშნის ხალხი ნამდვილი მეგობრები არიან, ერთგული, სანდო. მშვილდოსანი ისეთი ადამიანია, რომელთაგანაც გულწრფელად შეგიძლია ისაუბრო, თანაც არა მარტო ყოფით საკითხებზე, უფრო მაღალ საგნებზეც: ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, მეცნიერებაზე, პოლიტიკაზე. მშვილდოსანს პროფესიების ფართო არჩევანი აქვს, მაგრამ ურჩევნია ისეთი პროფესია არიჩიოს, რომელიც მუდმივ მოძრაობაში ამყოფებს მას - აქ შეიძლება რაიმეს მოაღწიოს. მშვილდოსანი მეგობრულად ექცევა ხალხს. იგი ძალიან კეთილშობილია ( როცა მისი მოქმედება დადებითად არის მოტივირებული). იგი, ასევე, ძალიან რომანტიკულია. მშვილდოსნები შესანიშნავი მშობლები არიან და კარგად ინახავენ ოჯახს (მატერიალურად).
მშვილდოსანო, ჩვენ ასტროლოგები გეკითხებით:
რატომ არის, რომ შენი სასიყვარულო რომანი ხანმოკლეა?
არასრულყოფილების უმცირესი ნიშნის წინაშეც კი მაშინვე რატომ იხევ უკან?
ასე ცუდად რატომ იცი მოსმენა, თუმც ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუბრის ხელოვნებას დაუფლებული ხარ.
როგორც კი უარის სიმწარეს ან იმედის გაცრუების სიმწარეს შეიგრძნობ, მაშინვე რატომ გარბიხარ? შესდექი და გაანალიზე სიტუაცია. დაბოლოს, რად შექმნეს მნათობებმა შენი პიროვნება ასეთი საინტერესო და ალმასივით მოელვარე?
[Pasuxi][Cit]|