გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 27 Oct 2013, 22:44 ]
საჭირო მასალა: 200 გ ნუში, 125 გ შაქარი, 200 მლ წყალი, 85 გ კარაქი, 70 გ ფქვილი, მწიკვი ვანილი.


მომზადება: ნუშს დავასხათ მდუღარე წყალი რამდენიმე წუთით, შემდეგ გავაცალოთ კანი, მოვათავსოთ ხელსახოცზე და კარგად გავაშროთ, სისველე რომ არ შეყვეს. გამშრალი ნუში დავფქვათ. ქვაბში ჩავასხათ 200 მლ წყალი, დავუმატოთ შაქარი და დავდგათ ცეცხლზე. ვაჟინი 5 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. ღრმა ტაფაში გავადნოთ 80 გ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და ნუში. ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ გაოქროსფერდება. დავასხათ შაქრის ვაჟინი და კარგად ავურიოთ. 1-2 წუთი ვხარშოთ, რომ შესქელდეს და ერთიან მასად იქცეს, შემდეგ დავუმატოთ ვანილი. დარჩენილი კარაქი წავუსვათ თეფშს ან ლანგარს, ზედ გადავიტანოთ მომზადებული ჰალვის მასა, მივცეთ თანაბარი ფორმა და კარგად გავაცივოთ. სუფრაზე გატანის წინ პატარა ნაჭრებად დავჭრათ.



[Pasuxi][Cit]|
2. bZzziki (Off)
[ 27 Oct 2013, 23:34 ]
Nushiani yvelaferi miyvars ))

bevri tkbili tema gaxseni,getayva,dges gvchirdeba :D
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას