გზავნილი
1. nucii (Off)
[ 10 Sep 2013, 19:10 ]
ეპილეფსია

(ძველბერძ. ἐπίληψις, epílēpsis, „შეტევა, თავდასხმა“) წარმოადგენს დაავადებას,
რომლისთვისაც
დამახასიათებელია
მინიმუმ ერთი სპონტანურად
აღმოცენებული გულყრის
ეპიზოდი, რომელიც არ
არის გამოწვეული ცხადად შეცნობადი წინასწარი მიზეზით (მაგალითად მწვავე ანთება, ელექტროტრავმა ან მოწამვლა). ასეთი
ეპილეფსიური შეტევები
არის თავის ტვინის
ნეირონული ჯგუფების
პროქსიმალური სინქრონული განტვირთვების შედეგი,
რაც უეცარ უნებლიე
სტერეოტიპულ ქცევის ან/
და ცნობიერების დარღვევებს იწვევს.
დიაგნოსტირებისთვის
მნიშვნელოვანია
ანამნეზის და თავის
ტვინის ელექტრული
აქტივობის შესწავლა
(ელექტროენცეფალოგრამა, ეეგ; იხ.
ელექტროენცეფალოგრაფია). რუტინული კვლევის
მეთოდებს მიეკუთვნება
აგრეთვე რადიოლოგიური
გამოკვლევები. მკურნალობა თავდაპირველად იწყება
კრუნჩხვის დამთრგუნველი
(ანტიკონვულსიური)
მედიკამენტებით.
თერაპიის მიმართ
რეზისტენტობის
გამოვლენის შემთხვევაში
მკურნალობაში ერთვება
სხვა მეთოდები (ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა). ეპილეფსია
დაავადებულის
ყოველდღიურ ცხოვრებაზე მრავალმხრივი
ზემოქმედებით
ხასიათდება, რაც
მკურნალობის პროცესში
გათვალისწინებულ უნდა
იქნას.

ეპილეფსია მხოლოდ ადამიანებისთვის არ არის დამახასიათებელი.
მსგავსი ფორმით იგი
შესაძლოა სხვადასხვა
შინაურ ცხოველებშიც
შეგვხვდეს.

ეპიდემიოლოგია

გენერალიზებული
გულყრა შესაძლოა
აღმოცენდეს ნებისმიერ
ადამიანში, თუ თავის
ტვინი შესაბამისად
მძლავრი ფიზიკური ან
ქიმიური გამღიზიანებლის
ზემოქმედებას განიცდის.
ადამიანთა დაახლოებით
10%-ს აღენიშნება
გულყრის მიმართ
მომატებული მზაობა,
რომელიც თავს იჩენს ეეგ
გამოკვლევის დროს.
ადამიანების 4-5%
განიცდის ერთხელ ან
მეტჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში
განსაკუთრებული
ზემოქმედების ქვეშ
ეპილეფსიურ შეტევას,
რომელიც, როგორც წესი,
სპეციფიური ფაქტორების
ზემოქმედების გარეშე
აღარ მეორდება. ასეთი
სახის „შემთხვევითი
გულყრებისგან“ უნდა
განვასხვავოთ ე. წ.
„აქტიური ეპილეფსია“
ანუ „პროგრესირებადი
გულყრები“, რომელიც
მაგ. გერმანიის
მოსახლეობის 0,5–1,0%–
ში გვხვდება.

ეპილეფსიის ინსიდენსი
(დაავადების ახალი
შემთხვევების სიხშირე)
დამოკიდებულია ასაკზე.
თუ არ ჩავთვლით
თერმული და ცაკლეული
სპონტანურად
აღმოცენებული ერთეული გულყრების შემთხვევებს ყოველწლიურად
საშუალოდ ეპილეფსიით
ავადდება 100 ათასიდან
60 ბავშვი 43-82/100.000
დიაპაზონში. რაც შეეხება
მოზრდილებს,
თავდაპირველად
ინსიდენსი იკლებს
30-50/100.000
ყოველწლიურად, ხოლო
50 წლის ასაკიდან ისევ
იმატებს 140/100.000–
მდე წელიწადში. თუ
ავიღებთ ეპილეფსიის
ყველა შემთხვევას 74
წლის ასაკამდე,
დაავადების ზოგადი
სიხშირე იქნება
დაახლოებით 3,4
პროცენტი.[1] ასაკთან
დამოკიდებულებას იჩენს
ასევე აქტიური
ეპილეფსიის პრევალენსი.
ბავშვებში იგი შეადგენს
3-6 დაავადებულს 1000
ბავშვზე. ადრეული
ბავშვობის ასაკში უმეტეს
შემთხვევაში ადგილი აქვს გენერალიზებულ
ეპილეფსიას მაშინ,
როდესაც მოზარდებში
მაღალია კეროვანი
ეპილეფსიის სიხშირე.
[Pasuxi][Cit]|
2. nucii (Off)
[ 10 Sep 2013, 19:37 ]
გულყრის ტიპები


მიმოხილვა

ეპილეფსიური გულყრების სხვადასხვა
ფორმები, რომლებიც
ხასიათდებიან
განსხვავებული
მიმდინარეობის
თავისებურებით,
დაყოფილია ეპილეფსიის
საწინააღმდეგო
საერთაშორისო ლიგის
(ILAE) მიერ დადგენილი
დეფინიციების მიხედვით.

ფოკალური გულყრები

სხვა სახელწოდება

პარციალური
გულყრებისთვის არის
ფოკალური ან კეროვანი
გულყრები. გულყრების ეს ფორმა ხასიათდება იმით, რომ პათოლოგიის კერა ყოველთვის არსებობს თავის ტვინის რომელიმე კონკრეტულად
შემოსაზღვრულ უბანში,
ამასთანავე აბსოლუტურად
სულერთია ჩაერთვება თუ არა პროცესში ქერქის
სხვა ნაწილებიც მეორადი
გავრცელების (მეორადი
გენერალიზაცია) შედეგად. განსაკუთრებით მაღალი
დიაგნოსტიკური
ღირებულება აქვს
გულყრის დაწყებას
აურით იმასთან
დაკავშირებით, ტვინის
რომელ რეგიონში
მდებარეობს პათოლოგიის კერა,
რადგან გულყრა არის
ერთი კონკრეტულად
შემოსაზღვრული
ნეირონული კავშირების
აქტივობის შედეგი.
ქვეჯგუფები:
*მარტივი ფოკალური
გულყრები(ცნობიერება
შენარჩუნებულია)
*კომპლექსური
ფოკალური გულყრები
(ცნობიერების
დარღვევით)
*ფოკალური გულყრები
მეორადი გენერალიზებული
გულყრების განვითარებით

გენერალიზებული
გულყრები

გულყრა ითვლება
გენერალიზებულად,
როდესაც მისი
მიმდინარეობა და
სიმპტომები არ გვაძლევს
ანატომიურად
შემოსაზღვრული
ლოკალიზაციის და
ლოკალური (კეროვანი)
დასაწყისის ნიშნების
შეცნობის საშუალებას.
ქვეჯგუფები:
*აბსენსები – გულყრები
ცნობიერების ხანმოკლე
გამორთვით დაცემის
გარეშე, ასევე ადრე
ფრანგულად როგორც
Petit-mal წოდებული.
*მიოკლონური
გულყრები – ცალკეული
კუნთოვანი ჯგუფების
ერთეული ან
არარეგულარულად
განმეორებადი
კონვულსიებით
*კლონური გულყრები
*ტონური გულყრები
*ტონურ – კლონური
გულყრები – ტიპიური
„დიდი“ გულყრა
ცნობიერების დაკარგვით,
დაცემით, დაკრუნჩხვით
და ბოლოს ორივე
მხრების და ფეხების
რითმული კრუნჩხვითი
მოძრაობებით, ადრე ასევე როგორც კონვულსია ან
ფრანგულად Grand-mal
წოდებული, რომელსაც
ხშირად თან ახლავს კბენა ენაზე.

ატონიური (ასტატიური)
გულყრები

არაკლასიფიცირებული
ეპილეფსიური გულყრები

გულყრები, რომელთა
კლასიფიცირებაც
არასაკმარისი ან
არასრულყოფილი
მონაცემების გამო ვერ
ხერხდება ან მათი
დაჯგუფება შეუძლებელია.
[Pasuxi][Cit]|
3. nucii (Off)
[ 10 Sep 2013, 19:47 ]
გულყრის მიმდინარეობის
ზოგადი მიმოხილვა

აურა


აურა ბერძნული სიტყვაა
და ქართულად „ჰაერის
ქროლვის შეგრძნებას“
ნიშნავს. იგი ასევე
შესაძლებელია გაგებულ
იქნას როგორც
„გაურკვეველი, შეუცნობელი
წინათგრძნობა“. როდესაც აურა იზოლირებულია, იგი
შეიძლება მარტივი
პარციალური გულყრების
ერთადერთ – სუბიექტურ
– სიმპტომს
წარმოადგენდეს. იგი
თავის ტვინის
კონკრეტულად
შემოფარგლული
რომელიმე კერის
ნერვული უჯრედების
ეპილეფსიური აქტივობის
შედეგია. ქერქის
ცალკეული
რეგიონებისთვის
შესაბამისი ფუნქციური
სიმპტომების დაჯგუფებას
დიდი დიაგნოსტიკური
მნიშვლელობა აქვს
ეპილეფსიური კერის
ლოკალიზაციის
დადგენისთვის.
ეპილეფსიური აქტივობის
გავრცელებას, როგორც
წესი, ე. წ. მეორადი
გენერალიზებული
გულყრა მოჰყვება. აურის
ტიპები და ხასიათი
განსხვავებლია,
მაგალითად ე. წ.
„ვისცერული აურა“, კუჭის მიდამოდან აღმავალი უცნაური, არასასიამოვნო
შეგრძნება გვხვდება
საფეთქლის წილის
ეპილეფსიის დროს.
ყველაზე ხშირია სმენის
დაკარგვის შეგრძნება,
ყურში ჟღარუნის
შეგრძლება ან ნემსის
ჩხვლეტის შეგრძნება
თხემის წილის
ეპილეფსიის დროს ან
ვისცერული
ჰალუცინაციები
ოქციპიტალური - კეფის
წილის ეპილეფსიისას.
სხვა მაგალითებისთვის
შეიძლება მოვიყვანოთ
კონცენტრაციის უნარის
გაძნელება,
გულმავიწყობა და
გარემოს სწორად აღქმის
უნარის დაკარგვა.
[Pasuxi][Cit]|
4. nucii (Off)
[ 10 Sep 2013, 19:59 ]
ეპილეფსიური სტატუსი

ეპილეფსიური
გულყრების უმეტესობა
რამდენიმე წუთში
ყოველგვარი თერაპიული
ჩარევის გარეშე
თავისთავად გაივლის,
მაგრამ არა ყოველთვის.
რიგ შემთხვევებში
აუცილებელია დროული
და გადაუდებელი
ღონისძიებების გატარება. როდესაც ადგილი აქვს გულყრის რამდენიმე შეტევას ერთმანეთის მიყოლებით იმდენად მცირე შუალედებით, რომ
ავადმყოფს ცნობიერაბა
არ უბრუნდება ან
როდესაც გულყრა
მინიმუმ 20 წუთი ასევე
ცნობიერების გარეშე
უწყვეტად გრძელდება,
საქმე გვაქვს ეპილეფსიურ
სტატუსთან.
ეპილეფსიური სტატუსი.
რაც უფრო დიდხანს
გრძელდება ასეთი
მდგომარეობა, მით უფრო
დიდია საფრთხე,
განსაკუთრებით Grand
mal-ის დროს, თავის
ტვინის შეუქცევადი
დაზიანებისა ან გულყრის ტიპზე დამოკიდებულებით
– ლეტალური
გამოსავლისა.
[Pasuxi][Cit]|
5. nucii (Off)
[ 10 Sep 2013, 20:10 ]
ტერმინალური ძილი

ზოგიერთ ეპილეპტიკს
მოგვიანებით საკუთარი
აურის გახსენება შეუძლია, თვით გულყრის კი არა (ამნეზია).
გულყრის შემდეგ ავადმყოფი როგორც წესი გარკვეული დროის განმავლობაში, რაც
შესაძლოა რამდენიმე
საათი გაგრძელდეს,
დეზორიენტირებული და
ძილად მივარდნილია.
(ტერმინალური ძილი).

მულტიფორმული ეპილეფსია

გარკვეული კატეგორიის
პაციენტებს აქვთ როგორც
გენერალიზებული, ისე
ფოკალური გულყრები
სხვადასხვა დროს. ასეთი
მულტიფორმული
ეპილეფსიის დიაგნოზში
უნდა აღიწეროს თითოეული გულყრის ტიპი.
[Pasuxi][Cit]|
6. nucii (Off)
[ 10 Sep 2013, 21:04 ]
ეპილეფსიის მიზეზები

თუ რომელიმე სპეციფიური მეტაბოლური დარღვევა ან ტვინის ქსოვილის ლოკალური დაზიანება თავს არ იჩენს, საქმე გვაქვს ე. წ. გენუინურ
ეპილეფსიასთან , მაშინ
როდესაც იდენტიფიცირებადი
მიზეზების დროს
ვლაპარაკობთ სიმპტომურ ეპილეფსიაზე. დაავადების ორივე ჯგუფის შემთხვევაში, ისევე როგორც შემთხვევითი
ეპილეფსიის (იხ.
მონაკვეთი ეპიდემიოლოგია) დროს
საქმე გვაქვს გენეტიკურ
დისპოზიციასთან.
სიმპტომური ეპილეფსიის
ეთიოლოგია:

*თავის ტვინის პერინატალური ტრავმა, უმეტესად
ინტრანატალური
ჰიპოქსია
*ტვინის ქსოვილის
ჩამოყალიბების დეფექტი
(მაგალითად ფოკალური
კორტიკალური
დისპლაზია)
*ტვინის სისხლძარღვოვანი
განვითარების მანკები
(ჰემანგიომა, ანევრიზმები)
*სიმსივნე თავის ტვინში
*ქალა - ტვინის ტრავმები
უბედური შემთხვევების
დროს
*ცერებრული ინფექციები
(ენცეფალიტები)
სხვადასხვა
გამომწვევებით
*მენინგოკოკები
*წითურა
*C ჰეპატიტი
*FSME-ვირუსი (ტკიპის
მიერ გავრცელებადი
ვირუსული
ენცეფალიტი)
*ბორელიოზი (ასევე
ტკიპის გზით
გავრცელებადი)
*ნივთიერებათა ცვლის
დარღვევები, მათ შორის
ჰიპერპარათირეიზი
სისხლში კალიუმის
კონცენტრაციის
მნიშვნელოვანი მატებით
*ჰემაქრომატოზი
რკინის დაგროვებით
უპირველეს ყოვლისა
ტვინის ქსოვილში
*ეკლამფსია
*ვასკულარული ენცეფალოპათია
ათეროსკლეროზის
ფარგლებში.
[Pasuxi][Cit]|
7. nucii (Off)
[ 10 Sep 2013, 21:12 ]
"შემთხვევითი" გულყრების მიზეზები:

*ცხელება (გულყრები ბავშვებში)
*უძილობა
*ფიზიკური გადაძაბვა
*მოციმციმე შუქი
სხვადასხვა ეფექტებით,
მაგალითად დისკოთეკაზე
*ჰიპოგლიკემია
(გლუკოზის დაბალი
კონცენტრაცია სისხლში)
დიაბეტიკებში
*ნარკოტიკები,
ალკოჰოლი, მაგალითად.:
*ალკოჰოლური ინტოქსიკაცია
*ექსტაზი
*კოკაინი
*თერაპიული ფსიქოტროპული პრეპარატები,
მაგალითად.:
*ამიტრიფტილინი
[Pasuxi][Cit]|
8. heretique (Off)
[ 10 Sep 2013, 21:23 ]
vagiareb rom temis wakitxva damezara, mxolod imis agnishvna mindoda, rom dostoevskis tanjavda es daavadeba mteli cxovreba. tumca sakitxavia, tanjavda ki? :) amtkicebda, rom misgan gvtaebrivi siamovnebis migeba sheidzleba, ragac momentshi.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას