გზავნილი
1. patrioti (Off)
[ 28 Aug 2013, 1:13 ]

ფერისცვალება საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 19 აგვისტოს აღნიშნავს. ამ დღეს ქრისტემ თაბორის მთაზე წაიყვანა თორმეტ მოციქულთაგან სამი: პეტრე, იაკობი და იოანე-რწმენა, სასოება და სიყვარული – და მათ წინაშე იცვალა ფერი, რათა თავისი ღვთაებრივი ბუნება და ნათელი ეჩვენებინა. მოციქულებს უნდა სცოდნოდათ, რომ ჯვარცმა ქრისტესგან ღვთისმიერი მიუწვდომელი სიყვარულის გამო მისივე ნებით გაღებული მსხვერპლი იყო. წაიყვანა და `იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად. და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი~ (მათე, 17, 1-2). თაბორის მთაზე მოციქულებმა უფალთან ერთად ზეციური ნათლით მოსილი ელია და მოსე წინასწარმეტყველებიც იხილეს, რომლებიც მაცხოვარს მოსალოდნელი ვნებისა და ჯვარცმის შესახებ ესაუბრებოდნენ.
ფერისცვალების სასწაული, რომელიც ქრისტემ სამი მოციქულისათვის ხილულად აღასრულა 20 საუკუნის წინათ, 20 საუკუნეზე მეტია, უხილავად აღესრულება თითოეული მორწმუნის სულში, რომელიც ჭეშმარიტად ეზიარება უფალს. თაბორის მთაზე ფერისცვალებისას ხომ უფალმა ადამიანებს მომავალი ცხოვრების საიდუმლო გვიჩვენა -ქრისტიანისათვის ცხონება, უფალში მყოფობა სწორედ სულიერი ნათლით შემოსვასა და გაბრწყინებას გულისხმობს; რადგანაც ნათელია უფალი, ნათელი დაუღამებელი. ღვთისმიერი მადლი, ნეტარება და სიმშვიდე, რომელიც ამ ნათელთან ზიარებისას იმკვიდრებს მორწმუნის სულში, ადამიანს ეხმარება, ღირსეულად განვლოს თავისი გზა და უდრტვინველად აიტანოს თავისი ჯვარი საკუთარ გოლგოთამდე.
იმ უდიდესი სწავლებისა და სასწაულის მოსაგონებლად, რომელიც მოკვდავთ თაბორის მთიდან მოგვცა ქრისტემ, ამ მთის წვერზე ყოველწლიურად აღესრულება ხილული სასწაული- ყოველ 19 აგვისტოს, მზიან უღრუბლო ამინდში, საზეიმო ლიტურგიის დროს, მხოლოდ მართლმადიდებლური ტაძრის თავზე ჩნდება მანათობელი ბურთი, რომელიც ტაძრის გუმბათზე აღმართულ ჯვართან მიახლოებისას იცვლის ფორმასა და ზომებს და თეთრ ფაფუკ ღრუბლად გადაიქცევა. ღრუბელი ძირს ეშვება, მორწმუნე მრევლს ფარავს და საოცარ ძალას ანიჭებს მათ. იქ მყოფნი ხელით ეხებიან ღვთისგან მოვლენილ ამ ციურ ნიშს, ნუგეშსა და მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების კიდევ ერთ საბუთს, და სიხარულით სავსენი განადიდებენ უფალს. ლიტურგიის დამთავრებისთანავე ღრუბელი ნელ-ნელა იფანტება.
საღვთისმეტყველო კომისიამ, რომლის მიზანიც ბუნებაში სასწაულებრივი მოვლენების აღმოჩენა და შესწავლა გახლავთ, მაღალტექნოლოგიური დანადგარების საშუალებით შეისწავლა ორი მოვლენა, რომელიც ყოველწლიურად ხდება ყველას თვალწინ-ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა და თაბორის მთაზე აგებული მართლმადიდებლური ტაძრის თავზე ნათლით მოსილი ღრუბლის გამოჩენა. მკვლევართა განცხადებით, მეცნიერულად შეუძლებელია აიხსნას თაბორის მთაზე ღრუბლის გამოჩენის მიზეზი: ისეთ მშრალ პირობებში, როგორიც თაბორის მთაზეა, და ისეთ მაღალ ტემპერატურაზე, როგორიც ზაფხულში, 19 აგვისტოსაა ხოლმე, ბუნებრივად ღრუბლის წარმოქმნა შეუძლებელია. მით უფრო, რომ უცაბედად გამოჩენილი მანათობელი ბურთი, ტაძრის ჯვართან მიახლოებისას, ყველას თვალწინ იცვლის ფერს და ღრუბლად იქცევა. და, რადგან, ეს არაა ბუნებრივი მოვლენა, მას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს სასწაული-აცხადებენ მკვლევარები. ანალოგიური დასკვნა დაიდო უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გარდამოსვლასთან დაკავშირებითაც.

wyaro : kvirispalitra.ge
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას