1. Natia(Off) [ 03 Sep 2013, 19:20 ]
ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველ თამაშად მიჩნეულია მატჩი,რომელიც გაიმართა 1914 წელს ქალაქ ფლუმინენსეში რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუს ნარჩევ ფეხბურთელებსა და ინგლისის საფეხბურთო კლუბ იქსტერ სიტის შორის.ბრაზილიამ ოსვალდო გომესისა და ოსმანის გოლების წყალობით 2:0 გაიმარჯვა.მომავალი წარმატებებისაგან განსხვავებით ბრაზილიელთა პირველი თამაშები შორს იდგა ბრწყინვალებისაგან ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო ბრაზილიურ ფეხბურთში არსებული დაპირისპირებით,რამაც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას საშუალება არ მისცა ანგარიშგასაწევი გუნდი ჩამოეყალიბებინა.
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების პირველი საერთაშორისო მატჩი:იქსტერ სიტისთან 1914 წელს.
კერძოდ კი სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროს სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციებს შორის დაპირისპირება ნიშნავდა იმას,რომ ეროვნული ნაკრები არ უნდა დაკომპლექტებულიყო ორივე ფედერაციიდან წამოსული ფეხბურთელებით.1930 და 1934 წლის ჩემპიონატებზე ბრზაილია პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას.მაგრამ მომავალში რადიკლაურად შეიცვალა ვითარება-ბრაზილიამ 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა,ხოლო ლეონიდას და სილვა ტურნირის ბომბარდირი გახდა.
1950 წელს ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა,რომელიც იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული პირველი ჩემპიონატი.ეს იყო ბრაზილიაში ჩატარებული ერთადერთი ჩემპიონატი(თუ არ ჩავთვლით 2014 წელს გასამართ მუნდიალს).ეს ჩემპიონატი უნიკალური იყო არაიმიტომ რომ გამორჩეული ფინალი ჰქონდა,არამედ იმიტომ რომ ბოლო ეტაპზე ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძოდა.არსებითად ბრაზილიასა და ურუგვაის შორის მატჩი იყო გადამწყვეტი.ბრაზილიელებს ჩემპიონატის მოსაგებად ფრეც ჰყოფნიდათ,მაგრამ 2:1 წააგეს.მიუხედავად იმისა,რომ თავიდან 1:0 იგებდნენ.მატჩი გაიმართა რიო დე ჟანეიროში,მარაკანას სტადიონზე,დაესწრო 199,854 მაყურებელი.ეს მატჩი დღეს სამხრეთ ამერიკაში ცნობილია როგორც მარაკანასო,ხოლო ბრაზილიაში კი-საბედისწერო ფინალი.
1954წლის მსოფლიო ბრაზილიას შემადგენლობა გადახალისებული ჰყავდა,იყვნენ უდიდესი ფეხბურთელები-ნილტონ სანტოსი,ჯალმა სანტოსი და დიდი, მარაკანას ფინალიც დავიწყებული იყო,მაგრამ ბრაზილიელები შორს ვერ წავიდნენ:მეოთხედფინალში უნგრეთმა 4:2 დაამარცხა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უსაშინლეს თამაშში.ეს სამარცხვინო მატჩი ცნობილია როგორც ბერნის ბრძოლა.
ოქროს ხანა და პელე(1958-1970)[რედაქტირება]
1958 წლის შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბრაზილიელთა მწვრთნელმა ვისენტე ფეოლამ გუნდში მკაცრი წესები დაადგინა.მან ფეხბურთელებს მისცა იმ 40 ქმედებისა,რაც არ უნდა გაეკეთებინათ ფეხბურთელებს.ესენი იყო ქუდის და ქოლგის ტარება,ოფიციალური ტანსაცმლის ტარების დროს სიგარეტის მოწევა, პრესასთან საუბარი დაწესებულ დროში.ეს იყო ერთადერთი გუნდი,რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგი(1950 წლის მარცხი ისევ ზემოქმედებდა ზოგიერთ ფეხბურთელზე),სტომატოლოგი(რადგანაც ფეხბურთელების ღარიბული წარმოშობიდან გამომდინარე ბევრს ჰქონდა დენტალური პრობლემები,რომელიც გამოწვეული იყო ინფექციით და მათ გამოსვლაზე ძალიან უარყოფითი გავლენა ჰქონდა) და ევროპაში წარმომადგენელი ჰყავდა წარგზავნილი,რათა შეჯიბრებამდე ერთი წლის მანძილზე დაკვირვებოდა გუნდებს,ბრაზლიის მომავალ მეტოქეებს.
ბრაზილიის ნაკრები 1959 წლის კოპა ამერიკაზე
ბრაზილია ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა ინგლისთან,საბჭოთა კავშირთან და ავსტრიასთან.პირველ მატჩში მათ 3:0 დაამარცხეს ავსტრიელები,შემდეგ კი ინგლისთან ფრე 0:0 ითამაშეს.ბრაზილიელები წუხდნენ რომ მათ უნდა ეთამაშათ განსაკუთრებით ძლიერ და ტურნირის მოგების უპირველეს პრეტენდენტ საბჭოთა კავშირთან.მათი სტრატეგია იყო სწრაფი გოლი.მატჩის დაწყებამდე გუნდის ლიდერები ნილტონი,ბელინი,სანტოსი და დიდი ესაუბრნენ მწვრთნელ ვისენტე ფეოლას და დაარწმუნეს რომ საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად და თასის ასაღებად გუნდში სამი ცვლილება გაეკეთებინა:პელე,გარინჩა და ზიტო დაეყენებინა სასტარტო შემადგენლობაში.თამაშის დასაწყისში გარინჩამ მიიღო ბურთი,მოაყტუა ორი მოწინააღმდეგე ფეხბურთელი და გაიტანა გოლი.ბრაზილიელებმა სამი წუთის მანძილზე შეინარჩუნეს თავიანთი უპირატესობა,შემდეგ კი ვავამ გუნდს გამარჯვება მოუტანა.ეს წუთები იყო ყველაზე დიდი სამი წუთი ფეხბურთის ისტორიაში,როგორც მოგვიანებით უწოდეს.საბოლოოდ 2:0 ბრაზილიელთა სასარგებლოდ.მეოთხედფინალში ბრაზილიელებმა პელეს დუბლით დაამარცხეს უელსელები,ხოლო ნახევარფინალში ფრანგები 5:2.ხოლო ფინალში მასპინძელი შვედები და მოიგეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.ბრაზილია გახდა პირველი გუნდი,რომელმაც საკუთარი კოტინენტის გარეთ მოიგო ჩემპიონობა.აღსანიშნი ფაცტი იყო რომ ფეოლას ვარჟიშებზე ჩაეძინებოდა,თამაშის დროს კი თვალები დახუჭული ჰქონდა და მძინარეს შთაბეწდილებას ტოვებდა ხოლმე.ამის გამი დიდი ხშირად ეუბნებოდა რომ ნამდვილი მწვრთნელი ყოფილიყო.
1962 წელს ბრაზილიამ მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ვარსკვლავ გარინჩასთან ერთად.მან გუნდის ლიდერობა იტვირთა მას შემდეგ რაც მექსიკასთან სადებიუტო შეხვედრაში პელე დაიმტვრა და დაასრულა ტურნირი.
1966 წლის მსოფლიო თასის მზადებაში გავლენა იქონია პოლიტიკამ.ყველა წამყვან ბრაზილურ გუნდს სურდა თავისი ფეხბურთელები ქვეყნის უპრველეს გუნდშიმზადების ბოლო თვეში ფეოლას განკარგულებაში იყო 46 ფეხბურთელი,ინგლისში კი მხოლოდ 22 უნდა წაეყვანა.ამან გამოიწვია განუწყვეტელი კამათი და ფსიქოლოგიური წნეხი.შედეგად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა მუნდიალზე გამოსვლის მანძილზე.რათქმაუნდა ამის ყველაზ ედიდი შედეგი ის იყო რომ პელე(რომელიც ამ დროს კარიერის ზენიტში იყო),ჯგუფურ ეტაპზე ყველა საგოლე მომენტი გააფუჭა.
ბრაზილიამ მესამე მსოფლიო თასი მექიკის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგო 1970წელს.ბრაზილიას აქ საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა;კაპიტანი აბერტო,ჟაირზინიო,ტოსტაო,ჟერსონი,რიველინო და რაღათქმაუნდა პელე.ჟიულ რიმეს ტროფის მესამედ მიღების შემდეგ ბრაზილამ სამუდამოდ დაისაკუთრა ეს პრიზი. [Pasuxi][Cit]|