გზავნილი
1. Mon Ami [Adm] (Off)
[ 28 Aug 2013, 17:49 ]
ფენ-შუი – უძველესი ჩინური მეცნიერებაა, რომელიც გვთავაზობს ცხოვრების პირობებსა და საკუთარი, პერსონალური გარემოცვის (ბუნებრივი ობიექტები, შენობები, ხალხი, გარემოება და სხვ.) ბალანსისა და ჰარმონიის მდგომარეობას.

ფენ-შუის ხელოვნების საწყისები დაოსიზმშია და მის საფუძველს ”ცვლილებების წიგნის” (ი-ცზინ) ფილოსოფია წარმოადგენს, რომელსაც ეფუძვნება ცჰინური მედიცინის პრაქტიკულად ყველა მიმართულება; გამაჯანსაღებელი და საბრძოლო ტანვარჯიშის სხვადასხვა სახეობა; ასტროლოგია და წინასწარმეტყველების სისტემები.

ამ მეცნიერების დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის გარშემო შექმნას პირობები, რომლებიც საშუალებას მისცემენ სამყაროში მრავლად არსებულ, კეთილდღეობისა და წარმატების ენერგიებს დაუბრკოლებლად შეაღწიონ მის ცხოვრებაში.

სწორად ამგვარად მიიზიდება წარმატებულობა ადამიანის ცხოვრების ტრადიციულად გამოყოფილ ასპექტებში. ეს არის ბიზნესის სფეროში შედეგების მრავალჯერადი ზრდა; ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიზება; ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრდა და ამასთანავე, ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი გარემოს უარყოფითი ზეგავლენისაგან დაცვა.

ფაქტობრივად, ფენ-შუის შემადგენლობაშია ცოდნისა და ტექნიკური ილეთების ნაკრები, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს შეცვალოს და იმდენად გააძლიეროს საკუთარი გარემოცვის ენერგიები, რომ ისინი გარდაიქმებიან სიკეთის მომტან, მეგობრულ და ჰარმონიულად, ანუ კარგი ბედის მომტანებად და მთელი ძალით იმუშავებენ ადამიანის სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ.

ფენ-შუი არ არის აბსტრაქტული ფილოსოფია. იგი მჭიდრო კავშირში იმყოფება სხვადასხვა მეცნიერებებსა და ცოდნათა სისტემებთან. კერძოდ, ფენ-შუი პირდაპირ დაკავშირებულია ასტროლოგიასთან, არქიტექტურასთან, ფსიქოლოგიასთან და სოციოლოგიასთან, ბიოლოგიასთან, მედიცინასთან და სიმბოლოების მეცნიერებასთან.

ფენ-შუი ესაა მეცნიერების,ხელოვნების და ფილოსოფიის უნიკალური შერწყმა, რომელიც წარმოიქმნა ოთხიათასი წლის წინ ჩინეთში. ძველი ჩინური სიბრძნე და ცოდნა ადამიანისა და მის გარესამყაროსთან ჰარმონიის შესახებ დღესაც აქტუალურია. ფენ-შუი გვასწავლის როგორ და სად ავაშენოთ სახლი, როგორ მოვაწყოთ ინტერიერი, როგორ გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ახლობლებთან, როგორ მოვიყვანოთ ჰარმონიაში ყოველდღიური ცხოვრება.

ფენ შუი ძველი ჩინური ხელოვნებაა და ნიშნავს ქარს და წყალს.
ქარსაც და წყალსაც უდიდესი ენერგია აქვს, რაც დადებითი აურით გვავსებს. ფენ შუი ნიშნავს ცხოვრების ძირითადი ელემენტების (ყველაფერი, რაც გარს გვაკრავს) მოწესრიგებას ოპტიმალური და ჰარმონიული ენერგიის (წყლისა და ჰაერის მსგავსი) ნაკადის შესაქმნელად.
ფენ შუი ძირითადად საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მოწყობის ფორმულაა, თუმცა იგი ასევე იძლევა რჩევებს, ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად და სულიერი ჰარმონიის მისაღწევად.

ფენ შუის მიხედვით, სახლებში არსებობს ზონები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ნაწილზე არის პასუხისმგებელი. ჯანმრთელობის სექტორი აღმოსავლეთით მდებარეობს, ასე რომ, უპირველესად წესრიგი იქ დაამყარეთ. ეს ხის სექტორია, ამიტომ რაც მეტ ხის ნივთს, ცოცხალ ყვავილებს და მწვანე დეტალს შემატებთ ბინის ამ კუთხეს, მით უკეთესია. აქვე განალაგეთ აკვარიუმები, პეიზაჟიანი და მარინისტული სურათები. სექტორის გაძლიერება სიმბოლური ნივთებითაც შეიძლება. ტრადიციის თანახმად, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე მოაქვს წეროს, ირემს, ატამს, ფიჭვს და, რა თქმა უნდა, ბამბუკს. ყველა ეს ნივთი ავადმყოფობას აგაცილებთ.
გარდა ამისა, ერიდეთ მახვილ კუთხეებს, ე.წ. "გამოშვერილ" კონსტრუქციებს, მით უმეტეს, მაშინ, თუ თქვენკენაა მომართული. ასეთებია: თაროები, სტელაჟები, კოჭები და ა.შ. ეცადეთ, ოჯახში ყველა ნივთს მომრგვალებული კუთხე ჰქონდეს.

სახლში კარგი გარემოს შესანარჩუნებლად პირველ რიგში უნდა გადაყაროთ ყველა ის ნივთი, რომელიც არ გჭირდებათ, ან არ გსიამოვნებთ, იქონიეთ მცენარეები, ოღონდ განათავსეთ ისინი ბაგუას (ფენ შუის რვაკუთხედი) მიხედვით.
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 28 Aug 2013, 17:54; sul 1 -jer
2. Mon Ami [Adm] (Off)
[ 28 Aug 2013, 17:50 ]
ფენ შუის უძლიერესი ინსტრუმენტია ჯანმრთელობის ინდივიდუალურად გასაუმჯობესებელი "ციური მკურნალი". ყველა ადამიანს თავისი "ციური მკურნალი" ჰყავს და მისივე დაბადების დღეზეა დამოკიდებული.
თავდაპირველად უნდა გამოთვალო საკუთარი რიცხვი, ე.წ. გუა. ამისთვის უნდა შეკრიბოთ დაბადების წლის ბოლო ორი ციფრი. თუ ორნიშნა ციფრს მიიღებთ, დაიყვანეთ ერთნიშნამდე. მამაკაცებმა მიღებული ციფრი უნდა გამოაკლონ 10-ს; ქალებმა კი მიუმატონ - 5-ს. შედეგი ისევ ერთნიშნა ციფრამდე დაიყვანეთ - სწორედ ეს იქნება თქვენი ციფრი.

რა ციფრიც მიიღეთ, ის იქნება თქვენი ჯანმრთელობის წარმმართველი:
1 - აღმოსავლეთი;
2 - დასავლეთი;
3 - ჩრდილოეთი;
4 - სამხრეთი;
5 - დასავლეთი მამაკაცებისთვის და სამხრეთ-დასავლეთი ქალებისთვის.
6 - ჩრდილო-აღმოსავლეთი;
7 - სამხრეთ-დასავლეთი;
8 - ჩრდილო-დასავლეთი;
9 - სამხრეთ-აღმოსავლეთი.

მიმართულების შერჩევა ძალზე მნიშვნელოვანია საწოლის დასადგმელად - თუნდაც დროებით. ავადმყოფობის დროს მაინც გადადგით საწოლი საჭირო სექტორში, "ციური მკურნალის" შესაბამისად.
[Pasuxi][Cit]|
3. DiGiTaL [Mod] (Off)
[ 28 Aug 2013, 17:59 ]
ეგ ბავშვები 402 ოთახიდაბ ვიცი :D
[Pasuxi][Cit]|
4. patrioti (Off)
[ 28 Aug 2013, 18:55 ]
DiGiTaL, აუ მეც პირველად ფენ შუი მაგ მულტფილმიდან გავიგე :D
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას