1. me
(Off)
[ 26 Oct 2013, 19:55 ]
Mozilla Firefox ( ცეცხლოვანი მელია) — ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერი, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko ძრავაზე, რომელიც Mozilla პროგრამულ პაკეტში გამოიყენება (Mozilla Suite); მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა (ელ. ფოსტისა და საინფორმაციო აპლიკაციებთან ერთად) და დღეისთვის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. რეიტინგით ეს ბრაუზერი რიგით მეორეა (Internet Explorer-ის შემდეგ), ხოლო უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაში — პირველი. 2009 წლის თებერვალში მას ინტერნეტ-ბრაუზერების მომხმარებელთა 21.73% იყენებდა.
Firefox აქვს ჩანართებიანი ინტერფეისი, ორთოგრაფიის შემოწმების საშუალება, სანიშნეები, ჩამოტვირთვების მენეჯერი და ძებნის სისტემა. მისი ფუნქციონალობის გაზრდა შესაძლებელია 2000-ზე მეტი „გაფართოების“ საშუალებით. მათ შორის ყველაზე პოპულარულია „NoScript“ (სკრიპტების ბლოკირება), „Tab Mix Plus“ (ჩანართებზე მრავალპარამეტრიანი ფუნქციის დამატება), „FoxyTunes“ (მუსიკალური პლეიერის კონტროლი), „Adblock Plus“ (რეკლამების ბლოკირება), „StumbleUpon“ (საინტერესო საიტების ძებნის სოციალური ქსელი), „DownThemAll!“ (ჩამოტვირთვების ფუნქციები) და „Web Developer“ (ვებ-პროგრამირების ინსტრუმენტები).
წყარო :
http://wikipedia.org
[Pasuxi][Cit]|
2. me
(Off)
[ 26 Oct 2013, 19:58 ]
და ბარემ ჩემს მოკრძალებულ თხოვნასაც დაგიწერთ
თუ ვინმემ იცით Firefox-ის addon-ებიდან ინგლისურ-ქართილი თარგმანის დამატება, დამეხმარეთ რა
ანუ ნებისმიერ საიტზე რაიმე ინგლისურ სიტყვას თუ მონიშნავ, გვერდით ჩამოიშლება გრაფა და ქართული თარგმანი გაჩნდება.
ადდონებში KA თუ რაღაც ამდაგვარი ერქვა და ვეღარ ვპოულობ რომ დავამატო
[Pasuxi][Cit]|