1. Dstori
(Off)
[ 09 Sep 2013, 15:41 ]
სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი — საქართველოს უნივერსალური კომერციული ბანკი, დაფუძნდა 1994 წლის 21 ოქტომბერს ყოფილი სახელმწიფო ბანკი ”ბინსოცბანკის” ბაზაზე.
საქართველოს ბანკი უმსხვილესია საქართველოში აქტივების, სასესხო პორტფელის და სააქციო კაპიტალის მიხედვით. ბანკს საქართველოში სიდიდით მეორე ფილიალების ქსელი გააჩნია. საქართველოს ბანკის ფილიალების რაოდენობა 137 შეადგენს და იგი 953 ათასზე მეტი ფიზიკური პირისა და 164 ათასზე მეტი იურიდიული პირის ანგარიშს ემსახურება. ბანკი საკუთარ მომხმარებლებს მთელ საქართველოში სთავაზობს სამომხმარებლო, კორპორატიული და დაგროვილი ქონების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. გარდა ამისა, ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს საკუთარი შვილობილი კომპანიის, ”ალდაგი-ბისიაი”-ს მეშვეობით, აგრეთვე საბროკერო და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას შვილობილი საბროკერო კომპანიის ”ბი ჯი კაპიტალის” საშუალებით.
წყარო: ka.wikipedia.org
საიტი:
http://bankofgeorgia.ge/
[Pasuxi][Cit]|