1. NIUSHA
[Mod] (Off) [ 08 Sep 2013, 2:02 ]
თურქული ენა განეკუთვნება ალთაურ ენათა ოჯახის თურქმანულ ჯგუფს. ამ ენაზე საუბრობს 80 მილიონზე მეტი ადამიანი. თურქული ენა არის სახელმწიფო ენა თურქეთის რესპუბლიკაში და აგრეთვე, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში. მასთან ისე ახლო მდგომია აზერბაიჯანული, რომ ენათმეცნიერებაში ხშირად მას აზერბაიჯანის თურქულადაც მოიხსენიებენ.
თურქული ენა 1926 წლის შემდეგ ეფუძნება ლათინური დამწერლობის საფუძველზე შექმნილ ანბანს.
თურქულ ანბანში 29 ასოა, ლათინურიდან ამოღებულია Q, X და W, დამატებულია 6 ასო-ნიშანი:
Ç, Ş, Ğ, I, Ö და Ü.
თურქულ ენაში იკითხება ისე, როგორც იწერება.
თურქულს აქვს ფიქსირებული მახვილი, რომელიც მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე. გამონაკლისია სახელმწიფოთა დასახელება, სადაც მახვილი პირველ მარცვალზეა.
Aa - ა
Bb - ბ
Cc - ჯ
Çç - ჩ
Dd - დ
Ee - ე
Ff - ф
Gg - გ
Ğğ - ღ (წარმოითქმის ძალიან რბილად, ჰგავს "ი"-ს)
Hh - ჰ
Iı - დაახლ. რუსული ы, უფრო ზუსტად ის ბგერა, რომელიც ისმის ორი თანხმოვნის წარმოთქმის დროს, მაგ. გკ (გ-სა და კ-ს შორის)
İi - ი (მიაქციეთ ყურადღება, რომ მთავრულ ასოსაც წერტილი ეწერება)
Jj - ჟ
Kk - ქ
Ll - ლ
Mm - მ
Nn - ნ
Oo - ო
Öö - დაახლ. იო
Pp - ფ
Rr - რ
Ss - ს
Şş - შ
Tt - თ
Uu - უ
Üü - დაახლ. იუ
Vv - ვ
Yy - უმარცვლო ი
Zz - ზ
თურქულ ენაში მთავრული ასოთი იწერება:
ა) კერძო სახელები
ბ) გეოგრაფიული სახელები
გ) ეროვნული კუთვნილების ზედსართავები
დ) ალლაჰი, მუჰამმადი და სხვა ისლამური სიტყვები
დამატებითი ნიშნები:
ა) არაბულის გავლენით, შეიძლება თურქულ ხმოვანს თავზე გაუკეთდეს ^ ნიშანი, რაც ნიშნავს რომ ხმოვანი არბილებს მის წინ მდგომ თანხმოვანს
მაგ. İslâm - დაახლ. ислям
ბ) თურქულში აპოსტროფი გამოიყენება კერძო სახელისგან ბრუნვის ნიშანის გამოსაცალკევებლად
მაგ.:
Ben Batum'a gittim [ბენ ბათუმა გითთიმ] - მე ბათუმში წავედი
წაკითხვის მაგალითები:
Ben Türkçe öğreniyorum [ბენ თურქჩე ოირენიორუმ] - მე ვსწავლობ თურქულს
Ahmet çay içti [აჰმეთ ჩაი იჩთი] - აჰმედმა ჩაი დალია
Sen bu kitap beğendin mi? [სენ ბუ ქითაფ ბეიენდინ მი?] - შენ ეს წიგნი მოგეწონა?
İstanbul Türkiye'nin en büyük ve en güzel şehiri [ისთანბულ თურქიენინ ენ ბუიუქ ვე ენ გუზელ შეჰირი] - სტამბული თურქეთის ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი ქალაქია
İki saat sonra evden çıkma! [იქი საათ სონრა ენდენ ჩქმა*] - ორი საათის შემდეგ სახლიდან არ გახვიდე
* რეალურად "ჩ"-სა და "ქ"-ს შორის, ირაციონალური ბგერა ისმის, როგორც ერთად რომ წარმოვთქვათ "ჩ-ქ" აი ისეთი. [Pasuxi][Cit]|
2. NIUSHA
[Mod] (Off) [ 08 Sep 2013, 2:03 ]
თურქულ ენაში ყველა ბოლოსართი (სუფიქსი) სიტყვას დაერთვის იმის მიხედვით, თუ რომელი რიგის ხმოვანია ბოლო ხმოვანი ამ სიტყვის ფუძეში.
სუფიქსები არსებობს 2 ტიპის:
1. ორვარიანტიანი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმები მაგარი ხმოვნებისთვის და რბილი ხმოვნებისთვის
2. ოთხვარიანტიანი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმები მაგარი წინა რიგის ხმოვნებისთვის, მაგარი უკანა რიგის ხმოვნებისთვის, ასევე რბილი წინა და რბილი უკანა რიგის ხმოვნებისთვის.
1. ორვარიანტიანი სუფიქსია, მაგალითად, მრავლობითის საწარმოებელი სუფიქსი lar (მაგარი ხმოვნებითვის) და ler (რბილი ხმოვნებითვის)
ჩანთა: çanta - çanta-lar
სახლი: ev - ev-ler
თურქი: Türk - Türk-ler
მანქანა: araba - araba-lar
ტელეფონი: telefon - telefon-lar
პასტა: kalem - kalem-ler
2. ოთხვარიანტიანია, მაგალითად, ახლანდელი დროის საწარმოებელი სუფიქსი:
ıyor - წინა რიგის მაგარი ხმოვნებისთვის
iyor - წინა რიგის რბილი ხმოვნებისთვის
uyor - უკანა რიგის მაგარი ხმოვნებისთვის
üyor - უკანა რიგის რბილი ხმოვნებისთვის
3. NIUSHA
[Mod] (Off) [ 08 Sep 2013, 2:04 ]
თურქულ ენას აქვს 6 ბრუნვა: სახელობითი, ნათესაობითი, მიცემითი, ბრალობითი, ადგილობითი და გამოსვლითი.
სახელობითი - ქვემდებარის ან ზოგადი შინაარსის პირდაპირი დამატების ბრუნვა
ნათესაობითი - კუთვნილების ბრუნვა
მიცემითი - ირიბი დამატების ან მიმართულების გამომხატველი ბრუნვა
ბრალობითი - კონკრეტული შინაარსის პირდაპირი დამატების ბრუნვა
ადგილობითი - მსგავსია ქართული "-ში" ან ზოგ შემთხვევაში "-ზე" თანდებულებისა, შესაძლებელია გამოიყენებოდეს კუთვნილების გამოსახატადაც (ამას შემდგომ აგიხსნით)
გამოსვლითი - მსგავსია ქართული "-გან" და "-დან" თანდებულებისა
შენიშვნა:
1. თუ თანხმოვანფუძიანი სიტყვა ბოლოვდება ყრუ თანხმოვანზე (ç, f, h, k, p, s, ş, t) ადგილობითი და გამოსვლითი ბრუნვების ნიშნები გვექნება შესაბამისად -ta, -te და -tan, -ten
2. თანხმოვანფუძიან სიტყვებში ბოლო თანხმოვანი თუ იქნა ç, k, p ან t, ნათესაობით, მიცემით და ბრალობით ბრუნვებში იგი შეიცვლება შესაბამისად c, ğ, b და d-თი.
მაგალითები:
კარადა - dolap
dolap
dolab-ın
dolab-a
dolab-ı
dolap-ta
dolap-tan
პური - ekmek
ekmek
ekmeğ-in
ekmeğ-e
ekmeğ-i
ekmek-te
ekmek-ten
აუზი - havuz
havuz
havuz-un
havuz-a
havuz-u
havuz-da
havuz-dan
ტბა - göl
göl
göl-ün
göl-e
göl-ü
göl-de
göl-den
მრავლობით რიცხვში ყველა სიტყვა იმის გამო, რომ დაბოლოება აქვთ -lar, -ler იბრუნება ისე, როგორც იბრუნება a და e ბოლოხმოვნიანი სიტყვები მხოლობით რიცხვში. ზემომოყვანილი გამონაკლისები აქ არ მოქმედებს