გზავნილი
1. ***MaLeNa*** (Off)
[ 02 Sep 2013, 16:30 ]
რა არის მოტივაცია?

მოტივი არის იმპულსი, რომელიც პიროვნებას ქმედებისაკენ უბიძგებს. მოტივაცია კი შინაგანი პროცესია, რომელიც ადამიანს მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ამხნევებს. ინტელექტის მსგავსად, მოტივაციის განზოგადება ძალიან რთულია და ის ყველა ჩვენგანში ინდივიდუალური სახით ვლინდება, მაგრამ მეცნიერებმა მაინც შეძლეს ამ პროცესის ფართო ასპექტში ახსნა. კერძოდ, მათი თქმით, მოტივაცია შეიძლება იყოს შინაგანი, გარეგანი და ორბუნებოვანი.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ადამიანის მოტივაცია განპირობებულია დაუკმაყოფილებელი სურვილების შემცირებისა და სტაბილური ფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით. მოთხოვნების იერარქიის მიხედვით კი ადამიანს დიდი ამბიციები უჩნდება მაშინ, როდესაც ძირითადი, საარსებო სურვილები დაკმაყოფილებულია.

სურვილები შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ორივე სახის მოთხოვნის ჩამოყალიბებაზე უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოება და კულტურა.

მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა

ადამიანები, რომლებიც მიზნის მისაღწევად მაღალი მოტივაციით გამოირჩევიან, უმეტესწილად შეუპოვრები და შრომისმოყვარენი არიან. მათ დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ უარი თქვან წამიერ სიამოვნებაზე, რათა საბოლოო დანიშნულებამდე სვლაში არ შეყოვნდნენ. ამას გარდა, ისინი ხშირად ამჯობინებენ კოკურენტუნარიან გარემოში მუშაობას.



მოტივაციის დაკარგვის ძირითადი მიზეზები:

1. თავდაჯერებულობის ნაკლებობა (თუ არ გჯერა, რომ დასახულ მიზანს მიაღწევ, მისკენ სწრაფვას რა აზრი აქვს?)
2. მიზნის ბუნდოვანება (თუ არ იცი რა გინდა, რისკენ ილტვი?)
3. კონკრეტული მიმართულების არარსებობა (თუ არ იცი როგორ აიხდინო ოცნებები, ვის ელოდები, რომ მათკენ მიმსვლელი გზები იპოვოს?)

თუ გსურთ მოტივაციის ამაღლება, მაშინ ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ :))


1. დაისახეთ კონკრეტული მიზანი, რომელიც თქვენს სურვილებსა და მიდრეკილებებთან ახლოსაა.

წარმატებული ადამიანების მიერ განვლილი ცხოვრების შესწავლა გვარწმუნებს, რომ არავითარი აზრი არ აქვს იმ მიზნის დასახვას, რომელიც თქვენს სურვილებში არ ჯდება. გახსოვდეთ, კარიერული წინსვლისათვის მთავარია არა პრესტიჟული პროფესიის არჩევა, არამედ თქვენი ინტერესები და მიდრეკილებები. ეს თქვენი ცხოვრებაა და არა თქვენი მშობლების, მეგობრებისა თუ ნათესავების.

2. იყავით ამბიციურები, მაგრამ რეალობის შეგრძნება არ დაკარგოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთული და მიუღწეველი მიზნების ერთმანეთისაგან გარჩევა ისწავლოთ. კერძოდ, არსებობს ოცნებები, რომელთა ახდენასაც დაუღალავი შრომა ჭირდება, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომელთაც თანდაყოლილი ტალანტის გარეშე რეალობად ვერ აქცევთ. მაგალითად, თუ თქვენ არ გაგაჩნიათ მუსიკალური სმენა, ვერ გახდებით წარმატებული მომღერალი.

3. "დააჯილდოვეთ" საკუთარი თავი მიზნისაკენ მიმავალი გზის გარკვეულ ეტაპებზე.

იქნება ეს სასუსნავი, მეგობრებთან ერთად გართობა თუ სხვა რამ, ზოგჯერ საჭიროა საკუთარი თავი გაანებივროთ, რათა მოტივაცია არ დაკარგოთ.

4. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ უკვე მიაღწიეთ წარმატებას.

ეს მეთოდი ბრწყივნალე მოტივატორია - იგი შეგახსენებთ, თუ რა სანატრელი და ტკბილია თქვენი მიზანი და გაორმაგებული ძალებით ქმედებისაკენ გიბიძგებთ.

5. მუდამ გახსოვდეთ, რომ დამარცხება დროებითია და არა სამუდამო!!!

მიზნისაკენ მიმავალ გზაზე თუ დამარცხდებით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და გაიხსენეთ ბილ გეითსის ფრაზა: "მე რამოდენიმე საგნის გამოცდაში ჩავიჭერი, ჩემმა მეგობარმა კი ყველა ჩააბარა. ახლა ის ინჟინრად მუშაობს მაიკროსოფტში, მე კი ამ კომპანიის მფლობელი ვარ". თქვენ მთელი ცხოვრება წინ გაქვთ და კიდევ უამრავი შანსი მოგეცემათ - მთავარია ხელი არ ჩაიქნიოთ!!!


[Pasuxi][Cit]|
2. LILITH [Mod] (Off)
[ 03 Sep 2013, 0:11 ]
ho,motivacias umetes shemtxvevashi gare faqtorebi ganapirobeben, magram albat pirovnebasac gaachnia. .ravi. ramdenad aqvs tvitrealizaciis survili,tundac idealur pirobebshi.
[Pasuxi][Cit]|
3. angel of death (Off)
[ 04 Sep 2013, 0:39 ]
Motivacia kargia (yvelafershi) magram motivirebuli samoyvarulo fsiqologia potenciur pacientebad gaqcevt. Radgan- fsiqologebi "samoyvarulo fsiqologobas"ac ert-ert daavadebad ganixilaven .mindia.
[Pasuxi][Cit]|
4. KavaLLa [Adm] (Off)
[ 04 Sep 2013, 0:44 ]
მოტივაცია ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და აქ იმისთვის შემოვედი,რომ ამოვიხვნეშო: ეეეეეჰ

))
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას