გულშემატკივრობთ ბარსელონას?
კი .barca.: 45%
ara, me sxva gunds vgulshematkivrob .chu.: 54%
გამოკითხულია: 24
გზავნილი
1. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 1:06 ]
ბარსელონა — ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელია. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. კლუბის დევიზია „Més que un club“ (ესპ. უფრო მეტი, ვიდრე კლუბი).
„ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი" არასოდეს დაუტოვებიათ. "ბარსა" გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.
კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების — "სოსიოსების" რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. "ბარსელონას" გულშემატკივრები ცნობილნი არიან მეტსახელით "culés" (კულე).
კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი "ბარსელონა B", ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: (კალათბურთი, ხელბურთი, ფუტზალი და გორგოლაჭებიანი ჰოკეი). არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში.
2006-07 სეზონის მონაცემებით "ბარსელონა" მსოფლიოს მესამე უმდიდრესი კლუბი იყო 291.1 მილიონი ევროს შემოსავლით.

ისტორია
1899-1908 1899 წლის 22 ოქტომბერს ჰანს გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს "ხიმნასიო სოლეში" პირველი შეკრება შედგა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერ უაილდი, ლუის დ'ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პარსონსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა".[1]
"ბარსა" მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად "ბარსელონა" კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს "ბარსელონამ" პირველი ტიტული "კოპა მაკაი" მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც "ვისკაისთან" დამარცხდა (1:2).

1908-1923 1908 წელს ჰანს (ხუან) გამპერი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. გამპერმა გუნდი გაჭირვების პერიოდში ჩაიბარა. "ბარსას" 3 წლის მანძილზე არაფერი აღარ ჰქონდა მოგებული და ფინანსურადაც ცუდ მდგომარეობაში იყო. გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანად 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა "ბარსელონასთვის" სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი "კარერ ინდუსტრიაზე" გადაბარგდა, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევდა.[3] გამპერმა ასევე კლუბის გაფართოება დაიწყო და 1922 წლისთვის წევრების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.
იმავე წელს ბარსა ახალ სტადიონზე "Les Corts"-ზე გადაბარგდა. სტადიონი თავდაპირველად 20 000 მაყურებელს იტევდა, შემდეგ კი ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.
გამპერმა გუნდში მოიყვანა პაულინო ალკანტარა, რომელიც დღემდე რჩება კლუბის საუკეთესო ბომბარდირად (356 გოლი). 1917 წელს გამპერის მოწვევით "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რამაც ბევრ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. ჰანს გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში "ბარსელონამ" 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ "პირენეის თასი".[2][3] იმ დროისთვის ალკანტარასთან ერთად გუნდში ირიცხებოდნენ: საგიბარბა, რიკარდო ზამორა, ხოსეპ სამიტიერი, ფელიქს სასუმაგა და ფრანც პლატკო.

რივერა, რესპუბლიკური და სამოქალაქო ომები (1923-1938) წარმატებულ 20-იან წლებში, კლუბს ბევრი არასპორტული პრობლემა ექმნებოდა. პრიმო დე რივერას დიქტატორობის პერიოდში, კლუბის სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებლები ესპანეთის სამეფო მარშს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ, რის გამოც სტადიონი 6 თვით დაიხურა. შემდეგ ეს სასჯელი 3 თვემდე შემცირდა, მაგრამ საბოლოოდ ამის გამო დათმო გამპერმა პრეზიდენტის პოსტი,[5] სხვადასხვა პრობლემების გამო დეპრესიაში ჩავარდა და 1930 წლის 30 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.[3]
თუმცა კლუბში მაინც იყვნენ ძლიერი ფეხბურთელები და ხოსე ესკოლას მეთაურობით "ბარსა" 1929-1938 წლებში შვიდჯერ გახდა კატალონიის ჩემპიონი.[6][2] 1 თვის შემდეგ კი ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც კლუბს ბევრი პრობლემა შეუქმნა. "ბარსას" პრეზიდენტი ხოსეპ სანიული დიქტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა მოკლეს გვადალახარასთან ახლოს.[7] 1937 წელს კლუბი მექსიკასა და ამერიკაში იყო ტურნეზე, სადაც ესპანეთთან მებრძოლთა ელჩად მიიღეს. 1938 წელს ფაშისტებმა "ბარსას" ერთ-ერთი ოფისი დაბომბეს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა.[8] მალე ბარსელონა ფაშისტების სრულ ოკუპაციაში მოექცა და გუნდს უფრო გაუჭირდა. ეს კლუბის წევრების რაოდენობაზეც აისახა, რომელიც 4000-მდე დაეცა

Barcelona C. de F.(1939-1974) ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კატალანური ენა და დროშა აიკრძალა და კლუბებსაც აიძულებდნენ არაესპანური სახელები არ გამოეყენებინათ. ამიტომ F.C. Barcelona (რომელიც ინგლისურევნოვანი დასახელება იყო) Barcelona C. de F.-ად გადაკეთდა. კლუბის გერბიდან ამოღებულ იქნა კატალონიური დროშაც და ადგილობრივი მოსახლეობა კატალონიურ ენაზე მხოლოდ სტადიონზე თუ საუბრობდა.[4]
1943 წელს "ლეს კორტსზე" ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი თამაშის წინ, ფეხბურთელებს გასახდელში ფრანკოს ხელისუფლების უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი დახვრეტით დაემუქრა, რის შედეგადაც "რეალმა" ის მატჩი 11:1 მოიგო.
რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად "ბარსა" მაინც აღწევდა წარმატებებს. 1945 წელს კლუბმა კიდევ ერთხელ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, 1929 წლის შემდეგ. ამ გუნდში ხოსეპ სამიტიერის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ: რამალეტსი, სესარი და ველასკო. მათ 1948-49 წლებში კიდევ 2 ტიტული მოიგეს. 1949 წელს "ბარსელონამ" პირველად მოიგო "Copa Latina". 50-იან წლებში კლუბის ყველაზე წარმატებული ხანა დადგა. მწვრთნელის — ფერნანდო დაუჩიკისა და "ბარსას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის — ლადისლაო კუბალას დახმარებით გუნდმა 1952 წელს 5 სხვადასხვა ტიტული მოიგო. მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონატი, "Copa del Generalisimo", "Copa Latina" და "Copa Eva Duarte". 1953-ში "ბარსამ" კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონატი და "Copa del Generalisimo".[4] ეს ტიტული კუბალას გუნდმა 1957-შიც მოიგო, ხოლო 1958-ში "ბაზრობათა თასს" (ახლანდელ უეფას თასს) დაეუფლა.
მწვრთნელის, ელენიო ერერას, ხელმძღვანელობით, ასევე ახალგაზრდა ლუის სუარესის (1960 წლის საუკეთესო ფეხბურთელი) და კუბალას მიერ მიწვეული 2 უნგრელის (შანდორ კოჩიში და ზოლტან ჩჟიბორი) დახმარებით, "ბარსამ" კიდევ 2-ჯერ შეასრულა დუბლი 1959 და 1960 წლებში. 1961 წელს "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევრო ტურნირებში მადრიდის "რეალი" დაამარცხა და ამით ბოლო მოუღო მათ ჰეგემონიას.
1960-იანი წლები არც ისე წარმატებული იყო. 1957 წელს "ნოუ კამპის" მშენებლობა დასრულდა, ამიტომ კლუბს აღარ გააჩნდა საკმარისი სახსრები იმისათვის, რომ შემადგენლობა გაეძლიერებინა. ხოსეპ ფუსტესა და კარლეს რექსაჩის გუნდმა 1966 წელს "ბაზრობათა თასი" მოიგო, 1968-ში კი სიამაყე დაიბრუნა "Copa del Generalisimo"-ს ფინალში "ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" 1:0 დამარცხებით.
1974 წელს "ბარსელონამ" დაიბრუნა თავისი სახელი — "Football Club Barcelona".

კრუიფი (1974-1978)1973-74 წლების სეზონში გუნდში მოვიდა იოჰან კრუიფი. "ბარსელონამ" იმ პერიოდის ყველაზე ძვირი ტრანსფერი განახორციელა (1 მილიონი) და შემდეგ არც უნანია. კრუიფმა, რომელმაც უკვე "აიაქსში" გაითქვა სახელი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "რეალს" იმის გამო არჩია "ბარსელონა", რომ იგი არასოდეს ითამაშებდა ფრანკოს გუნდში. ჰოლანდიელმა 60-იანი წლების შემდეგ პირველად მოაგებიდა კლუბს ჩემპიონატი და მთავარი გმირი გახდა "ბერნაბეუზე" "რეალის" 0:5 დამარცხებაში. "ბარსელონაში" თამაშის მანძილზე კრუიფი ორჯერ ზედიზედ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად.

ნუნიესის პრეზიდენტობა (1978-2000)
სტაბილური პერიოდი (1978-1988)

1978 წელს "ბარსას" პრეზიდენტად ხოსეპ ლუის ნუნიესი აირჩიეს. მისი მთავარი მიზანი მსოფლიოში კლუბის სახელის დამკვიდრება და ფინანსური გაძლიერება იყო. 1979-1982 წლებში "ბარსამ" ორჯერ მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი. 1982 წელს გუნდში სარეკორდო თანხად (8 მილიონი) მოვიდა დიეგო მარადონა. ახალგაზრდა დიეგოს ბარსელონაში კარიერა ვერ აეწყო და მან 2 წლის შემდეგ დატოვა კლუბი. 1984-85 წლებში გუნდის მწვრთნელად ტერი ვენეიბლზი დაინიშნა, რომელმაც გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა და ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ბუქარესტის სტიაუასთან მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო.
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ბარსელონაში" ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, გარი ლინეკერი, ჩამოვიდა. გუნდში მოვიდა მეკარე ანდონი სუბისარეტაც, თუმცა ვენეიბლსის გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია და 1987 წელს მისი ადგილი ლუის არაგონესმა დაიკავა. ის სეზონი გუნდში ნუნიესის წინააღმდეგ "აჯანყებით" და სამეფო თასის ფინალში "სოსიედადის" 1:0 დამარცხებით გამოირჩა.

ოცნების გუნდი (1988-1996) 1988 წელს გუნდში იოჰან კრუიფი უკვე მწვრთნელის როლში დაბრუნდა და შექმნა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობის გამო "ოცნების გუნდსაც" უწოდებდნენ. იმ პერიოდის "ბარსელონაში" თამაშობდნენ: ხოსეპ გვარდიოლა, ჩიკი ბეგირისტაინი, ხოსე მარი ბაკერო, ანდონი გოეკოეჩეა, გეორგე ჰაჯი, მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი და რომარიო. ამ გუნდმა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი 1990-1994 წლებში და ორი ევროტურნირის ფინალში (1989 წელს თასების მფლობელთა თასი და 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი) დაამარცხა იტალიური სამპდორია. "ბარსამ" იმ წლებში ასევე მოიგო ესპანეთის თასი 1990-ში, ევროპის სუპერ თასი 1992-ში და 3 ესპანეთის სუპერ თასი. მოპოვებული 11 ტიტულით კრუიფი დღემდე კლუბის ყველა დროის წარმატებულ მწვრთნელად რჩება. მან ყველაზე მეტ ხანს - 8 წლის მანძილზე უხელმძღვანელა "ბარსას" და ბოლო 2 უტიტულო სეზონის შემდეგ დატოვა გუნდი.

1996-2000
კრუიფის ადგილი ბობი რობსონმა დაიკავა. მისი ცნობილი გამონათქვამია: "კატალონია არის ქვეყანა და ბარსელონა — მისი არმია". რობსონმა გუნდში რონალდო მოიყვანა და თავის ერთადერთ სეზონში ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. რობსონი ლუის ვან გაალმა შეცვალა. გუნდში მოვიდნენ ლუიშ ფიგუ, ლუის ენრიკე, ჯოვანი და რივალდო. "ბარსამ" 1998-99 წლებში ჩემპიონატი და თასი მოიგო. 1999 წელს, კლუბს 100 წლის იუბილეზე "ბარსელონა" კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი, მაგრამ ევროპულ ტურნირებში წარუმატებლობების გამო 2000 წელს გუნდი დატოვეს პრეზიდენტმა ნუნიესმა და ლუის ვან გაალმა.

გასპარი და კრიზისის პერიოდი (2000-2003)
ნუნიესისა და ვან გაალის წასვლა არაფერი იყო იმასთან, რაც შემდეგ მოხდა. კლუბი დატოვა ვიცე-კაპიტანმა და ფანების საყვარელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ, რომელმაც "ბარსას" მთავარ მეტოქე — "რეალში" გააგრძელა კარიერა, რაც მას გულშემატკივრებმა არ აპატიეს და "კამპ ნოუზე" ყოველი ვიზიტი მისთვის ჯოჯოხეთში თამაშს უდრიდა. გასპარის პრეზიდენტობის პერიოდში კლუბმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები, შემადგენლობა, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა და საბოლოოდ 2003 წელს გასპარი პოსტიდან გადადგა.

აწმყო
2003 წელს "ბარსას" პრეზიდენტად ახალგაზრდა ჟოან ლაპორტა აირჩიეს, რომელმაც კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა. მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი და უმაღლესი დონის ფეხბურთელები: რონალდინიო, დეკუ, ლიონელ მესი და სამუელ ეტო'ო. ასევე გამოცდილი ჰენრიკ ლარსონი, რაფაელ მარკესი და ჯოვანი ვან ბრონხორსტი, რომლებსაც კლუბში დახვდათ კარლეს პუიოლი და ხავი. ამ შემადგენლობით "ბარსელონამ" უკვე ბევრ წამატებას მიაღწია.
2004-05 წლებში ლაპორტას "ბარსელონამ" პირველად მოიგო ჩემპიონატი. "ბარსამ" "კამპ ნოუზე" მადრიდის "რეალი" დაამარცხა 3:0, შემდეგ ვალენსიაშიც გაიმარჯვა 0:2 და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი. ჩემპიონთა ლიგაზე რაიკარდის გუნდი "ჩელსისთან" დამარცხდა, საერთო ანგარიშით 5:4.

2005-2006
ეს სეზონი ლაპორტას ხელძღვანელობის პერიოდში საუკეთესო იყო. "ბარსამ" 2005 წლის 19 ნოემბერს "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამავე სეზონში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "ჩელსის" 1:2 და "მილანს" 0:1. "ბარსა" 17 მაისის პარიზის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში არსენალი დაამარცხა 2:1 და კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი. ქალაქ ბარსელონას ქუჩებში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.
2006-07 წლების სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა გუნდისთვის, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გაუთავებელმა მოგზაურობებმა და წამყვანი ფეხბურთელების მძიმე ტრავმებმა უარყოფითი შედეგი მოიტანა. კატალონიის თასს თუ არ ჩავთვლით გუნდმა სეზონი უტიტულოდდ დაასრულა, რამაც ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებისაკენ უბიძგა და შედეგად "ბარსელონაში" სეზონის დამთავრებისთანავე 3 კვირის განმავლობაში 4 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი მოვიდა. ტიერი ანრიმ, ერიკ აბიდალმა, იაია ტურემ და გაბრიელ მილიტომ გუნდში არსებული ყველა პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს და 2007/08 წლების სეზონს გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა.

2008-09 მიუხედავად იმისა რომ 2008 წელს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას , მან და ბარსელონას აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სარისკო ნაბიჯი გადადგეს და მწვრთნელად ბარსას წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი , პეპ გუარდიოლა მოიწვიეს . გუარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილებას მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონა ბს" მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა , ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა . გუარდიოლას მოსვლისთანავე გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ , დეკუმ , ედმილსონმა და რონალდინიომ . ამის შემდეგ ნათელი გახდა რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას . დაახლოებით €90 დაიხარჯა სეიდურ კეიტაზე , ხერარდ პიკეზე , მარტინ კასერსზე , დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე . სეზონი ბარსასთვის წარუმატებლად დაიწყო . გუნდი პრიმერა დივიზიონის გახსნით მატჩში ნუმანსიასთან დამარცხდა , შემდეგ კი რასინგის დამარცხებაც ვერ შეძლო . ასეთი სტარტის შემდეგ გუნდს და მის ხელმძღვანელობას კრიტიკა დაატყდა თავზე . მაგრამ გუნდმა მოახერხა ყველა კრიტიკოსი არამხოლოდ გაეჩუმებინა არამედ აღეფრთოვანებინა თავისი შედეგებითა და თამაშის ხარისხით . წლის სავარაუდო ჩავარდნის კანდიდატი გუნდიდან ბარსა მალევე გახდა ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტი . 1998 წლის შემდეგ ბარსელონამ პირველად მიაღწია კოპა დელ რეის ფინალამდე სადაც მოგვიანებით მესტალიაზე ბილბაოს ატლეტიკი დაამარცხა ანგარიშით 4:1 ( მიუხედავად იმისა რომ პირველი გოლი ბილბაოს ფეხბურთელებმა გაიტანეს ) . ესპანეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ მალევე დაიმკვიდრა თავი პირველ ადგილზე და ზამთრის შესვენებაზე 12 ქულიანი ფორით გავიდა ( უშუალო კონკურენტის , რეალის დამარცხების შემდეგ ) . მეორე წრის დასაწყისში ბარსამ რამდენიმე თამაში არც თუ ისე შთამბეჭდავად ჩაატარა და მისცა რეალის გულშემატკივრებს იმის საბაბი რომ ეფიქრათ თითქოს ინტრიგა აღსდგა . მაგრამ ისევ და ისევ რეალთან სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის მოედანზე ჩატარებულ მატჩში ბარსელონამ დაამტკიცა რომ იგი ესპანეთში საუკეთესო იყო და ათიათასობით მაყურებლის თვალწინ , ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა . კოპა დელ რეის თასის აღების შემდეგ რამდენიმე დღეში მადრიდის რეალი ვილიარეათან დამარცხდა . ამ შედეგმა ბარსელონა კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახადა და 2008-2009 წლების სეზონში , მეორე გამარჯვება მოუტანა . მაგრამ ბარსას წინ მესამე და მთავარი გათამაშების ფინალი ელოდა . ჩემპიონთა ლიგაზე ბარსამ ადვილად დაძლია ჯგუფური ეტაპი , შემდეგ არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი მატჩის მიუხედავად , მეორე თამაშში ლიონის ანგარიშით 5:2ის დამარცხების ხარჯზე გავიდა მეოთხედფინალში , სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად დაამარცხა მიუნჰენის ბაიერნი . ნახევარფინალში ბარსას მეტოქე ლონდონის ჩელსი იყო . 21 საუკუნის ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებისგან , ბევრი სანახაობრივ ფეხბურთს ელოდა , მაგრამ ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა პირველ მატჩში ჩელსის მიერ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილეს . მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი სტემფორდ ბრიჯზე უნდა გადაწყვეტილიყო . ჩელსი მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება , მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს . ჩელსის დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში ბარსელონამ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ არ ელოდა ბარსასგან რაიმე სასწაულს . მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა . დარტყმის შედეგი ჩელსის გულშემატკივრებისთვის ტირილის საბაბი გახდა ხოლო ბარსას გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის . დარჩენილ წამებში ჩელსიმ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში ბარსელონა გავიდა . 27 მაისს , სტადიო ოლიმპიკოზე შედგა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა , სადაც ბარსელონას მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო . ისევე როგორც წინა ორ ტურნირში , გადამწყვეტ მატჩში ბარსელონამ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას , რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო . ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ თავისი პირველივე შეტევის გოლით დასრულება შეძლო , უფრო კონკრეტულად კი ეს სამუელ ეტო'ომ შეძლო ისევ ისე როგორც სულ რამდენიმე წლის წინ პარიზის ფინალში . ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდომ და მისმა გუნდმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს ბარსას დაცვას . სამაგიეროდ დაბალმა ლეო მესიმ მანჩესტერისთვის მეორე გოლის თავით გატანა მოახერხა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა . შედეგად ბარსელონა 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა. ბარსელონას ეს მიღწევა , რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს, ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო.

2008 - 2012 წლებში ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ბარსელონამ მრავალი ტიტული მოიგო, 4 წლის მანძილზე 2-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ კი ნახევარფინალამდე მიაღწია. ამ ფორმაციის ბარსელონას გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს. 2011-12 წლების სეზონი გუნდისთვის შედარებით წარუმატებელი იყო. ბარსელონამ მხოლოდ ერთი ტიტულის, ესპანეთის თასის მოგება მოახერხა. ხოსეპ გვარდიოლა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.

წყარო :ვიკიპედია
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 25 Aug 2013, 1:12; sul 1 -jer
[ like 3 ]
2. Mon Ami [Adm] (Off)
[ 25 Aug 2013, 1:09 ]
patrioti, saidan daakopire ratom ar miawere? temis gaxsnis wesebi ar waikitxe?
[Pasuxi][Cit]|
3. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 1:11 ]
სტადიონი
ბარსელონა საშინაო მატჩებს 1957 წლიდან მართავს კამპ ნოუზე, რომელიც იტევს 98,772 მაყურებელს. კამპ ნოუ არის ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი არა მარტო ესპანეთში არამედ მთელ ევროპაში. სტადიონი უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი.
[Pasuxi][Cit]|
4. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 1:15 ]
ტიტულები
ესპანეთის ლა ლიგა: 22
1928-29, 1944-45, 1947-48, 1948-49, 1951-52, 1952-53, 1958-59, 1959-60, 1973-74, 1984-85, 1990-91, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1997-98, 1998-99, 2004-05, 2005-06, 2008-09, 2009-10, 2010-11, 2012-13
RFEF - Copa del Rey.svg ესპანეთის თასი: 26
1909-10, 1911-12, 1912-13, 1919-20, 1921-22, 1924-25, 1925-26, 1927-28, 1941-42, 1950-51, 1951-52, 1952-53, 1956-57, 1958-59, 1962-63, 1967-68, 1970-71, 1977-78, 1980-81, 1982-83, 1987-88, 1989-90, 1996-97, 1997-98, 2008-09, 2011-12
RFEF - Supercopa de España.svg ესპანეთის სუპერთასი: 8
1983, 1991, 1992, 1994, 1996, 2005, 2006, 2009
ლიგის თასი: 2
1983, 1986
ჰანს გამპერის თასი: 32
1966, 1967, 1968, 1969, 1971, 1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1979, 1980, 1983, 1984, 1985, 1986, 1988, 1990, 1991, 1992, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2006, 2007.
კატალონიის ჩემპიონი: 22
1901-02, 1904-05, 1908-09, 1909-10, 1910-11, 1912-13, 1915-16, 1918-19, 1919-20, 1920-21, 1921-22, 1923-24, 1924-25, 1925-26, 1926-27, 1927-28, 1929-30, 1930-31, 1931-32, 1934-35, 1935-36, 1937-38
კატალონიის თასი: 6
1990-91, 1992-93, 1999-2000, 2003-04, 2004-05, 2006-2007
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 4
1992, 2006, 2009, 2011
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი: 4
1979, 1982, 1989, 1997
უეფა-ს სუპერთასი: 2
1992, 1997
ბაზრობათა თასი: 3
1958, 1960, 1966
ლათინური თასი: 2
1949, 1952
[Pasuxi][Cit]|
5. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 1:16 ]
ამ ფოტოზე გამოსახულია კლუბის სათამაშო ფორმები წლების მიხედვით
[Pasuxi][Cit]|
6. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 1:25 ]
კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა
პრეზიდენტი -სანდრო როსელი
სპორტული დირექტორი -ანდონი სუბისარეტა
მთავარი მწვრთნელი - ტიტო ვილანოვა
მწვრთნელის თანაშემწე -ჟორდი როურა
ფიზ. მომზადების მწვრთნელი -ლორენცო ბუენავენტურა
მეკარეთა მწვრთნელი - ხუან კარლოს ურსუე
საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი -ხოსე რამონ ალეხანკო
სარეზერვო გუნდის - "ბარსა ატლეტიკის" მწვრთნელი - ლუის ენრიკე


გამორჩეული პრეზიდენტები
უოლტერ უაილდი (1899-01)
ბარტომეუ ტერადასი (1901-02)
პაულ ჰაასი (1902)
არტურ უიტი (1902-05)
ჰანს გამპერი (1908-09, 1910-13, 1917-19, 1921-23, 1924-25)
ოტო გმელინგი (1909)
ხოსეპ სანიული (1935-36)
ენრიკე პინეირო (1940-43)
აგუსტი მონტალი (1969-77)
ხოსეპ ლუის ნუნიესი (1978-2000)
ხუან გასპარი (2000-2003)
ჟოან ლაპორტა (2003-2010)
[Pasuxi][Cit]|
7. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 1:30 ]
ფოტოზე ჩამოწერილია ბარსელონას ცნობილი მწვრთნელები
[Pasuxi][Cit]|
8. MESUT OZIL (Off)
[ 25 Aug 2013, 23:04 ]
http://lsh.streamhunter.eu/...422163349200.html http://lsh.streamhunter.eu/...422872349450.html
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3...24,25,26

Gverdi:


პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას