გზავნილი
1. ***MaLeNa*** (Off)
[ 10 Sep 2013, 16:42 ]
AMC-ს მიერ გამოვლენილი ყველა დროის ათი საუკეთესო რეჟისორი

1) ალფრედ ჰიჩკოკი.

პირველ ადგილზეა ინგლისელი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი ფსიქოლოგიური თრილერებით და საშინელებათა ფილმებით. რაც მაშინდელ კინოსივრცეში არცთუ ხშირი იყო. რეჟისორის ნამუშევრებიდან საუკეთესოს ამორჩევა რთულია, თუმცა კინომანების განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს: "ფსიქო", "ჩიტები", "თავბრუსხვევა". "დაიჭირე ქურდი" და ა.შ.

2) სტენლი კუბრიკი.

მეორე ადგილს იკავებს ამერიკელი სტენლი კუბრიკი. რეჟისორს ახასიათებს განსაკუთრებული გადაღების მანერა, რაც დღემდე უნიკალურად ითვლება. მისი ფილმები : "ნათება", "ლოლიტა", "ფართოდ დახუჭული თვალები". "მექანიკური ფორთოხალი", "კოსმოსური ოდისეა" და სხვა შერაცხულია კინემატოგრაფიის შედევრებად, ხოლო სტენლი კუბრიკი ერთხმად აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო რეჟისორად.

3) მარტინ სკორსეზე

მესამე ადგილზე კი ასევე ამერიკელი და ჰოლივუდში მოღვაწე, სახელგანთქმული მარტინ სკორსეზეა. იგი 70-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად მოღვაწეობს და ამ პერიოდის განმავლობაში მოახერხა როგორც ოსკარის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოების, მაყურებლისა და კრიტიკოსების საერთო აღიარების მოპოვება და მრავალი ღირსეული ფილმის შექმნა. მათ შორის გამოირჩევა : "შეშლილთა კუნძული", "დიდებული ბიჭები", "ავიატორი", "ტაქსის მძღოლი" და სხვა.

4) სტივენ სპილბერგი

მეთოთხე პოზიციას იკავებს სტივენ სპილბერგი- ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახე. სტივენის ანგარიშზეა ყველა დროის ყველაზე მომგებიანი და ამავდროულად ღირებული ფილმები, რომლებიც უდავოდ მაყურებლის ფავორიტია. ამ ფილმებიც არასრული ჩამონათვალია: "რიგითი რაიანის გადასარჩენად", "შინდლერის სია", "დამიჭირე თუ შეძლებ", "ლინკოლნი" და სხვა მრავალი. სპილბერგის თაყვანისმცემელთა გასახარად უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორი მომავალშიც ბევრ საინტერესო პროექტს გეგმავს.

5) კვენტინ ტარანტინო

მეხუთე ადგილზეა ყველასთვის საყვარელი, გამორჩეული და ორიგინალური ფილმებით ცნობილი კვენტინ ტარანტინო, რომელმაც ნამდვილად მოიპოვა გავლენიანი და ნიჭიერი რეჟისორის სტატუსი არამხოლოდ ჰოლივუდში, არამედ ზოგადად კინოსამყაროში. ტარანტინოს ნამუშევრები ყოველთვის განსხვავებული, მოულოდნელი, მრავლისმთქმელი და საინტერესოა. მათი არასრული ჩამონათვალია: "მოკალი ბილი VOL 1", "მოკალი ბილი VOL 2", მაკულატურა", "ჯანგოს განთავისუფლება", "ცოფიანი ძაღლები" და ა.შ.

6) ფრენცის ფორდ კოპოლა.

მეექვსე პოზიცია უკავია ყველა თაობისთვის საყვარელ ფრენცის ფორდ კოპოლას. მისი გადაღებული ფილმები: "ნათლია", "ჩვენი დროის აპოკალიფსი", "დრაკულა" ყველა დროის საუკეთესო ფილმთა სიაში ყოველთვის პირველ პოზიციებს იკავებენ, ამიტომაც სრულიადაც არ არის გასაკვირი კოპოლას ერთ-ერთ პირველ რეჟისორად აღიარება. რეჟისორი ხშირად გვევლინება მრავალი პროექტის აღმასრულებელ პროდიუსერადაც. ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ფრენცის ფორდ კოპოლას სახელი კინოს ისტორიაში ყოველთვის დარჩება, რაც რეჟისორის უკვდავი შედევრების დამსახურებაა.

7) ორსონ უელსი

მეშვიდე ადგილზე კი ამერიკელი ორსონ უელსი გვევლინება. ის ავტორია ისეთი შედევრებისა, როგორებიც არიან : "მოქალაქე კეინი" (ეს ფილმი ამერიკაში ერთხმადაა აღიარებული ყველა დროის ყველაზე კარგ ნამუშევრად), "პროცესი", "ბატონი არკადინი" და ა,შ. უელსი რეჟისორობასთან ერთად საკმაოდ წარმატებული მსახიობიც იყო და როგორც მის ბიოგრაფიაშია აღნიშნული, ის ბავშვობიდან მრავალმხივი ნიჭიერებით იყო დაჯილდოებული, რაც მის სარეჟისორო შემოქმედებაზეც აისახა.

8) ჩარლი ჩაპლინი.

მერვე ადგილზეა უხმო კინოს მეფე ჩარლი ჩაპლინი. გენიალური კომიკოსი და რეჟისორი, რომლის მოღვაწეობიდან თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, თუმცა კვლავ ყველა თაობისა და ასაკისთვის საყვარელ მსახიობად და რეჟისორად რჩება. მისი კინონამუშევრებიდან გამორჩეულია : "თანამედროვე დრო", "ოქროს ციებცხელება", "დიდი ქალაქის შუქები", "მაწანწალა" და სხვა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ის ერთდროულად თამაშობდა კიდევაც იმ ფილმებში, რომელთა რეჟისორიც იყო. თანაც ორივე საქმეს დიდი პროფესიონალიზმითა და სიყვარულით უდგებოდა. სწორედ ამიტომაა მისი სახელი უკვდავი.

9) ჯოელ კოენი

მეცხრე ადგილი უკავია ჯოელ კოენს, რომელიც თანამედროვე დროის ყველაზე დასამახსოვრებელ, ხარისხიან ფილმებს იღებს. ის ძირითადად თავის ძმასთან ეთან კოენთან ერთად მოღვაწეობს. რეჟისორის გამორჩეული ფილმებია: "სერიოზული ადამიანი", "ადამიანი რომელიც არ არსებობდა", "ფარგო", "ძმაო, სად ხარ?", "მოხუცებისთვის ადგილი არ არის" და სხვა მრავალი. მოპოვებული აქვს ორი ოსკარი და უამრავი საერთაშორისო ჯილდო.

10) ჯონ ფორდი

ხოლო მეათე ადგილზეა ნახევრად ამერიკელი და ნახევრად ირლანდიელი რეჟისორი ჯონ ფორდი. ის ცნობილი გახდა ვესტერნების გადაღებით. "მეზიზღება კინო, მაგრამ მიყვარს ვესტერნების გადაღება"-ამბობდა ჯონ ფორდი. მის ანგარიშზეა კლასიკური კინოს მრავალი შედევრი და გამორჩეული ნამუშევარი. მაყურებლისთვის კი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმები ჯონ ფორდის რეჟისურით : "ახალგაზრდა მისტერ ლინკოლნი ", "მაძიებლები", "მოგამბო", "წყნარი ადამიანი" და ა.შ.
[Pasuxi][Cit]|
2. echo (Off)
[ 10 Sep 2013, 17:30 ]
stiven spilbergi da martin skorseze chemtvis yvelaze magrebi arian.
[Pasuxi][Cit]|
3. LILITH [Mod] (Off)
[ 18 Sep 2013, 20:40 ]
chemi ateuli

1. Andrei tarkovski
2. Federiko felini
3. Akira kurosava
4. Pier paolo pazolini
5. ingmar bergmani
6. Luis bunueli
7. Milosh formani
8. bernardo bertoluchi
9. Lukino viskonti
10.Rainer Verner fassbinderi
[Pasuxi][Cit]|
4. LILITH [Mod] (Off)
[ 18 Sep 2013, 21:06 ]
ციტატა: ***MaLeNa*** nu hichkokze arafers vitkvi,martlac genialuria, chaplini klasikaa,skorsezesac pativs vcem, tumca sauketeso araa. magram danarchenebi kvela drois sauketeso rejisorebad rom agiaro,debili unda ikos am reitingis shemdgeni.
[Pasuxi][Cit]|
5. bZzziki (Off)
[ 18 Sep 2013, 21:11 ]
Leni harlini gamorcheniat :D
[Pasuxi][Cit]|
6. bZzziki (Off)
[ 18 Sep 2013, 21:14 ]
"mokali bili" iseti meshterunebaaa! Fuf.

"makulatura" .kaia. Skorseze-di kaprios tandemi momwons me.

spilbergs sashineli filmebi aqvs.
[Pasuxi][Cit]|
7. DaDa (Off)
[ 18 Sep 2013, 22:36 ]
Hichkoki,felini,chachaplini,kopola..amat vagiareb.
[Pasuxi][Cit]|
8. ***MaLeNa*** (Off)
[ 19 Sep 2013, 10:06 ]
LILITH, არც მე ვეთანხმები ამ სიას, მაგრამ ყოველთვის ვერ დარჩება ყველა კმაყოფილი .nezn.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას