1. Eichmann(Off) [ 03 Sep 2013, 14:41 ]
AK-74 საიერიშო ავტომატური შაშხანზე მუშაობა დაიწყეს 1960 წელს, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის პასუხი ამერიკული M16-სადმი. ოფიციალური მოთხოვნა გამოიცა 1966 წელს. AK-74 იყო გაუმჯობესებული ვარიანტი AKM-ისა. საბჭოთა არმიამ AK-74 1974 წელს მიიღო შეიარაღებაში. ეს შაშხანა გათვლილია ახალ,
5.45 x 39 მმ მცირე კალიბრის, მაღალი სიჩქარის ვაზნებზე. დიზაინი AK-74-ისა ძალინ გავს AKM-ის დიზაინს და მათი ნაწილების 53% ერთიდაიგივეა. AK-74 არის რუსეთის არმიის სტანდარტული შაშხანა და ჯერჯერობით მას შემცვლელი არ გამოუჩნდა. ასევე AK-74 მინიმუმ 30 ქვეყნის შეიარაღებაშია. ამ იარაღს ლიცენზიით ასევე აწარმოებს ბულგარეთი, გერმანია, პოლონეთი და რუმინეთი.
AK-74 გაუმჯობესდა სროლის სიზუსტის მიმართულებით AKM-თან შედარებით. ეს იარაღის ინარჩუნებს ყველა დადებით და უარყოფით მხარეებს, დიზაინიდან დაწყებული საიმედოობით, სიმარტივით, გამძლეობით და ტექნიკური მხარით დამთავრებული. ეს იარაღი არ იჭედება და არ უმტყუნებს მსროლელს (რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე) ძალინ ცუდ პირობებშიც კი. საიმედოა მტვერში, წყალში, ტალახში და ყველანაირ სიბინძურეში. მისი დიზაინის სიმარტივე გახდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მისი მასობრივი წარმოების დაწყებისა. AK-74-ის უარყოფით მხარეებად შეიძლება ჩაითვალოს ცუდი ბალანსი სროლისას და ერგონომიკა, რითიც გამოირჩევიან დასავლური იარაღები. AK-74-ზე შეიძლება ცეცხლის ოპერირება და შერჩევა. [Pasuxi][Cit]|
2. Eichmann(Off) [ 03 Sep 2013, 14:42 ]
5.45 x 39
მმ-იანი ტყვიები შედარებით გრძელია ვიდრე სხვა ანალოგიური შაშხანებისა. კომბინირებული უსაფრთხოების, ცეცხლის სელექტორი და ჩამკეტების ჯგუფი მდებარეობს “უსაფრთხო” ადგილას. ავტომატის გვერდითა მხარეს, შუა ადგილას არის ბერკეტი, საიდანაც ხდება ავტომატური და ერთჯერადი სროლის მისიის არჩევა. შაშხანას აქვს 30 ვაზნიანი მჭიდი, რომელშიც ტყვიები ორ რიგად, ჰორზონტალურად თავსდებიან. ასევე შეიძლება დაუყენდეს 45 ვაზნიანი მჭიდიც. AK-74-ის ეფექტური მოქმედების დიაპაზონი 100-დან 1 000-მეტრამდეა. (გარანტირებული დიაპაზონი 500 მეტრია, საშუალო მსროლელისათვის).
გვიან წარმოების მოდელები AK-74-ისა დამზადებულია პლასტიკური და პოლიმერული მასალებისაგან. ლულის ქვეშ უყენდება სპეციალური ხიშტ-დანა ან 40 მმ-იანი GP-25-ის ტიპის ლულიქვეშა ყუმბარმტყორცნი. AK-74-ს უყენდება PBS-4 ტიპის მაყუჩი. [Pasuxi][Cit]|
3. Eichmann(Off) [ 03 Sep 2013, 14:42 ]
AK-74U
AKS-74 შექმნილია სპეციალურად სადესანტო ჯარებისათვის. მას აქვს სპეციალური დასაკეცი კონდახი. ასევე არსებობა AK74-ის დამოკლებული ვარიანტი AKS-74U, რომელიც განკუთვნილია სპეცდანიშნულების რაზმებისთვის, პოლიციისთვის, საჰაერო ძალების და სახმელეთო მძიმე ტექნიკის (ტანკები, არტილერია) ეკიპაჟებისთვის. AK-74N (N2) და AKS-74N (N2) ვარიანტებს უყენდება ღამის ხედვის მოწყობილობები და ოპტიკური სამიზნეები. გაუმჯობესებული ვარიანტის-AK-74M-ის წარმოება დაიწყო 1991 წლიდან. მას აქვს გვერდითი დასაკეცი მყარი პლასტმასის კონდახი. ამ ვერსიას ასევე უყენდება ოპტიკა და ღამის ხედვა. მან უნდა შეცვალოს AK-74 და AKS-74. ამჟამად AK-74M ისევ სერიულ წარმოებაშია. [Pasuxi][Cit]|
4. Eichmann(Off) [ 03 Sep 2013, 14:43 ]

კალიბრი
5.45×39 (მმ)
წონა (ცარიელის)
3.07 (კგ)
სიგრძე
1089 (მმ)
ლულის სიგრძე
415 (მმ)
ტყვიის საწყისი სიჩქარე
900 მ/წმ
ცეცხლის ციკლური წარმოება
600rpm
მინიმალური სიშორე (დიაპაზონი)
40-100 (მ)
მაქსიმალური სიშორე
1000 (მ)
ეფექტური სიშორე
500 (მ)
მჭიდი (ვაზნა)
30-45
http://armada.ge [Pasuxi][Cit]|
6. Eichmann(Off) [ 03 Sep 2013, 14:46 ]
ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს მსოფლიო იარაღის 10-ული, სადაც აკ პირველ ადგილზეა გასული.
არავის უნდა გაუკვირდეს ის ფაქტიც რომ ამ იარაღს ლულა გრერდით მოუღუნეს და ის მაინც ისროდა - გერდით. [Pasuxi][Cit]|