1. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 28 Aug 2013, 17:58 ]
იან-შენი – ორგანიზმის ჯანმრთელობის ხელშეწყობა-შენარჩუნებაა.
იან-შენი წარმოადგენს ცხოვრების წესს, გარკვეულ ყოფაქცევას, რომლის მიზანია ცხოვრების ხარისხის ამაღლება იმისათვის, რომ სიცოცხლე იყოს ხანგრძლივი და სასიხარულო.
იან-შენი – განსაკუთრებული, აქტიური და ძალზედ პოზიტიური და საინტერესო ცხოვრების ხერხია და არა გადარჩენაზე ორიენტირებული სიცოცხლე.
იან-შენის აზრი იმაშია, რომ ხალხს მიეცეს საშუალება იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილენი და აქტიურები, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, ხოლო არც თუ ისე ჯანმრთელ ხალხს – აღიდგინონ სხეულის და სულის თანაფარდობა, მიაღწიონ უფრო ჟანმრთელ მდგომარეობას.
ავადმყოფებს, ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობის ამაღლებით და საკუთარი თავისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გამნტკიცებით, საშუალება ეძლევათ გაჯანსაღდნენ.
უძველეს ჩინურ ისტორიაში არსებობს 5 ათასზე მეტი წლის წინ გაკეთებული ჩანაწერები. თანამედროვე ცივილიზაციის წინაპრები მუდმივად ეძებდნენ ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს. ამ ძიებაში დაგროვდა ცოდნა და გამოცდილება, რის საფუძველზეც შეიქმნა მდიდარი კულტურა – იან-შენ – ”ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხანგრძლივი ცხოვრების კულტურა ”. კომპანია ”FOHOW” თავის კვლევებსა და საქმიანობაში ეყრდნობა იან-შინის ძირითად პრინციპებს, რომელთა დაყოფა შესაძლებელია 3 ძირითად ჯგუფად: ფსიქოლოგია, ყოფაქცევა და კვება.
ü იან-შენის ფსიქოლოგია წარმოადგენს ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების მეთოდს, გარე სამყაროს მიმართ ხასიათის ფსიქოლოგიური რეგულირებით; იან-შენის ფსიქოლოგიის სწორი გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. კომპანია ” FOHOW”-მ იგი უფრო დაწვრილებით დაყო შემდეგ ასპექტებად:
გრძნობებისა და ემოციების იან-შენ – ახლობლებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, მეგობრობა, სიყვარული და ა.შ. გრძნობით-ემოციური ფაქტორი წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების განუყოფელ შემადგენელს, ჩვენი ცხოვრების ”მზეს და ჭექა-ქუხილებს”, რომელთა სასიცოცხლო სინოტივის დაკარგვა ადამიანის ცხოვრებას უდაბნოთ აქცევს.
ხელოვნების იან-შენი – მუსიკალურ საკრავებზე დაკვრა, კალიგრაფია, ფერწერა, ინტელექტუალური თამაშები, სიმღერა, ნელი ცეკვა – ყველაფერი ეს წარმოადგენს განსაკუთრებულ მდგომარეობას, თვითგამოხატვის საჭიროებას, სულის სილამაზით სასიხარულო ტკბობას.
სიკეთის იან-შენი – ”კეთილი ადამიანი კლდევამოსილი და მომთენია, ხოლო მდაბალი ხშირად ჩხუბობს და ფორიაქობს”. დიდი გული იტევს ცუდებსაც და კარგებსაც, გამოხატავს მოთმინებას და შენდობას, ესმის სხვების; ასეთი დამოკიდებულება სხვების მიმართ ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას. სხვა ხალხის უარყოფა, მათი არ მიღება ისეთების, როგორებიც არიან – იწვევს დაავადებების განვითარებას.
რელიგიის იან-შენი. რელიგია – ჩვენი რწმენისა და მსოფლმხედველობის გამოხატვის ხერხია და ესეც ჯანმრთელობის შენარჩუნების და განმტკიცების მნიშვნელოვანი ხერხია. რწმენა სასწაულებს ახდენს! რწმენა ხშირად საშუალებას იძლევა ადამიანმა განზე გასწიოს ”მძიმე ყოველდღიურობის ტვირთი” და სხვა თვალით შეხედოს საკუთარ ცხოვრებას უფრო მაღალი – მარადიულობის წერტილიდან. ამ გზით შესაძლებელია სულის სიმშვიდის მიღწევა.
სხეულისა და სახის სილამაზის იან-შენი. ლამაზი სახე, სასიამოვნო კანი, სწორი ფორმები, სხეულის კარგი ტონუსი – ყველაფერი ეს ახარებს როგორც ჩვენსას, ასევე სხვების თვალსა და გულს. ყველაფერი ეს მნიშვნელოვნად მატებს თვითშეფასებას, ავსებს საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების გრძნობით, კომფორტის შეგრძნებით. ეს კი კურნავს სხეულს და აჯანსაღებს სულს.
ü ქცევის იან-შენი – ჯანმრთელობის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ასპექტია, რომლის დროსაც ჩვენ მიმართული ქმედებებით ვაღწევთ მაღალი ეფექტურობის შედეგს. კომპანია ” FOHOW” მას უფრო დაწვრილებით ყოფს შემდეგ პუნქტებად:
ჩვევების იან-შენი. ცხოვრებისეული კარგი ჩვევები – ჯანმრთელობის გარანტიაა. მაგალითად: რეგულარული კვება და დასვენება, ზომიერი მოხმარება ან საერთოდ უარის თქმა სპირტიან სასმელებზე და მოწევაზე, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და აქტიური მოძრაობის რეჟიმი, სწორი კვების ჩვევის გამომუშავება და გამაჯანსაღებელი კვებითი დანამატების გამოყენება.
გარემოს იან-შენი. ცხოვრებისათვის სწორი ადგილის, გარემოს შერჩევა – სუფთა ჰაერი, მთები, მდინარეები, ტყე და წყალი – ჩვენი ჯანმრთელობის ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ ჩვენ არ შეგვწევს უნარი შევცვალოთ ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო, ის მაინც უნდა ვცადოთ, რომ შევცვალოთ მცირე გარემო. მაგალითად, გამოვიყენოთ არსებული ხერხები, რათა გავასუფთავოთ სასმელი წყალი, ჰაერი ჩვენს ბინაში და ა.შ. ამაში კომპანია ” FOHOW”-ს პროდუქციაც დაგვეხმარება.
მოძრაობის და სპორტის იან-შენი. არსებობს იან-შენის სპორტისა და მოძრაობის აქტიური სახეობები, ისეთი, როგორიცაა ცურვა, ბოდიბილდინგი, ტაიცზი, ციგუნ და სხვ. არსებობს აგრეთვე, იან-შენის პასიური სახეობები – აკუპუნქტურა, მასაჟი, პილინგი და სხვ. კომპანია ” FOHOW” უშვებს სერიულ პროდუქციას – ბიოფარადოთერაპიულ ქამრებს ანიონური და ინფრაწითელი ზემოქმედებით, რომლებიც მიეკუთვნებიან პასიურ იან-შენს და მოქმედებით ახლოს არიან აკუპუნქტურასა და რეფლექსოთერაპიასთან; სისხლის აქტივირებით სუფთავდება ენერგეტიკული არხები და მიიღება ისეთივე ეფექტი, როგორც მოძრაობისა და სპორტის იან-შენის დროს.
ü კვების იან-შენი - იან-შენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხია, რომელიც კვების რეგულირებით აღწევს გაჯანსაღებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას. კვების იან-შენი საკვებ პროდუქტებს განიხილავს როგორც წამლებს, ანუ საკვები პროდუქტების სწორი შერჩევით შესაძლოა არა მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნება, არამედ, დაავადებისაგან განკურნებაც კი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკვები კომპონენტების ნატურალურობას, მათ უვნებლობას და სწორად დაბალანსებულ რეცეფტს. რადგან კვება სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, კომპანია ” FOHOW”-მ ორგანიზმის რეგულირების ხერხები დაყო 3 ასპექტად: ჩინ-ტიაო-ბუ (გაწმენდა, რეგულირება, აღდგენა).
რეგულირება (ტიაო): არეგულირებს ინ-იანს, აღწევს ბალანსს, არეგულირებს უ-სინს და აღწევს ბალანსს ”აღმოცენება” – ”შეკავებას” შორის, ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგიის ნაკადების მოძრაობას.
გაწმენდა (ჩინ): დაგროვილის და ზედმეტის მოშორება. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის გაწმენდა, ჭარბი იანის (სიმხურვალის) მოშორება, ტოქსინების განდევნა, სისხლის გაწმენდა მავნე ცხიმებისაგან, თრომბებისაგან და ა.შ.
აღდგენა (ბუ): ცარიელის, უკმარისობის შევსება. მაგალითად, ორგანიზმში კალციუმისა და ცინკის უკმარისობის შევსება, ვიტამინებისა და ცილების ნაკლებობის შევსება, სისხლისა და თირკმელების ფუნქციების აღდგენა,, შევსება ტინ, ჩი, შენ.
იან-შენის კვების მეთოდიკა : ”1-ვარეგულირებთ, 2- ვწმენდთ, 3- აღვადგენთ” სათავეებს იღებს ტრადიციული ჩინური მედიცინისა და ფარმაკოლოგიიდან (მკურნალობის 8 მეთოდი, სამმაგი მიზეზის შესაბამისობა, მკურნალობის მეთოდების კვლევა და სხვ. ).
წყარო:ChinaMedicine.ge
[Pasuxi][Cit]|