გზავნილი
1. IDIOTEQUE [Mod] (Off)
[ 26 Aug 2013, 3:08 ]



გორის საფეხბურთო ცხოვრების ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. ამ საქმის თაოსანი თბილისელი მამაკაცი, გვარად ნაჭყებია იყო. იგი თავისი კარგი ორგანიზატორი და მწვრთნელი ყოფილა. ფეხბურთში ღრმად ჩახედულმა გორელების სტუმარმა, მაგნიტივით მიიზიდა ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ქალაქის გარეუბანში თამაშობდნენ ფეხბურთს, ეცნობოდნენ სპორტის ახალი სახეობის საიდუმლოებას და ხვეწდნენ საკუთარ ოსტატობას.
1923-27 წლებში გორის საფეხბურთო გუნდი არსებობდა, რომლის წევრები იყვნენ: გ. გვერდწითელი, ჟ. ქერიჭაშვილი, პ. ზაბილონი, კ. კოვალენკო, ვ. მაჭავარიანი, ნ. ლისოვსკი, ზ. კიკნაძე, ი. შეფი, შ. კარატავა, ნ. გაგნიძე და სხვები. გუნდი საქალაქთაშორისო შეხვედრებს მართავდა ხაშურისა და სურამის საფეხბურთო კოლექტივებთან.
ვეტერანი გორელი ფეხბურთელის გ. მაჭავარიანის მოგონებიდან: გუნდი "მკურნალი" ქალაქ გორის საავადმყოფოს თაოსნობით შეიქმნა და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა. ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებმა გუნდს შეუძინეს ფორმა და ბურთები, რაც მაშინ არც ისე იოლი საქმე იყო. ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად ხაშურში, სურამში, კასპში და სხვაგან, სატვირთო მატარებლით მიემგზავრებოდნენ. მტკვრისა და ლიახვის შესართავთან საკუთარი ძალებით მოაწყვეს სათამაშო მინდორი, სადაც ახლა კულტურისა და დასვენების პარკია".
გორელ ახალგაზრდებს შორის ფეხბურთის დანერგვაში დიდი დამსახურება მიუძღვის ვ. ოქრუაშვილს. მისი ხელმძღვანელობით 1933 წელს ჩამოყალიბდა ახალი გუნდი, რომელსაც "კიმი" ეწოდა. დაგისახელებთ მასში მოთამაშე ფეხბურთელებს: მ. მოციქულაშვილი, ი. ტლაშაძე, დ. ავბენაშვილი, მ. არავიაშვილი, მ. ინაური, ლ. მთვარელიძე, ო. აბუაშვილი, შ. და გ. ჯიოშვილები, ვ. მახარობლიძე, დ. ამბოკაძე, ი. აფციაური, დ. ხოდელი, ვ. ტურაშვილი, ვ. აივაზიშვილი, ი. ხუბულური, შ. აკოფოვი და ვ. სავადაშვილი.
1935-39 წლებში ქალაქის ნაკრები ჯერ "გორის", ხოლო შემდეგ "დინამოს" სახელით ასპარეზობდა. დიდი სამამულო ომის დაწყებამდე გორის გუნდი რესპუბლიკურ პირველობაზე გამოდიოდა.


ახლა კი მოსაწყენი რომ არ გამოვიდეს თანამედროვე ეპოქას დავუბრუნდეთ :)







2011–2012 წლების სეზონში, შიდაქართლელებმა ძველი საჩემპიონატო მიღწევა გაიმეორეს. რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას, მასზე "დილამ" ერთმანეთის მიყოლებით შეძლო სოხუმის "აეტის" (2:0, 3:0), თბილისის "დინამოს" (2:2, 0:0), ზუგდიდის "ბაიას" (2:2, 5:2), "გაგრასა" (2:1, 0:1) და "ზესტაფონის" (4:1) ძლევა და პირველად ეროვნულ სარბიელზე ასპარეზობის ისტორიაში საპატიო ტიტულის დასაკუთრება შეძლო.
გაგაცნობთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ამ სამახსოვრო მოვლენამდე გუნდის მიყვანაში საკუთარი წვლილის შეტანა შეძლეს: მირზა მერლანი, ილია ლომიძე, გივი ქარქუზაშვილი, ნოდარ მაჭავარიანი, თემურ შათირიშვილი, ვლადიმერ ჯოჯუა, თორნიკე სტეფნიაშვილი, ნოდარ ნოზაძე, დავით რაჟამაშვილი, დავით ჩაგელიშვილი, გია თოდუა, რომან ახალკაცი, რომან გოგინაშვილი, ლევან ჩაგელიშვილი, მურადაშვილი, ნიკოლოზ სადაღაშვილი, ოლეგ გველესიანი, პავლე ხორგუაშვილი, ირაკლი ბერაია, ვალტერ ხორგუაშვილი, დავით ბაქრაძე, ვაჟა ნემსაძე, ბექა შეყრილაძე, დავით ჭითანავა, მარინ სკენდერი, კახა ალადაშვილი, ალექსანდრე ინწკირველი, ლაშა თოთაძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია, სანდრო გურული, ზურაბ არზიანი, გიორგი კახელიშვილი, რევაზ ჯიქია, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი ხუბუა, ივანე კანდელაკი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ილურიძე, რევაზ ბარაბაძე, მათე ვაწაძე, გიგა ბეჭვაია, ბექა ჯაფარიძე, გოჩა ხოჯავა.
"დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი 2011–2012წწ სეზონში სხვადასხვა დროს ეკავათ: გია ცეცაძეს, რამაზ სოღოლაშვილს, თემურ მახარაძესა და თემურ შალამბერიძეს.
საქართველოს თასის მფლობელის რანგში, გორის "დილამ" უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაზეც წარმატებით იასპარეზა და მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა ამ პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. 2012 წლის ზაფხულში, თემურ შალამბერიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ დანიური "ორჰუსი" (2:1, 3:1) ჩამოიცილა გზიდან, შემდეგ კი კვიპროსული "ანორთოსისი" (0:1, 3:0). პლეი ოფში გორელთა მეტოქე პორტუგალიის "მარიტიმუ" გახლდათ, რომელთანაც უკვე ვეღარაფერი გავაწყვეთ (0:1, 0:2).
2012–2013წწ ეროვნული სეზონი, ევროტურნირზე ქანცგამოლეულმა "დილამ" წარუმატებლად დაიწყო. საწყის 4 ტურში მოპოვებული მხოლოდ 1 ქულა გახდა იმის საბაბი, რომ კლუბის ხელმძღვანელებს ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაზე ეფიქრა. 2012 წლის 9 სექტემბრიდან გუნდი ჩაიბარა გიორგი დარასელიამ, რომლის თავკაცობით "დილამ" XXIV ეროვნული ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გამართულ დარჩენილ 18 მატჩში 16 მოიგო. გორელებმა 49 ქულა დააგროვეს და გათამაშების ლიდერ თბილისის "დინამოს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.
გუნდი ზამთრის შესვენებაზე ცნობილმა ლიტველმა სპეციალისტმა ვალდას ივანაუსკასმა ჩაიბარა, რომლის სამწვრთნელო მიღწევა შოტლანდიურ “ჰართსში“ ქვეყნის თასის მოპოვება და ვერცხლის მედლები გახლდათ.
ივანაუსკასის პერიოდში ჩემპიონობისთვის მებრძოლ გორის „დილას“ ფინანსური პრობლემები შეექმნა. მიუხედავად ამისა, ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა. „დილამ“ XXIV ეროვნული ჩემპიონატის უპრინციპულესი მატჩი გორში „დინამოსთან“ გამართა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ბოლო ტურამდე გაურკვევლი იქნებოდა ჩემპიონის ვინაობა. თუმცა აღნიშნულ მატჩში „დილამ“ მარცხი განიცადა, რითაც თბილისელები ფაქტიურად სამი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.
„დილამ“ კი ეროვნული ჩემპიონატის ისტორიის მანძილზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა. დაეუფლა რა ვერცხლის მედლებს და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ლიგის საგზური.
სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბი დატოვა ლიტველმა სპეციალისტმა ვალდას ივანაუსკასმა. მის მაგივრად კი ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ყოფილი დამრიგებელი გიორგი დევდარიანი ჩაუდგა სათავეში.



წყარო: officialuri saiti
[Pasuxi][Cit]|
2. [x] (Off)
[ 09 Sep 2013, 18:52 ]
შემადგენლობა:

მეკარე

ბექა შეყრილაძე 32
ნუკრი რევიშვილი 1

მცველი

გულვერდ თომაშვილი 3
კახაბერ ალადაშვილი 7
ალექსანდრე კვახაძე (კაპ.) 49
ილია ლომიძე 19
გიორგი გაგნიძე 33
ოთარ ხიზანეიშვილი 4
ერიკ გაბარაევი 23
თეიმურაზ ღონღაძე 2
გიორგი გურული 6
მამუკა კობახიძე 5

ნახევარმცველი

მიხაილ გორელიშვილი 9
გიორგი აბურჯანია 70
რომან გოგინაშვილი 17
ირაკლი მაისურაძე 47
გიორგი დიასამიძე 30
დავით ბოლქვაძე 27
გრიგოლ დოლიძე 22
რომან ახალკაცი 35

თავდამსხმელი

ირაკლი მოდებაძე 15
რატი ალექსიძე 8
კონსტანტინე გაბაშვილი 11
[Pasuxi][Cit]|
3. Dstori (Off)
[ 09 Sep 2013, 19:02 ]
Sauketeso saqartveloshi
[Pasuxi][Cit]|
4. [x] (Off)
[ 09 Sep 2013, 19:05 ]
კლუბის შედეგები მიმდინარე სეზონში

დილა 3-0 ოლბორგი
ოლბორგი 0-0 დილა
ჰაიდუკი 0-1 დილა
დილა 1-0 ჰაიდუკი
სიონი 1-2 დილა
დილა 1-1 დინამო
რაპიდი 1-0 დილა
დილა 0 - 3 რაპიდი
დილა 3-0 მეტალურგი
ზესტაფონი 2-0 დილა
ტორპედო 0-0 დილა

შემდეგი მატჩი:

29.09.2013 სპარტაკი 15:00 დილა
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 17 Sep 2013, 23:23; sul 2 -jer
5. [x] (Off)
[ 09 Sep 2013, 19:14 ]
წელს დიდი იმედი მაქვს ჩემპიონობის :)
[Pasuxi][Cit]|
6. AC MILAN (Off)
[ 09 Sep 2013, 20:29 ]
dila perspeqtiuli gundia da kargi sponsorebi chirdeba!
[Pasuxi][Cit]|
7. [x] (Off)
[ 15 Sep 2013, 20:47 ]
ზესტაფონი 2-0 დილა
[Pasuxi][Cit]|
8. [x] (Off)
[ 17 Sep 2013, 23:22 ]
ტორპედო 0-0 დილა
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას