გზავნილი
1. DraganRatkovich (Off)
[ 02 Jan 2021, 21:35 ]
მოგესალმებით,
გადავწყვიტე დამედო ეს აწ უკვე ძველი და ლეგენდარული პატარა პროგრამა, რომლის ავტორიც გახლავთ ირაკლი ლომიძე.
სამწუხაროდ არ ვიცი მის შესახებ არაფერი, ამიტომ თუ მეტი ინფო მოგეწოდებათ ამ ადამიანზე, გთხოვთ დაწეროთ და დავარედაქტირებ პოსტს.
ახლა კი, პროგრამა! :)
ეს პატარა Soft-ი დაგეხმარებათ, რუსულ კლავიატურაზე გადართვისას, ასოები დაწეროთ ინგლისური განლაგებით.
ანუ, A-ის ადგილას იქნება а, B-ის ნაცვლად იქნება Б და ა.შ.
პროგრამას რატომღაც ქართული კლავიატურის Driver-ს ეძახიან, მაგრამ არავითარი Driver არ არის, რამდენიმე არჩევანია ხოლმე საინსტალაციო ფაილის გახსნისას.
ფორუმის ფაილის ატვირთვის წესის გამო, ზომაში დიდი იყო ფაილი, ამიტომ ყველა კლავიატურა ამოვიღე და მხოლოდ რუსული კლავიატურაა ინგლისური წყობით, ამიტომ, უბრალოდ გახსენით არქივი, დააჭირეთ Setup.exe-ს და გამოჩნდება სტანდარტული Windows-ის საინსტალაციო ფანჯარა, რომელიც წამებში დააყენებს რუსულ კლავიატურას ინგლისური განლაგებით.
ამის შემდეგ, რუსულ კლავიატურაზე გადართეთ და ctrl+shift კომბინაციით შეცვალეთ კლავიატურის წყობა და ნახავთ ინგლისურ წყობას რუსულ ასოებზე.
p.s., თუ აქტიურად გამოიყენებთ ამ წყობას, სტანდარტული წაშალეთ Control Panel-იდან და მხოლოდ ეს დატოვეთ.
პროგრამა დავტესტე Windows7-დან 10-მდე, ასევე VMის საშუალებით Windows xp-ზეც, მუშაობს სტაბილურად.
ისედაც აპლიკაცია Windows xp-ის დროსაა მგონი დაწერილი :)
მოკლედ, Enjoy guys❤
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას