გზავნილი
1. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:32 ]

ნაციონალ-სოციალიზმი ანუ ნაციზმი (გერმ. Nationalsozialismus) აღნიშნავს გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის პოლიტიკას. ასევე გერმანიის ხელისუფლების პოლიტიკას 1933–1945 წლებში, როდესაც ხელისუფლებაში ეს პარტია იმყოფებოდა, ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით.
ნაციონალ-სოციალისტური პოლიტიკა ფართო აღიარებით (და თვითგამოცხადებით) იყო გამოხატულად რასისტული და ანტისემიტური.
მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტური გერმანიის ხსენებისას მაშინვე ჩნდება სისხლისღვრისა და სისასტიკის ასოციაცია, არის საკითხები, რომლებშიც ნაცისტები მართლები იყვნენ და სამყაროს სიკეთე მოუტანეს. არსებობს 10 ასეთი მაგალითი
[Pasuxi][Cit]|
2. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:33 ]
ცხოველების დაცვა
1933 წელს, როცა ნაცისტები სათავეში მოვიდნენ, არამარტო ადამიანების, არამედ ცხოველების საკითხიც განიხილეს. 1934 წელს მათ დაამტკიცეს სანადირო კანონები, თუ რამდენი ცხოველის მოკვლა შეიძლებოდა 1 წლის განმავლობაში. ასევე დააწესეს სანადირო სეზონები. ეს კანონები, ასე თუ ისე შეცვლილი სახით, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს დღეს. ეს კანონი ცნობილი იყო როგორც “Das Reichsjagdgesetz”, ანუ რაიხის ნადირობის კანონი. 1935 წელს ახალი კანონი დაემატა, სახელად “Reichsnaturschutzgesetz”, რომელიც ბუნების დაცვას ეხებოდა. სახელმწიფო იცავდა რამდენიმე ჯიშს, მათ შორის მგელსა და ევროპულ ფოცხვერს. ეს კანონები რომ არა, ზოგიერთი ჯიში საერთოდ გაქრებოდა გერმანული ტყეებიდან.
[Pasuxi][Cit]|
3. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:34 ]
ვივისექციის აკრძალვა
მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო ნაცისტური გერმანია, რომელმაც აკრძალა ვივისექცია, ანუ ექსპერიმენტები ცოცხალ ცხოველებზე. ეს საკითხი რაიხსტაგში ჯერ კიდევ 1927 წელს დაისვა. ჰერმან გერინგი, ჰაინრიხ ჰიმლერი და ადოლფ ჰიტლერი მხარს უჭერდნენ ცხოველების დაცვას, განსაკუთრებით გმობდნენ მათი სისასტიკით ხოცვას. თანამედროვე კანონები, რომლებიც ვივისექციას ზღუდავს, როგორც გერმანიაში, ისე დანარჩენ მსოფლიოში, აღებულია ნაცისტური წესებიდან. თუმცა ირონიული კი იყო იმ მხრივ, რომ შეიწყალეს ცხოველები და სამაგიეროდ, შავი დღე აყარეს ებრაელებს, ბოშებს, ჰომოსექსუალებს და ა.შ.
[Pasuxi][Cit]|
4. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:34 ]
მოწევის საწინააღმდეგო კანონები
ჰიტლერმა წამოიწყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ეფექტური მოძრაობა თამბაქოს წინააღმდეგ. იმ დროს, როცა 30-იან და 40-იან წლებში სხვა ქვეყნებში ანალოგიურმა აქციებმა სრული კრახი განიცადეს, ნაცისტურ გერმანიაში საკმაო წარმატება ხვდა წილად. აიკრძალა მოწევა რესტორნებსა და ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მიდიოდა რეკლამირება მოწევისთვის თავის დანებებისკენ. გაიზარდა ფასი თამბაქოზე, კანონის დამრღვევებზე დიდი ჯარიმები დაწესდა. ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები აფრთხილებდნენ ხალხს, რომ მოწევა საფრთხეს უქმნიდა ორსული ქალის ნაყოფს. ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ წელიწადში ერთი გერმანელი საშუალოდ 749 ღერს ეწეოდა, ამერიკელი კი 3000-ს.
[Pasuxi][Cit]|
5. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:34 ]
კეთილდღეობის პროგრამები
ნაცისტურმა გერმანიამ განახორციელა კეთილდღეობის ერთ-ერთი უმსხვილესი პროგრამა ისტორიაში, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ ყველა გერმანელს ჰქონოდა ცხოვრების სტანდარტული პირობები. ვისაც საშუალება ჰქონდა, რიცხავდა თანხას ნაცისტების ანგარიშზე, შემდეგ კი ისინი განკარგავდნენ მას. ამ პროგრამის ერთ-ერთი აქცია იყო ის, რომ ნაცისტებიცა და ჩვეულებრივი მოსახლეობაც დადიოდა ქუჩებში და ფინანსურად ეხმარებოდა გაჭირვებულ მოქალაქეებს. აქციის მიზანი, გარდა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა, იყო მოქალაქეებისთვის სიკეთის ქმედების ინიციატივის მიცემა. აქციაში ხშირად იღებდა მონაწილეობას ნაცისტი იოზეფ გებელსი, ასევე ახდენდა პროგრამის რეკლამირებას რადიოთი, ტელევიზიითა და ბეჭდური პრესით.
[Pasuxi][Cit]|
6. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:35 ]
ფოლკსვაგენის “ხოჭო”
ფოლკსვაგენი თარგმანში ნიშნავს “ხალხის მანქანას”. შეიქმნა სპეციალურად იმისთვის, რომ ნებისმიერ გერმანელს შეძლებოდა მისი ყიდვა. დიზაინის იდეა ჰიტლერს ეკუთვნის, მან დამპროექტებლებს ურჩია, მანქანა ხოჭოსთვის მიემსგავსებინათ. მოდელს დიდი წარმატება ხვდა წილად, რადგან პატარა მოტოციკლის ფასი ჰქონდა. მაგრამ ომის მიწურულს მოსახლეობის ფინანსურმა შესაძლებლობებმა იკლო, რის გამოც ავტომობილის პოპულარობა თანდათან შემცირდა. მესამე რაიხის პერიოდის მიწურულს მას უფრო სამხედრო ტრანსპორტის დანიშნულება ჰქონდა. თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, გამხდარიყო პოპულარული მოდელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველთვის ცნობილი იყო საიმედოობით, გამორჩეული დიზაინითა და მოხმარების სიმარტივით. 1938-2003 წლებში 21 მილიონი ეგზემპლარი დამზადდა, რაც ერთი მოდელისთვის რეკორდია. ასევე იქცა ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი წარმოების ავტომობილად.
[Pasuxi][Cit]|
7. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:35 ]
ავტობანი
მართალია, იდეის ავტორები ნაცისტები არ ყოფილან, მაგრამ ჰიტლერი მხურვალედ უჭერდა მხარს ავტობანების პოპულარიზაციას. მისი ინიციატივით, გერმანიაში ავტობანების მსხვილი ქსელი შექმნეს. ასევე გერმანია იყო პირველი ქვეყანა, სადაც ჩქაროსნული ავტოსტრადა გაიყვანეს. ეს იყო რევოლუციური ნაბიჯი საგზაო ინჟინერიაში, რომელმაც შეცვალა გადაადგილების სისტემა. მალე ბევრი ქვეყანა გაეჯიბრა გერმანიას, მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანეთი. გერმანული ავტოსტრადა მთელი ქვეყნის ტერიტორიებს მოიცავს, უფრო მეტიც, გადის სხვა ქვეყანაშიც კი – ავსტრიაში. გარდა ამისა, ავტოსტრადის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 100 000 მუშა, რაც დამატებითი პლიუსი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის.
[Pasuxi][Cit]|
8. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:36 ]
რაკეტები
ადამიანი, რომელმაც რაკეტების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, ვერნერ ფონ ბრაუნი, ნაცისტური პარტიის წევრი იყო. ის ეხმარებოდა როგორც გერმანიას, ისე აშშ-ს თანამედროვე სარაკეტო სისტემის განვითარებაში. II მსოფლიო ომის შემდეგ კი აშშ-ს მოქალაქე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა დამსახურებებიც აქვს, მაგალითად თვითმფრინავებში თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტების დაყენება, ფართო საზოგადოებაში მაინც ნასაში მიღწეული წარმატებებითაა ცნობილი. მისი ყველაზე წარმატებული ნამუშევარია სატურნ V – მრავალსაფეხურიანი თხევადსაწვავიანი რაკეტა-მატარებელი. სწორედ მისი დახმარებით დაჯდა ადამიანი მთვარეზე 1969 წელს. ფონ ბრაუნის გამოგონებებმა კარი გაუხსნა ადამიანს კოსმოსში მოგზაურობისკენ.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას