როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ?
დადებითი: 55%
უაროფითი: 42%
ნეიტრალური: 2%
გამოკითხულია: 38
გზავნილი
1. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 0:33 ]
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — პოლიტიკური პარტია საქართველოში, მმართველი პარტია 2004-2012 წლებში. თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ისტორია
პოლიტიკური გაერთიანება დაფუძნდა 2001 წელს როგორც „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“. 2002 წელს მას შეუერთდა 1999 წლიდან არსებული გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ხელმძღვანელი: მირიან მირიანაშვილი) და ეწოდა სახელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
2002 წელს შექმნა ბლოკი კონსერვატორებთან და რესპუბლიკელებთან ერთად. ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24% და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. ამ უკანასკნელთან პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
სააკაშვილის თბილისის საკრებულოში მოღვაწეობამ გაზარდა პარტიისა და ბლოკის პოპულარობა. უკვე 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით. თუმცა ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი გახდა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი „თავისუფალ დემოკრატებთან“ (ზურაბ ჟვანია) და „ტრადიციონალისტებთან“ (აკაკი ასათიანი) ერთად.
საპროტესტო აქციები ვარდების რევოლუციით დასრულდა, რამაც კვლავ გაზარდა პარტიის ავტორიტეტი, ხოლო მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 96%-ით. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკმა ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები” მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით. ამ დროს პარტიის პოპულარობის პიკი იყო. ამავე დროს ერთ პარტიად გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობა და „თავისუფალი დემოკრატები“. 2004 წელს კვლავ განიცადა სარეგისტრაციო ცვლილება, ძველი პარტია ამორიცხულ იქნა რეესტრიდან და ხელხლა დარეგისტრირდა[4].
იმავე წლის გაზაფხულზე ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს ადრინდელმა პარტნიორებმა: კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა. ამას ხელი არ შეუშლია ნაციონალური მოძრაობისთვის მოეგო 2005 წლის შუალედური არჩეევნები ხუთივე საარჩევნო ოლქში და მოეგო 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები. პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმათა დაახლოებით 60% და მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
2007 წელს პარტიას გამოეყო წევრთა ჯგუფი, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. მათ ჩამოაყალიბეს მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. ამის მიუხედავად პარტიამ წარმატება მოიპოვა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა მისი კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, კვლავ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 53%-ით. იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმათა 59,18% და კვლავ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში.[5]
2008 წლის შემოდგომაზე ნაციონალური მოძრაობა კვლად დატოვა წევრთა ჯგუფმა. ერთმა ნაწილმა ჩამოაყალიბა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო ნინო ბურჯანაძის მეთაურობით. ეს უკანასკნელი არასდროს ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ 2004 წლიდან მჭიდროდ ასოცირდებოდა მასთან. ხოლო მეორე ნაწილმა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მთაურობით შექმნა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. 2009 წელს ნაციონალურ მოძრაობასთან ადრე ასოცირებულმა კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შექმნა პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც ქვეყნის მასშტაბით მიიღო ხმათა 74%, ხოლო თბილისში ხმათა 52%. პარტიის კანდიდატი, გიგი უგულავა გახდა ქალაქ თბილისის პირველი პირდაპირი წესით არჩეული მერი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა ახალშექმნილ კოალიციასთან ქართული ოცნება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა 65 მანდატი 150-დან და წააგო არჩევნები ოლქების უმრავლესობაში. არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი კვლავ ივანე მერაბიშვილი გახდა.

პოლიტიკური პლატფორმა
ნაციონალური მოძრაობა მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. ის აქტიურად ეწევა პატრიოტიზმის იდეოლოგიურ პროპაგანდას (პროგრამები: „პატრიოტი“, „პატრინოტი“, „ტაძარი“). პარტიას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება.
საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებია: სახელმწიფო ინსტიტუტების რადიკალური რეფორმები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა, საბაზრო ეკონომიკა, ქვეყნის მოდერნიზაცია. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ნატოსთან ინტეგრაცია და აშშ-სთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები.

ორგანიზაციული სტრუქტურა
ნაციონალური მოძრაობის სტრუქტურულ დაყოფას არეგულირებს 2004 წელს მიღებული წესდება.
პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა. იგი ორ წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვევა. ყრილობებს შორის პერიოდში გაერთიანებას პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს. საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც. პოლიტიკური საბჭო ანგარიშვალდებულია ყრილობისა და თავმჯდომარის წინაშე. პარტიის უმაღლესი თანამდებობა თავმჯდომარეობაა. ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენერალური მდივანი. ჩვეულებრივ, პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ ლიდერები. თავად პარტია კი გადაწყვეტილებების აღმასრულებელია.
პარტიული სტრუქტურის ყველაზე ქვედა რგოლი პირველადი ორგანიზაციაა, შემდეგია ზონალური და რაიონული ორგანიზაციები. პარტიაში ძირითადი ორგანიზაციის პარალელურად არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია. პარტია ამაყობს იმ საერთაშორისო კავშირებით, რომელიც ევროპის წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან დაამყარა, მათ შორისაა: ევროპის სახალხო პარტია (ქრისტიან-დემოკრატები), ჰოლანდიის ლიბერალური პარტია და სხვა. ის აქტიურად თანამშრომლობს IRI-სა და NDI-ს წარმომადგენლობებთან საქართველოში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური ვებ გვერდი
[Pasuxi][Cit]|
[ like 2 ]
2. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 1:51 ]
nacionaluri modzraoba iyo martlac ragac sazogadoebis gamomfxizlebeli partia.
[Pasuxi][Cit]|
3. Aristokratka (Off)
[ 25 Aug 2013, 2:08 ]
Rac itareshes da xalxs curbelebivit scoves sisxli eyot!
Moqalaqeta kavshirs eyo sindisi da tavisit girseulad cavida .amat arc sindisi aqvt da arc girseba!
[Pasuxi][Cit]|
4. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 2:12 ]
Aristokratka, მოქალაქეთა კავშირს არც არავინ გააჩერებდა და უბრალოდ იცოდნენ იმ ხალხმა ვერანაირ პოლიტიკურ მომავალს შეიქმნიდნენ მათი სახით. ამიტომ დაიშალენ. '

ნაცები კი მართლაც ნაცისტებივით ერთგულები არიან პარტიის. ამიტომ მათი დაშლა ასე ადვილი არაა. ეგ კი რა ისიც კი მოსალოდნელია ბაქარაძემ გაიმარჯვოს არჩევნებში.
[Pasuxi][Cit]|
5. Aristokratka (Off)
[ 25 Aug 2013, 2:24 ]
patrioti,ver dagetanxmebi. Nacebi zalit ,diqtaturit cdiloben. Marazmia.
Moq kavshirs ar gaumetebia xalxi ase rogorc amatma.matac sheezlot specrazmi,xocvajleta.
Girsebaayrili partia,zalad polit figurebi , yvelaze araseriozuli da matyuara tavmjdomarit- es nac mozraobis saxea.
[Pasuxi][Cit]|
6. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 2:27 ]
Aristokratka, რას ცდილობენ ვერ გავიგე რა თქვით :)

მე ყურადღება გავამახვილე მათ პარტიულ ერთიანობაზე და არა მათ ,,საგმირო საქმეებზე"
[Pasuxi][Cit]|
7. Lion (Off)
[ 28 Aug 2013, 8:23 ]
visac nac.modzraoba armoswons arc ocneba unda moswondes radgan arc magat gauketebiat raime gansakutrebuli amnistiit gamosulì patimrebi sul areulobis gamomwvevi iqneba qveyanashi da shishsac iwveven mosaxleobashì.
[Pasuxi][Cit]|
8. angel of death (Off)
[ 01 Sep 2013, 2:28 ]
"Jvars ecvi tu ginda, sashveli -ar aris! Ar aris! Ar aris! ". Martla ar aris am qveynis sashveli. Tu odesme qartvelebi chkuaze movlen - jer dgemde arsebuli yvela politikosi unda gaasamartlon. Fantaziis sferoa es .. Vici.. Ganurchevlad partiisa ,Mzuls ukve tv dan chkuisdamrigebeli yovlismcodne biziebi .. (zogic lawiraki)
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3...13,14,15

Gverdi:


პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას