გზავნილი
1. LoOoL (Off)
[ 27 Aug 2013, 17:31 ]
მამაკაცები შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ. პირველნი - უყვართ რომანტიკა და ფიქრობენ, რომ სიყვარულის ახსნა უნდა იყოს ამაღელვებელი, ნაზი და დასამახსოვრებელი. მეორენი - გულგრილად ეკიდებიან გრძნობების გამოვლენას და ვერ გაუგიათ სიტყვები “მე შენ მიყვარხარ” რითი ჯობია ორიგინალურ ახსნას. მესამენი - თვლიან, რომ მსგავსი სინაზეები სისულელეა, მათ აღიზიანებთ სკოლის მოსწავლის დონის გაზეპირებული სიტყვები. ყველა მამაკაცისთვის კარგადაა ცნობილი ქალების მეტიჩრობის ამბავი, რაც მხოლოდ სხვებისთვის თვალის ახვევის სურვილით არ არის განპირობებული, არამედ ტრაბახის სიყვარულითაც.
როგორი უნდა იყოს სიყვარულის წარმატებული ახსნა? ქალებს უყვართ განსაკუთრებულები, ამიტომ მამაკაცები უნდა შეეცადონ სიყვარულზე ორიგინალურად ისაუბრონ. გთავაზობთ სიყვარულის ორიგინალური ახსნის რამდენიმე ვარიანტს.

I გზა
ყვავილები - არ შემოიფარგლოთ ერთი ცალი მომჭკნარი ვარდით ან ტიტით. აუცილებელია დიდი თაიგული, რომელსაც კურიერის ხელით მოულოდნელად გაუგზავნით სამსახურში ან თავად მიართმევთ მას.

II გზა
სერენადები ფანჯრის ქვეშ - ბევრი ფიქრობს, რომ საყვარელი ქალის ფანჯრებთან სერენადების სიმღერა მას აუცილებლად მოეწონება. მაგრამ დაივიწყეთ გიტარა და ძლივს ნასწავლი აკორდები და ტექსტი. გამოიყენეთ თანმედროვე მუსიკალური აპარატები, ან მოიწვიეთ მუსიკოსები. თუ თქვენი რჩეული მე-10 სართულზე ცხოვრობს ეს მეთოდი არ გამოგადგებათ. შემოიფარგლეთ მუსიკალური მისალოცით და სახლშივე უმღერეთ ყველაზე ამაღელვებელი სიტყვები.

III გზა
მხატვრობა - ნებისმიერ ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უოცნებია მიეღო პლაკატზე დაწერილი სიყვარულის ახსნა, რომელიც ფანჯარასთან, სადარბაზოსთან ან თოვლზე დაფენილი დახვდებოდა. გამოიყენეთ საღებავები, დაწერეთ ამაღელვებელი სიყვარულის ახსნა და მხოლოდ სახელის პირველი ასო მიუთითეთ.

IV გზა
მილოცვა ჟურნალში, მიმართვა რადიოში ან სიმღერის შეკვეთა კლუბში, მეტად ამაღელვებელი და მოულოდნელი იქნება
[Pasuxi][Cit]|
2. LoOoL (Off)
[ 27 Aug 2013, 17:32 ]
V გზა
წერილი კონვერტში.
ჩვენ მხოლოდ ინტერნეტი, სმს და ელექტრონული ფოსტა გვახსოვს. ნუ იზარმაცებთ, აიღეთ ფურცელი და კალამი, მნიშვნელობა არ აქვს, რომ წინადადებებს სწორად ვერ დაალაგებთ, ნაწერი ლამაზი არ იქნება. მთავარია თავად ხელნაწერი წერილი. ქალები ძალიან დააფასებენ ამ ფაქტს, ძვირფას წერილს ზარდახშაში შეინახავენ.

VI გზა
სიმაღლის მოყვარულთათვის
რას ფიქრობთ საჰაერო ბუშტით გასეირნებაზე? - სიმაღლე, სუფთა ჰაერი, შესანიშნავი ხედი - მსგავსი საოცარი სიტუაცია გოგონას გულგრილს არ დატოვებს. არ დაივიწყოთ ერთი ბოთლი შამპანურის წაღება.

VII გზა
როცა საჩუქრის საყიდლად დრო არ გრჩებათ, დაპატიჟეთ რჩეული კაფეში და აჩუქეთ ყვავილების თაიგული. გაისეირნეთ მასთან ერთად და ესაუბრეთ სიყვარულზე.

და ბოლოს სიყვარულის ახსნა ყოველთვის, განსაკუთრებული მიზეზის გარეშეც შეგიძლიათ. მთავარია იგი ორიგინალური და გულწრფელი იყოს, რასაც ქალები აუცილებლად დააფასებენ.
[Pasuxi][Cit]|
3. bZzziki (Off)
[ 04 Sep 2013, 17:51 ]
Oooo... Saharro burti Kai odeea <3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3
[Pasuxi][Cit]|
4. nucii (Off)
[ 04 Sep 2013, 18:06 ]
mamakaci ar var magram V metodi gamoviyene, netav sad inaxavs is am werils? .meala. Ai VI metodi ki martlac .kaia.
[Pasuxi][Cit]|
5. Aristokratka (Off)
[ 04 Sep 2013, 18:19 ]
Me bevrad metad romantikulad mimachnia ,siyvarulis axsna tvalebit.yvelaze crfeli da martali tvalebia am dros da ginda sahaero bushtit ginda (rom shemezlos kosmosit).
Observatoriuli chogrit.varskvlavebiani cis mzera sul,sul axlodan da tvalebit natqvami siyvaruli. .magaria.
[Pasuxi][Cit]|
6. Eichmann (Off)
[ 04 Sep 2013, 18:27 ]
სერენადის გარდა ყველას ვცდი. არადა ვუკრავ მსგავს საკრავებზე რაც იქ გამოდგებოდა
[Pasuxi][Cit]|
7. Natia (Off)
[ 04 Sep 2013, 18:29 ]
ციტატა: Eichmann piriqit,sheidzleba eg moewonos yvelaze metad :)
[Pasuxi][Cit]|
8. Natia (Off)
[ 04 Sep 2013, 18:33 ]
ციტატა: Aristokratka
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას