გზავნილი
1. M.Jaiani (Off)
[ 19 Aug 2013, 23:51 ]
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი შექმნილია NORDEUS-ის (სერბერთი) ( http://en.wikipedia.org/wiki/Nordeus ) მიერ. ამჟამად რეგისტრირებული მოთამაშეების რაოდენობა აჭარბებს 9 300 000 მოთამაშეს. თამაში ნათარგმნია 34 ენაზე, მათ შორის ქართულად. საფეხბურთო მენეჯერის სათამაშოდ აუცილებელია Facebook-ის ანგარიშის ქონა, იგი შეგიძლიათ ითამაშოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ( http://www.topeleven.com/ ) ან facebook-ზე ( http://www.facebook.com/app.....ource=appcenter ). ასევე შესაძლებელია ანდროიდის და IOS-ის ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონებზე თამაში.

თამაში მოკლე აღწერა: მენეჯრში თითო სეზონი გრძელდება 28 დღის განმავლობაში, სეზონის განმავლობაში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ 3 სახის ტურნირში: ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და თასი; აქედან თასზე და ლიგაზე ყველა გუნდის იღებს მონაწილეობას ყველა სეზონში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ საჭიროა სეზონი დაასრულოთ პირველ 4 გუნდს შორის. ყოველი სეზონის ბოლოს ლიგის პირველი 7 გუნდი გადადის ახალ დონეზე, ხოლოდ დანარჩენი 7 გუნდი რჩება იგივე დონეზე. მენეჯერში ამჟამადად არის სულ 50 დონე, თუმცა ჯერ ამ დონემდე არავის მიუღწევია.


ძირითადი მახასიათებლები:
- შექმნათ თქვენი გუნდი;
- ააშენოთ სტადიონი და დამხმარე ნაგებობები;
- მიიღოთ ტურნირებში მონაწილეობა;
- შექმნათ ახალგაზრდული აკადემია;
- ავარჯიშე შენი მოთამაშეები ინდივიდუალურად და გაზარდე მათი შესაძლებლობები.
- მართე შენი გუნდის შემადგენლობა და ფინანსები.
- იყიდე და გაყიდე ფეხბურთელები LIVE შეთავაზებების რეჟიმში.
- მოამზადე შემადგენლობა მატჩებისთვის. დააყენე განლაგება, გაწვრთენი და პერსონალურად ავარჯიშე მოთამაშეები და ასწავლე სპეციალური შესაძლებლობები საფეხბურთო შესაძლებლობების განსავითარებლად.
- უყურე მატჩებს, გააკეთე ცვლილებები და მიეცი განსხვავებული დავალებები.
- თვალი ადევნე მეგობრების გუნდებს და ეთამაშე ამხანაგური მატჩები მათ.
- აირჩიე რამოდენიმე სპონსორის შემოთავაზებას შორის, რომელიც გთავაზობს უკეთეს პირობებს და მეტ token-ს.
- მიიღლე სიახლეები შემადგენლობის, სპონსორების და მეგობრების შესახებ.



ოფიციალური გვერდი: http://www.topeleven.com/
ოფიციალური ფორუმი: http://forum.topeleven.com/
Facebook-ის გვერდი: http://www.facebook.com/topeleven
wikipedia-ზე: http://en.wikipedia.org/wik..._Football_Manager
თამაშის დეტალური აღწერა და სახელმძღვანელო: http://www.supercheats.com/.....ootball-manager

ანდროიდ აპლიკაცია: https://play.google.com/stor.....e=topeleven.com
IOS აპლიკაცია: https://itunes.apple.com/us/.....e=topeleven.com

Temis gaxsnis nebartva #000000001
.
[Pasuxi][Cit]|
[ like 1 ]
2. M.Jaiani (Off)
[ 19 Aug 2013, 23:57 ]


ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი. :დ
[Pasuxi][Cit]|
3. IDIOTEQUE [Mod] (Off)
[ 20 Aug 2013, 0:00 ]
მე 4-1 წავაგე გუშინ :P
[Pasuxi][Cit]|
4. M.Jaiani (Off)
[ 20 Aug 2013, 0:01 ]
ციტატა: IDIOTEQUE
მე ჩ.ლიგიდან გამოვარდი.

4-1 მინდოდა და 4-2 მოვიგე..

არადა, 85-ე წუთამდე ვიგებდი 4-1.
[Pasuxi][Cit]|
5. IDIOTEQUE [Mod] (Off)
[ 20 Aug 2013, 0:03 ]
ციტატა: M.Jaiani მე ახლა პირველი თამაში 2-0 წავაგე არადა სტატისტიკით ვჯობდი...:/
[Pasuxi][Cit]|
6. M.Jaiani (Off)
[ 20 Aug 2013, 0:05 ]
ციტატა: IDIOTEQUE

ერთი კაი გუნდი მყავს და არ მინდა სტატისტიკა დავდო. :D

თვალი არ ეცეს. :D
[Pasuxi][Cit]|
7. Mana Sama (Off)
[ 20 Aug 2013, 1:35 ]
მივქრივარ ჩემი გუნდებით, ერთის გარდა ყველას ჩემპიონობის ამბიცია აქვს
[Pasuxi][Cit]|
8. GIORGI (Off)
[ 20 Aug 2013, 4:10 ]
:P
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3...48,49,50

Gverdi:


პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას