1. MESUT OZIL
(Off)
[ 29 Aug 2013, 15:46 ]
დეიმ აგატა მერი კლარისა მილერი დაიბადა 1890 წლის 15სექტემბერს ქალაქ ტორკში(ინგლისი). მას ჰყავდა და, რომლის მიბაძვითაც დაიწყო სასაცილო მოთხრობების წერა. მას ეს არ მოსწონდა და სამუდამოდ თქვა მხიარულ ნაწარმოებებზე უარი. მან გადაწყვიტა დაეწერა საშიში მოთხრობა, რაზეც მშობლები გაუბრაზდნენ და წერისთვის დიდი ხნით თავი დაანებებინეს. ბავშვობაში აგატას საყვარელი თამაში იყო: "აგატას ქმრები." თამაშის მიხედვით აგათა რატომღაც ამოირჩევდა სამ ყველაზე უშნო ბიჭს და იქიდან ერთი მისი ქმარი ხდებოდა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მას უშნო კაცზე არჩევანი არ გაუკეთებია.
აგატა კრისტი
აგათას პირველი სიყვარული იყო ფილიპი. ულმაზესი ბიჭი, რომელიც ისევე როგორც ყველა ფიქრობდა, რომ აგატა მას ვერ იტანდა. აგატა ცდილობდა გრძნობები ფილიპის მიმართ აგრესიით დაეფარა. აგათა ძალიან მორცხვი იყო და საუბარი არ უყვარა. ის მხოლოდ წერდა.
აგატა კრისტი
აგატა მუშაობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციაში და შემდეგ აფთიაქში. სწორედ აქედან ისწავლა იშვიათი შხამებისა და წამლების შესახებ, რომლებიც შემდგომ საკუთარ დეტექტივებში გამოიყენა. წითელ ჯვარში მუშაობის დროს გაიცნო მფრინავი არჩიბალდ კრისტი, რომელიც ძალიან შეუყვარდა. მათ იქორწინეს. ცოლ-ქმარი ხშირად ერთმანეთს ნახევარი წლის განმავლობაში ვერ ხედავდნენ, რაც მათთთვის საკმაოდ რთული იყო. აგატა სახლში მარტო ყოფნისას მიხვდა, რომ ძველი საქმიანობის გახსენება დაეხმარებოდა დროის გაყვანაში და დაიწყო წერა. 1919 წელს გაუჩნდათ ქალიშვილი. ქალიშვილმა მათი ურთიერთობა ვერ გაამყარა და მალე ცოლ-ქმარი განქორწინდა.
1930 წელს აგატა კრისტმა გათხრებზე გაიცნო ახალგაზრდა არქეოლოგი მაქს მელოუენი, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსი იყო. კრისტი უკვე ძალიან ცნობილი ქალბატონი იყო, მაგრამ მაქსისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაქსი მოიხიბლა აგათას მხირული ხასიათით და კეთილი ბუნებით. მელოუენს და კრისტის ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს. მათ შვილი განგებ არ იყოლიეს. ორივე წარმატებული იყო საკუთარ კარიერაშ. ისინი ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ.
აგათა კრისტის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე დაწერილი აქვს 78 დეტექტიური რომანი. მისი დეტექტივების მთავარი გმირები არიან ერკიულ პუარო და მის მარპლი. ამ ორი უკანასკნელისგან მარპლი ყოველთვის გამოარჩევდა ერკიულ პუაროს და სწორედ ამიტომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტექტივების მთავარი გმირი სწორედ პუაროა.
აგატა კრისტის ყველა დეტექტიურ რომანზე, სადაც ერკიულ პუაროა მთავარი გმირი, გადაღებულა სერიალი, რომელიც 12 სეზონისგან შედგება და შეგიძლიათ რუსულ ენაზე გახმოვანებული ნახოთ ნებისმიერ ქართულ საიტზე. გთავაზობთ სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდის თრეილერს:
აგატა კრისტი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში, ხოლო მისი მეუღლე აგატას გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მოკვდა
[Pasuxi][Cit]|
2. MESUT OZIL
(Off)
[ 29 Aug 2013, 15:50 ]
გთავაზობთ აგათა კრისტის რამდენიმე დეტექტიური რომანის დასახელებას:
როჯერ ეკროიდის მკვლელობა
იდუმალი მოვლენა სტაილზში
სიკვდილი ნილოსზე
მკვლელობა ანბანის მიხედვით
მოციმციმე ციანიდი
ხუთი გოჭი
მოკვლა ადვილია
ერკიულ პუაროს შობა
მის მაკ-ჯინტის სიკვდილი
ბოროტება მზის ქვეშ
კარტი მაგიდაზე
მკვლელობა მესოპოტამიაში
წარმატების ნაპირი
სევდიანი კიპარისი
მოძრავი თითი
დაკრძალვის შემდეგ
მესამე გოგო
ჰელოუინის ზეიმი
მივიწყებული მკვლელობა
მძინარე სიკვდილი
კარიბის საიდუმლო
სპილოებს ყველაფერი ახსოვთ
ვილა თეთრი ცხენი
საათი
სიკვდილი ღრუბლებში
ცისფერი მატარებლის საიდუმლო
კაცი ყავისფერ პალტოში
მკვლელობა აღმოსავლეთის ეკსპრესზე
ენდჰაუზის საიდუმლოება
დიდი ოთხიანი....... მკვლელობა ქინგს ებოთში
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 29 Aug 2013, 16:05; sul 3 -jer
3. ***MaLeNa***
(Off)
[ 29 Aug 2013, 15:53 ]
მიყვარს დეტექტივები, აგათა კრისტის შემოქმედებაც მომწონს
ჩამოთვლილთაგან ყველა ნაწარმოები არ ვიცი, თუმცა წავიკითხავდი სიამოვნებით
[Pasuxi][Cit]|