1. adanali
(Off)
[ 28 Oct 2013, 16:18 ]
თემა განახლებულია.
GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესების თანახმად, კავკასუს ონლაინი ინარჩუნებს მხოლოდ .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორობის ფუნქციას.
რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ კავკასუს ონლაინის მიერ აკრედიტირებული რეგისტრატორები, რომლებიც ახორციელებენ სასურველი დომენური სახელის რეგისტრაციას და მართვას;
.GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენს 13 აკრედიტირებული კომპანია არეგისტრირებს.
რეგისტრატორისთვის დადგენილი მოთხოვნები:
განმცხადებელი, რომელსაც სურს გახდეს რეგისტრატორი, უნდა წარმოადგენდეს სათანადოდ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
განმცხადებელმა, რომელსაც სურს გახდეს რეგისტრატორი უნდა გადაიხადოს ერთჯერადი მოსაკრებელი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსაკრებელი დაწესებულია განაცხადის განსახილველად და არ ექვემდებარება დაბრუნებას, მიუხედავად განაცხადის დადასტურებისა ან უარის თქმისა.
განმცხადებელმა ადმინისტრატორს უნდა წარუდგინოს რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა, რომლის პირობები უნდა შეესაბამებოდეს „.GE დომენის რეგისტრაციის და ადმინისტრაციის წესების“ მოთხოვნებს.
განმცხადებელს უნდა ქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს სადეპოზიტო შენატანი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
განმცხადებელი ვალდებულია წინამდებარე ვებ გვერდზე შეავსოს ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ბოლო ერთი თვის განმავლობაში განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის ერთჯერადი 500 ლარიანი მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმის შაბლონი.
[Pasuxi][Cit]|
6. Hazard
[Adm] (Off)
[ 29 Jun 2020, 17:20 ]
მოკლედ ასეთ ცირკაჩობას გადავაწყდი, რეგისტრატორ ჯი-დან დომენი დავატრანსფერე მაგთიზე, შესაბამისად ერთი წლის საფასურიც გადავიხადე, რამოდენიმე დღეში დომენი გაქრა მაგთის ექაუნთიდან, სად წავიდა იცის ვინმემ ? თანხა აისახა და 1 წლით მოემატა დომენს დრო
[Pasuxi][Cit]|