გზავნილი
1. Mon Ami [Adm] (Off)
[ 09 Sep 2013, 16:54 ]
ფსიქოლოგები დიდი ხანია იკვლევენ წარმატებული ადამიანების იმ თვისებებს, რომლებიც მათ საზოგადოებრივ წინსვლას განაპირობებენ. ამ თვისებების მთელი სიებიც შეადგინეს - მიზანმიმართულობა, კომუნიკაბელურობა, კომპეტენტურობა და ა.შ.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მთავარია არა პიროვნული თვისებები, არამედ პიროვნების განწყობა გარესამყაროს მიმართ.

თუ გინდათ წარმატებას მიაღწიოთ უნდა გამოიმუშაოთ შემდეგი განწყობები:

1. ყველაზე ცუდშიც კი არის რაღაც კარგი.

სიკეთე ბოროტების გარეშე არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ბოროტება სიკეთის შეფასების კრიტერიუმია. ამიტომ არასოდეს დაყაროთ ფარხმალი. ბნელი ღამის შემდეგ აუცილებლად დადგება ნათელი დღე. ადამიანის სიკვდილიც კი საშუალებას აძლევს მესაფლავეს და მეკუბოვეს რომ თავი ირჩინონ.

2. არ არსებობს წარმატება მტრების გარეშე.

ბევრს ჰგონია, რომ წარმატებული ადამიანებით ყველა აღფრთოვანებულია, რომ იგი კერპია და ათასობით რიგითი ადამიანი მზად არის მათ „გენიალურ იდეებს“ დაემორჩილონ. უმეტესად ასეა, მაგრამ მოშურნეები წმინდანებსაც კი ჰყოლიათ არათუ პოპულარულ ადამიანებს. ამიტომ გახსოვდეთ - მტერს არ სძინავს - მასობრივი აღფრთოვანების მიუხედავად, ყოველთვის მზად იყავით თავდაცვისათვის.

3. თავი აარიდეთ „საცოდავ“ ადამიანებს.

ასეთები სულ მუდამ წუწუნებენ, ცდილობენ თავისი პრობლემები სხვას გადააბრალონ, არაეფექტურად მუშაობენ და მათ წრეში ყოფნა არც ისე სასიამოვნოა. ასეთმა თანამშრომელმა ან პარტნიორმა თავისი უნიათობით შეიძლება ძალიან კარგი წამოწყება ჩაგიშალოთ.

4. ისწავლეთ უთხრათ სიტყვა „არა“ მათაც კი, ვისთან ურთიერთობასაც ძალიან უფრთხილდებით.

თუ თქვენ გიძნელდებათ უარი უთხრათ თქვენთვის პატივსაცემ ადამიანს, მაშინ მასაც უნდა ჰქონდეს იმდენი სინდისი, რომ თქვენთვის საზიანო რამ არ გთხოვოთ.

5. იმუშავეთ მუდმივად.

არასოდეს არ დაკარგოთ თქვენი საქმით გატაცების გრძნობა. მაგრამ არც იძულებითი შრომაა ეფექტური. ხშირ შემთხვევაში სიზარმაცე - ეს არის ქვეცნობიერი სწრაფვა უმოქმედობისადმი იმ მიზნით, რომ მშვიდად და ფუნდამენტურად გაიაზრო პრობლემები ზედმეტი „ფაცი-ფუცის“ გარეშე.

6. შური - თქვენი უპირველესი მტერია.

თუ თქვენ ვერ მოთოკეთ შურის გრძნობა და ვერ დამალეთ - ეს ძალიან უარყოფითად იმოქმედებს თქვენს რენომეზე. შურიანი ადამიანი არავის უყვარს, თვით ყველაზე შურიანებსაც კი. და საერთოდ, ეს აბსოლუტურად ზედმეტი გრძნობაა...

7. კარგი ბიზნეს-პარტნიორი სჯობს ცუდ მეგობარს.

ბიზნესში მთავარია ინტერესთა და არა იმდენად ხასიათების ერთობა. მეგობრობა ხშირად ხელს უშლის ინტერესების ობიექტურად შეთანხმებას - მით უმეტეს თუ ჭირვეული და პრეტენზიული მეგობრები გყავთ.

8. თქვენი საყრდენი - თქვენი ოჯახია.

ეცადეთ შექმნათ თბილი და მოსიყვარულე ოჯახი. შვილებზე ზრუნვა ყველაზე დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებაში. მარტოხელა ადამიანს ადრე თუ გვიან ბეზრდება წარმატებები და მარტოობის განცდაც ეუფლება, თუნდაც რომ მოსამსახურეების მთელი დივიზია ემსახურებოდეს.

9. ნამდვილ წარმატებას გუნდის იმედით ვერ მიაღწევ.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ბიზნესში გუნდურ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ მხოლოდ გუნდის იმედით წარმატებას ვერ მიაღწევთ. გუნდს აუცილებლად სჭირდება ლიდერი, რომელიც მოახდენს გადაწყვეტილებების კოორდინაციას და შეჯერებას. თუ თქვენ არ იკისრეთ ლიდერის როლი - თვითონ გუნდი ბევრს ვერაფერს მიაღწევს.

10. ენდეთ ადამიანის მიერ გაკეთებულ საქმეებს და არა მათ პათოსს, ან სიტყვებს.

ყურადღება მიაქციეთ არა ადამიანის გარეგნობას, არამედ მის ხასიათს. ბევრი ადამიანი ცდილობს ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, რაც სინამდვილეში არ არის. ამიტომ უნდა შეგეძლოთ იმ თვისებების ამოცნობა, რაც დახვეწილი მანერების ან საუბრის ტონალობის მიღმა იმალება.

11. არ მოიტყუოთ.

ეცადეთ თქვათ სიმართლე და თუ ეს არ გაწყობთ მაშინ საერთოდ ნურაფერს ნუ იტყვით.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და არანაკლებ ამცირებს ავტორიტეტს, ვიდრე შურიანობა.

12. მუდმივათ არწმუნეთ ადამიანები, რომ მათ ყველაფერი გამოუვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

შეიძლება ასე არც მოხდეს, მაგრამ წუწუნს და პესიმისტურ განწყობებს მაინც ოპტიმიზმი და იმედი სჯობს.

წყარო: ბიზნესი და კანონმდებლობა 2008 №13-14
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 09 Sep 2013, 20:51; sul 1 -jer
2. Mon Ami [Adm] (Off)
[ 09 Sep 2013, 16:56 ]
3 და 4 პუნქტი მიჭირს. მეხუთეს დავძლევ, ეგ დროებითია :D
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას