1. NIUSHA
[Mod] (Off)
[ 07 Sep 2013, 1:16 ]
მივესალმები განახლებულ ფორუმს და ფორუმელებს
მინდა წარმოგიდგინოთ ფორუმ მეგობრულის მე-4 სეზონი.
სანამ წესებზე გადავალთ,მოდით გავიხსენოთ წინა სეზონის გამარჯვებულები
ფორუმ მეგობრული 2010 - გამარჯვებულია Mateus-ი, იმდროინდელი PARTIZAN-ი
საკმაოდ საინტერესო ფინალური ტური გაიმართა მათესა და Paata-ს შორის,ბოლოს მათეს მეგობართა "არმიამ" სძლია და მას მოუტანა ფორუმ მეგობრულის ტიტული.
ფორუმ მეგობრული 2011 - გამარჯვებულია Mon Ami. საინტერესო და ამავდროულად აზარტული ფინალი შედგა მონ ამისა და ელენეს შორის,საბოლოოდ მონ ამიმ მოიპოვა ფორუმ მეგობრული 2011-ის ტიტული. ფინალური ტური ფორუმის დაბადების დღეს დაემთხვა ^_^
ფორუმ მეგობრული 2012 - გამარჯვებულია PARTIZANKA. ყველა სეზონს თავისებური აზარტი ჰქონდა,მათ შორის პარტიზანკას შემთხვევაშიც. ფინალურ ტურში,ასე ვთქვათ მისი "მეტოქე" გახლდათ LILITH.თქვენ წარმოიდგინეთ ხალხს უჭირდა ხმის მიცემა,ზოგი თავს იკავებდა,ზოგიც არჩევანს მალავდა,მაგრამ საბოლოოდ პარტიზანკა გახდა ტიტულის მფლობელი
მგონი დროა ფორუმ მეგობრული 2013-იც გამოვავლინოთ
თითოეული ფორუმელი წერს იმ ფორუმელ(ებ)ის ნიკნეიმ(ებ)ს ვინც მიაჩნია მას მეგობრულად.რაოდენობა არ არის შეზღუდული. (შენიშვნა:ერთ პოსტში მოაქციეთ,ჩაითვლება მხოლოდ პირველ პოსტში დაწერილი ნიკნეიმები)
9 სექტემბერს შეწყდება დასახელებები,დაითვლება ხმები და გამოვლინდება 20 კონკურსანტი
აქედან 10 მამრი და 10 მდედრი.
კონკურსანტობა თქვენს ნებასურვილზე არ არის დამოკიდებული.თუ მოხვდით 20ეულში თქვენი სურვილით არ მოიხსნებით კონკურსიდან. იმედია ყველაფერი გავიგეთ შეგვიძლია დავიწყოთ ^_^
ჩემს რჩეულ ფორუმელებს რომლებიც მიმაჩნია მეგობრულებად მოგვიანებით დავწერ
[Pasuxi][Cit]|
5. LILITH
[Mod] (Off)
[ 07 Sep 2013, 11:24 ]
kavalla,echo,mateus,niusha,m.jaiani,mon ami,ideoteque,mindia,professor,angel of death,paata,jana,fear da ravi, bevri mokled :P dzvelebic,rom agar chanan aq,vmegobrob me
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 07 Sep 2013, 11:46; sul 1 -jer