გზავნილი
1. Lasha (Off)
[ 02 Sep 2013, 16:12 ]
„გურია“ — საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლანჩხუთიდან. საქართველოს თასის მფლობელი.
გუნდის პირველი სახელი იყო „კიმი“. ის 1924 წელს თბილისის „დინამოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გუნდმა შეწყვიტა ასპარეზობა და აღდგა მხოლოდ 1952 წელს „კოლმეურნეს“ სახელით. გუნდს „გურია“ 1960 წლიდან ეწოდა.
პირველ დიდ წარმატებას 1961 წელს მიაღწია, როცა იგი რესპუბლიკის ჩემპიონი გახდა. ეს მიღწევა გაიმეორა 1966 და 1971 წლებშიც. 1965, 1966 და 1971 წლებში საქართველოს თასიც მოიპოვა, 1973, 1974 და 1977 წლებში ფლობდა შოთა შავგულიძის სახელობის თასს. 1967 წელს „გურიამ“ პირველად იასპარეზა საკავშირო არენაზე B ლიგაში.
1970 წელს B ლიგის დაშლის გამო „გურიამ“ საქართველოს პირველობაზე იასპარეზა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. „გურია“ მეორე ლიგაში 8 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. საუკეთესოს შედეგი 1979 წელს ჰქონდა, როდესაც პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. 1986 წელს გუნდმა პირველ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. 1988 და 1989 წლებში ის ისევ საბჭოთა კავშირის 1 ლიგაში თამაშობდა.
1990 წლიდან „გურია“ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. „გურია“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ახლად დაარსებული საქართველოს საფეხბურთო თასი მოიპოვა 1990 წლის სეზონში. გურია სტაბილურად ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 1999 წლამდე. ამის შემდეგ გუნდის დაღმასვლა დაიწყო 2000-01 წლებში კლუბი შეუერთდა თბილისი ლოკომოტივის "ბ" გუნდს და დაერქვა სახელით "გურია-ლოკომოტივი ბ".
1999 წლიდან გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მონაწილეა. 2008 წლიდან მას "გურია-2000 ლანჩხუთი" ეწოდება. ბოლო პერიოდის საუკეთესო სეზონი 2001-2002 წლები იყო, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, ხოლო საქართველოს თასის გათამაშებაში 1/4 ფინალს მიაღწია.
2013 წლიდან გურია დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, დინამო ბათუმის ნაცვლად.

პრეზიდენტი: კახაბერ ებრალიძე

გუნდი საშინაო შეხვედრებს მართავს ქალაქ ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე.
[Pasuxi][Cit]|
2. Lasha (Off)
[ 02 Sep 2013, 16:14 ]
თუ არ ვცდები ამჟამად სტადიონზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ამითომ დღევანდელი თამაში თბილისის დინამოს წინააღმდეგ ქობულეთIს სტადიონზე მიმდინარეობს
[Pasuxi][Cit]|
3. 0R0CHIMARU (Off)
[ 02 Sep 2013, 16:31 ]
ki qobuletshia dges matchi ...
Chemi Guria :* chemi Lanchxuti :*
[Pasuxi][Cit]|
4. Lasha (Off)
[ 02 Sep 2013, 17:04 ]
1-0 ugebs dinamos, arada rogor mindoda casvla
[Pasuxi][Cit]|
5. G (Off)
[ 02 Sep 2013, 17:08 ]
Midi guriaa
[Pasuxi][Cit]|
6. G (Off)
[ 02 Sep 2013, 17:31 ]
2-0.guriaaaaaaaaaaaaa
[Pasuxi][Cit]|
7. Lasha (Off)
[ 02 Sep 2013, 17:53 ]
moigo 2-1
[Pasuxi][Cit]|
8. AC MILAN (Off)
[ 02 Sep 2013, 17:54 ]
Lasha, guris shemadgenlobas dadeb?!gtxov dade dzmurad
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას