გზავნილი
1. ***MaLeNa*** (Off)
[ 04 Sep 2013, 10:40 ]
შტეფან ცვაიგი ებრაელი მწერალია, რომელიც 1881 წლის 28 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიბადა. მამამისი ქსოვილების მეწარმე იყო, ხოლო დედამისი საბანკო საქმიანობას ეწეოდა. შტეფანი ავსტრიის უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდა თეოდორ ჰერცლთან, რომელიც ვენის ერთ-ერთი მთავარი გაზეთის Neue Freie Presse-ს რედაქტორი იყო. 1920 წელს იქორწინა ფრიდერიკა უინტერნიცზე. თვრამეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 1938 წელს, ისინი განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ ფრიდერიკამ შტეფანზე წიგნი დაწერა და გამოაქვეყნა. 1934 წელს მან გერმანია დატოვა და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. 1939 წელს კი შტეფანმა მის თანაშემწე ლოტე ალტმანზე იქორწინა. ჰიტლერის შეირაღებული ძალების მთელს დასავლეთ ევროპაში გაძლიერებამ შტეფანი აიძულა ევროპა დეტოვებინა თავის მეორე მეუღლესთან ერთად, ატლანტის ოკეანე გადაეკვეთა და აშშ-ში ემოგზაურა. სიცოცხლის ბოლო წლები ბრაზილიაში გაატარა. ამ წლები განმავლობაში შტეფანი უფრო და უფრო დეპრესიული და გულჩათხრობილი ხდებოდა, საბოლოოდ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 22 თებერვალს მან გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა, სადაც აღწერა თუ როგორ ცუდად გრძნობდა თავს. მეორე დილით კი ცოლ-ქმარი მკვდარი იპოვეს თავიანთ სახლში. მათ ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა მიიღეს. დღესდღეობით შტეფანის სახლი, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს, მუზეუმია და ცნობილია სახელით Casa Stefan Zweig



შტეფანის შემოქმედება მოიცავს: პოეზიას, პიესებს, ესეებს, მოკლე ნაწარმოებებს, ნოველებსა და ბიოგრაფიებს. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: Amok (1922),Beware of Pity (1938) და Conflicts (1926). მისი ავტობიოგრაფია The World of Yesterday 1943 წელს დაიბეჭდა. შტეფანის ნაწარმოებები მრავალფეროვნებითა და სიტყვათა სიმრავლით გამოირჩევა. წარმატებისა და პოპულარობის პიკს მან 1920 და 1930-იან წლებში მიაღწია. ამავე პერიოდში დაუმეგობრდა არტურ შნიტცლერსა და ზიგმუნდ ფროიდს. ძალიან პოპულარული იყო აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში და ევროპაში, მაგრამ ბრიტანელ მკითხველს ცვაიგის ნაწარმოებები არ მოსწონდა და ამერიკაში მისმა პოპულარობამ შემცირება დაიწყო. ბრიტანელი კრიტიკოსები ცვაიგის შემოქმედებას ღარიბს, არასერიოზულსა და ზედეპირულს უწოდებდნენ. სხვა ევროპელ კრიტიკოსებს კი მისი წერის სტილი მოსწონდათ. შტეფანის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოები ‘’უცნობი ქალის წერილია’’, რომელზეც ფილმი გადაიღო მაქს ოფულსმა. ფილმის პრემიერა 1948 წელს შედგა.


შტეფან ცვაიგის ფრაზები

^ ისტორიაში ისევე როგორც ადამიანის ცხოვრებაში, სინანული დაკარგულ მომენტებს არ აბრუნებს და დაკარგული წლების აღდგენა შეუძლებელია.

^ მხოლოდ იმ ადამიანს ვისაც გამოუცდია სიანთლე და სიბნელე, ომი და მშვიდობა, დაცემა და ამაღლება, მხოლოდ მათ აქვთ ნამდვილად გამოცდილი ცხოვრება.

^ მუშაობის ძალიან ძლიერი ძალა ვერასდროს ვერ დაიმალება ან ჩაიკეტება. ხელოვნებას დროსთან ერთად გადაივიწყებს ადამიანი. ის აიკრძალება ან უვარგისი გახდება.

^ ხელახლა ვიწყებ მსოფლიოს აღმოჩენას. ინგლისმა ჩემი ჰორიზონტი გააფართოვა.

^ თავისუფალ და დამოუკიდებელ სულს საზღვარი არ აქვს

^ ერთ ადამიანს მაინც უნდა სწამდეს იმის, რომ შეუძლია სტიმული მისცეს სხვებს.

^ გადასახლების გამოცდის შემდეგ, ადამიანები ერთმანეთის უკეთ გაგებას იწყებენ და რეალობას თვალს უსწორებენ.
[Pasuxi][Cit]|
2. Aristokratka (Off)
[ 04 Sep 2013, 10:47 ]
"Amoki" "ucnobi qalis cerilebi" "chadrakit mocamluli" < am 3s gamovarchevdi.
Genialuria!
[Pasuxi][Cit]|
3. Minimum 1 (Off)
[ 04 Sep 2013, 11:45 ]
ციტატა: Aristokratka ამოკი მაქს პირველი წაკითხული ცვაიგის შემოქმედებიდან და მართლაც მაგარი გამოდგა, თუმცა უნდა ავღნიშნო რომ "მოუთმენლობა გულისა" უმაგრესია მის შემოქმედებაში, წიგნში იმდენ ცხოვრებისეულ აზრს გადააწყდები, ეუძლებელია თვალი მოსწყვიტო
[Pasuxi][Cit]|
4. Aristokratka (Off)
[ 04 Sep 2013, 12:55 ]
Minimum 1,is rcheuli,romelshic misi es nacarmoebebia shetanili, yvela camikitxavs ,yvela umagresia magram "chadrakit mocamluli" < imdenad mzafria rom ateuli clis cin cakitxuli dgesac cxadliv maxsovs,gancda, emocia rac kitxvisas ganvicade.
[Pasuxi][Cit]|
5. Minimum 1 (Off)
[ 04 Sep 2013, 13:42 ]
ციტატა: Aristokratka eg ar wamikitxavs, simartle gitxra arc vicodi mag nawarmoebze, pirvelad mesmis, roca mivubrundebi cvaigs aucileblad wavikitxav da vnaxot martla aseti mzafri tua
[Pasuxi][Cit]|
6. Aristokratka (Off)
[ 04 Sep 2013, 16:02 ]
Minimum 1, simzafres gaachnia vin rogor agiqvams,vis rogori gemovneba aqvs da a.sh.
Esaa fsiqologiuri datvirtvit savse nacarmoebi. Roca fashisturi germania cdilobda fsiqologiuri zecolit gadaebirebina mistvis sachiro informaciis mqone tyve.roca caikitxav moxaruli viqnebi gamiziaro sheni shexedulebebi.
[Pasuxi][Cit]|
7. heretique (Off)
[ 08 Sep 2013, 9:34 ]
miyvars misi novelebi da romanebi. me siamovnebas manichebs mati kitxva, tumca ver vityvi rom matze uketesi araferi wamikitxavs.
[Pasuxi][Cit]|
8. Mia (Off)
[ 08 Sep 2013, 10:18 ]
Momwons
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას